ალექსანდრე იაშვილი: ერთი პირის მიერ დაშვებულ იქნა ადამიანური შეცდომა - მწამს, ოცნებას ხვიჩასთან ერთად ავიხდენთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის თაობაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ერთი პიროვნების მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა, რომლის ვინაობა არ გაამხილა:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა,
კონკრეტული პირის მიერ დაშვებულ იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ".

მკითხველის კომენტარები / 190 /
დაუსვას ვინმე ჟურნალისტმა ამას ან პრეზიდენტს ლუქსემბურგთან მარცხის შემთხვევაში, რას აპირებენ. კიდევ არ გადადგებიან? ვიცი რომ არ გადადგებიან, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ აჩვენონ თავისი სახე და მიზეზი თუ რისთვის სხედან მანდ.ე.ი მხოლოდ ფულის შოვნა.
დავით 67
22 ნოემბერი 2023 17:59
0
"პასუხისმგებლობის აღებაში" რა იგულისხმება - ცარიელი სიტყვების უაზრო რახარუხი??
ე.
22 ნოემბერი 2023 17:53
0
ამ კომენტარების წაკითხვის შემდეგ ძალიან შემეშინდა! თქვენ რომ კაცმა ყური დაგიგდოთ ფეხბურთის ფედერაციაში თურმე რაც კი ვინმე წამხდარი და უნამუსოა ყველა იქ მუშაობს?! რა ამბავია ასე უსაშველო ექსტრემიზმი, რა სისხლმოწყურებული ხართ?! დარწმუნებული ვარ ყველას ვინც ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს თქვენზე არანაკლებ უყვარს სამშობლოც და ფეხბურთიც!
aburjga
22 ნოემბერი 2023 17:50
8
მერე, სამშობლოს სიყვარულში უხდიან ხელფასებს?! მასე სამშობლო ბევრს უყვარს. ჩამოურიგეთ იმათაც მსუყე ანაზღაურება
ციციკორე
22 ნოემბერი 2023 19:40
1
პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს გადადგომას,გადადგა ვინმე?
არჩილ
22 ნოემბერი 2023 16:03
1
აბა შენ თავზე თუ აიღე დაწყნარდება ხალხი, ისე მაინტერესებს ეს შენ თავზე რო აიღე მერე??? გადადგები? თუ თავს დაისჯი და ერთი კვირა აგარ შეჭამ
Qomagi
22 ნოემბერი 2023 15:51
1
მალადეც იაშკა,ეს კობიაშვილს ჩაენაცვლა უეჭველი და ესე არ გამოვა. ბოდიში კარგია და მიღებულია,თუმცა პასუხისმგებლობას ვიღებ და მერე? პასუხისმგებლობას თუ იღებ,მაშინ ამ სიტყვებს მოყვება გადადგომის განცხადება და რატომ არ დაწერე ეგ განცხადება?თუ ეგ ის პასუხიმგებლობა არის,თუ ვერ გავედით ევროზე,ამ კაცს უნდა აგინოს ერმა? მაზოხისტები არიან ესენი,ფულის შოვნის მუღამი ასე როგორ გაქვთ რო ქვეყანას აგინებ თავს. არავინ ამათი მტერი არ არის,თუმცა ესეთი აღქმა აქვთ ამათ და ასე გონიათ,თუ გადადგებიან ქვეყანა ჩამოიქცევა. ეს არის სწორედ გაუნათელბლობა. პროფესიონალიზმი საქმის კარგად ცოდნასთან ერთად არის პასუხისმგებლიანი მიდგომა,რაც გამორიცხავს ასეთ იდიოტურ შეცდომას. შეცდომა ყველას მოსდისო რო გაიძახით,ეგრე არ არის და ნუ უპრავებთ ამ ამბავს. ამათი ფუნქცია ეგ არის,რომ აკონტროლონ ეს ამბავი და იცოდნენ რეგლამენტი,თუ ეს არ იცი,მაშინ ეს შეცდომა კი არა,ეს არის უცოდინრობა და არაკოპეტენტურობა. მე რო ელექტრიკად დავიწყო სადმე მუშაობა და რაღაც გავაფუჭო,ეს შეცდომა იქნება თუ არაკოპეტენტურობა? როცა წარმოდგენა არ გაქვს საქმის და მხოლოდ იმიტო ხარ თანამდებობაზე რო წარსულში ფეხბურთელი იყავი,მაშინ შენ ხარ მავნებელი და სწორედ ასეთები არიან ფედერაციაში,სულ ასეთები იყვნენ და იმიტომ არის ამ დღეში ქართული ფეხბურთი.
ლობჟანიძის უკან პასი
22 ნოემბერი 2023 15:46
0
ganatleba rom ar gagachniat federaziashi prezidentidan datkebuli egaa kvelafris mizezi,pasuxismgeblobas vigebo kazo...ras nishnavs tkventvis pasuxismgebloba eg mainz izodet...egez ar izit faktia. tkvenair xalxs evropashi bavshvebis gundsaz ar andobdnen.vitom mzodneebma dagupes kartuli fexburti da ara marto fexburti,titkmis kvelaferi.
qomagi
22 ნოემბერი 2023 15:12
0
არანაირი სინდისის ქეჯნა. მხოლოდ ფიქრი იმაზე რომ რა იშოვონ და შეთქვლიფონ.
აზრადაც არ მოუვა ვინმე გამოვიდეს, გადადგეს ან წესიერად ბოდიში მოიხადოს.

მახსენდება დავით ხახალეიშვილს რო დააგვიანებინეს აწონვაზე, ასეთმა გაუმაძღრებმა. მასინდელმა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ისიც კი წამოროშა ვილაპარაკეთ რო ფული შეუგროვოთო დავითს ზარალის ანაზღაურებისთვისო . ანუ კი არ შეუგროვეს, უბრლაოდ ვილაპარაკეთო.
აი ასეთი გაუმაძღები და უქნარები არიან ესენიც
las
22 ნოემბერი 2023 14:49
0
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება რაში გამოიხატება? ბოდიშის მოხდაში? ეხლა არაა დროო საუბრის, აბა როდის უნდა ვისაუბროთ, ამაზე მეტი ფინალის მიღმა დარჩენაა. რაც დღევანდელი შეცდომის შედეგი იქნება უდავოდ.
თენგო
22 ნოემბერი 2023 14:48
0
და რაში გამოიხატება შენი პასუხისმგებლობა? უფრო ლოგიკური ნათქვამი იქნეოდა "ვიღებ პასუხისმგებლობას და ვტოვებ თანამდებობას", მარა მაგას შენ ვინ გეკითხება ისე როგორც მაგ ტექსტის დამწერი რო შენ არ ხარ...
Hm
22 ნოემბერი 2023 14:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული