ალექსანდრე იაშვილი: ერთი პირის მიერ დაშვებულ იქნა ადამიანური შეცდომა - მწამს, ოცნებას ხვიჩასთან ერთად ავიხდენთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის თაობაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ერთი პიროვნების მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა, რომლის ვინაობა არ გაამხილა:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა,
კონკრეტული პირის მიერ დაშვებულ იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ".

მკითხველის კომენტარები / 190 /
ერთი მთლიანი ჯაჭვის ნაწილია ყველა, დაწყებული ფედერაციით და დამთავრებული ფეხბურთელებით და თითოეულ მათგანს ჰკიდია ეს ქვეყანა! გაიაზრეთ ეს და მერე აღარ მოგეშლებათ ნერვები, როდესაც მორიგი იმედგაცრუება მოვა. აბა, ქვეყანა თუ არ გკიდია, ფედერაცია ტაილანდთან, ან მონღოლეთთან რომ ჩაგინიშნავსვამხანაგურს და ტაშს უკრავ, რისი გულშემატკივარი ხარ, ან ჟურნალისტი, ან ფეხბურთელი?! რამდენიმე ახალგაზრდას, გამოთქმული პროტესტის გამო, ცქიტიშვილი და გუჩუა, წიხლქვეშ გაიგდებს და ხმას არ იღებ. მოედანზე გულშემატკივრებს არ უშვებ, მაგრამ შინაურობით და ნაცნობობით პრივილიგირებულ კასტას, დიდიან-პატარიანად აძლევ დასწრების უფლებას. კიდე რა მოთვლის?! ის ფონდიც, არავითარი განვითარების ფონდი არაა! ის არის ლოიალობის მოსყიდვის ფონდი. გადაგდებული ფოჩიანი კანფეტები, მერე ზოგიერთებმა რომ არ დაგიძახონ: ძოძუაშვილი რატო არაა შენს გვერდით?! ნაკრები, ერთ კვირაში ორ სამარცხვინო თამაშს რომ ატარებს და ფან-კლუბად წოდებული ხელის ბიჭ-ბუჭები იქეთ ,,ამხნევებენ"... იმის ნაცვლად, მწვრთნელს და ფედერაციას ფეხწვეშ მიწა ეწვოდეს.
სრაფრის ღირსი ჩვენ არ ვართ. ფეხბურთელებმა თამაში არ იციან, გულშემატკივარს გულშემატკივრობა, სირაქლემას პოზაში ყოფნა ჰგონია, ჟურნალისტი ერთი-ორ დაფინანსებულ პაეზდკაზე იყიდება და ვეტერანებს, რამე თუ გადაუგდე, სულ არ აინტერესებს ფეხბურთი რა დღეშია.
ციციკორე
22 ნოემბერი 2023 10:57
2
შენ გენაცვალე ციციკორე . სიმართლეს და მართალ ადამიანებს გაუმარჯოს
Vep1963
22 ნოემბერი 2023 14:32
0
ამათ ლუქსემბურგი გონიათ რომელიღაც სოფლის გუნდი ეტყობა არ უნახიათ მათი თამაში დარწმუნებული ვარ ვერ დავამარცხებთ და კიდევ იმედ გაცრუებული დავრჩებით
Gigola
22 ნოემბერი 2023 10:56
2
ამათ ლუქსემბურგი გონიათ რომელიღაც სოფლის გუნდი ეტყობა არ უნახიათ მათი თამაში დარწმუნებული ვარ ვერ დავამარცხებთ და კიდევ იმედ გაცრუებული დავრჩებით
Gigola
22 ნოემბერი 2023 10:55
1
პასუხისმგებლობას იღებ და ან თვის ხელფასს ობოლთა თავშესაფარში გადარიცხავ ხომ?
არ ვართ ღირსები ევროზე თამაშის. მაკედონიასთან ხალხი რომ არ დაუშვით მაშინ იყავით მოსახნავენი. ახლაც მშვიდად გააგრძელებთ. სამშობლო არა იხვი. ფული ბაბაია ფული.
აბა პანდევს ჰქონოდა კორონა, ან ელმასს თუ გააცხადებდნენ მაკედონიელები. იქ ყოფილიყო თამაში-1/3 კი არა გააპიპინებდნენ სტადიონს.
გარეთ დგომის და გულშემატკივრობის საშუალებაც არ მოგვცეს იმხელა ჯარიმებს წერდნენ. ამან ნაკრები დათრგუნა.
და ისევ ვიკითხავ ჩემი თამადობით-თქვენ რომ გიტანთ ვართ რამის ღირსები?
ვანჩოპე
22 ნოემბერი 2023 10:40
1
არაფრის ძმაო, არაფრის ღირსები არ ვართ. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს
ტიმო
22 ნოემბერი 2023 11:23
0
ერთი კაცი მუშაობს ფედერაციაში? კაცს რომ 2 ბარათი აქვს მიღებული, არ უნდა დაინტერესდეს იმ "ერთი კაცის" გარდა სხვაც თუ რა ხდება მე-3 ბარათის მიღების შემთხვევაში??უკაცრავად და ყველაფრის მცოდნეობად ,რომ მოგაქვთ თავი? ნუთუ დებულება არ გაქვთ? ეხლა არ თქვათ ბევრი საქმე გვაქვსო,და ვერ მოვასწარით წავიკითხვაო და ვინც წაიკითხა (თუ წაიკითხა იმ "ერთმა კაცმა") იმანაც ვერაფერი ვერ გაიგოო.ესაა თქვენ პროფესიონალიზმი?
ბექა
22 ნოემბერი 2023 10:40
1
თან ხომ გააჩნია ვისზეა საუბარი, ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გყავს გუნდში, რომლის არათუ ყვითელ ბარათებს უნდა ითვლიდე, ზეპირად უნდა იცოდე დღის ნებისმიერ მონაკვეთში რამდენი აქვს სიცხე, წნევა, როგორ განწყობაზეა და ა.შ. და ამ ერთ კაცს ვერ დაუთვალეს ბარათები ნორმალურად.
დავითი
22 ნოემბერი 2023 11:49
0
როგორც ხშირად ხდება, ბოდიში ვიკმაროთ და პასუხი არავინ აგოს!!...
კობა
22 ნოემბერი 2023 10:39
1
ბოდიში აფთიაქში ჩააბარონ და სასწრაფოდ გაანთავისუფლონ ის კონკრეტული პირი(ბოლო-ბოლო ვინაა,ასეთი წონიანი მფარველი ყავს და ვერ უბედავენ?)
სიმართლე
22 ნოემბერი 2023 15:18
0
"ბრატვა" მართავს ფედერაციას,თავის თავზე ხო არ იტყვიან რო ლოხები ვართო?
ქოციზმი ყველგან და ყველაფერში.
ლუჩანო
22 ნოემბერი 2023 10:28
3
ფედერაციის ხელმძღვანელს კატეგორიულად უნდა აეკრძალოს პარალელურად სხვა სამსახურში მუშაობა!!!
გოლი
22 ნოემბერი 2023 10:24
1
ხვალ უარესს იზამენ. ჩვენი ბრალია. ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ყველა უნდა შევიკრიბოთ ფედერაციასთან და მოვითხოვოთ ყველა ხელმძღვანელის ცვლილება ფედერაციაში!!!
ფეხბურთი
22 ნოემბერი 2023 10:21
2
უკაცრავად მაგრამ პასუხისმგებლობის აღება რაში გამოიხატება?!...
დათო
22 ნოემბერი 2023 10:20
1

სიახლეები პოპულარული