ლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იმედს" სტუმრობდა და გახმაურებულ ამბებზე ისაუბრა:

"შეცდომა იქნა დაშვებული და ძალიან ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენი გუნდის თითოეული წევრის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნებოდა. ადამიანური შეცდომა იქნა დაშვებული, ვერაფერს შევცვლით. ახლა 21 მარტზე უნდა ვიფიქროთ. აქამდე ყველა ერთად მოვედით და შევძელით, ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვქონდეს. ჩვენ ერთად ვაღწევთ წარმატებას და ერთად ვაგებთ თამაშს. რთული გზა გავიარეთ. მეორედ გვაქვს რეალური შანსი, ოცნება ავიხდინოთ. არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა...

ჩემი ძველი პოსტი იმ დროის
საფეხბურთო პრობლემას ეხებოდა. სად ვართ ახლა, რითი მოვედით აქამდე. სად იყო მაშინ ნაკრები. ის პერიოდი დღევანდელისგან ძალიან განსხვავდება. რა ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია, ჩვენი 21-წლამდელები საუკეთესო რვა გუნდში მოხვდნენ. ყველაფერი ეს ერთიანობამ მოიტანა...

არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს. მათ თანხის ნაწილი ჩაერიცხათ, დარჩენილს კი დეკემბერში მიიღებენ. ამის შესახებ მათ იციან. ზოგიერთ კლუბს წლებია ფედერაციის ვალი აქვს. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამას და ისინიც ასე არიან.

ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ფინალში. რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, ერთიანობაა!.."

მკითხველის კომენტარები / 108 /
კობიაშვილო...შენ მაგ ორგანოიზაციას იმიტომ მართავ, რომ ეგ შეცდომები არ მოხდეს. თუ გგონია შენნი წვლილი ამ ჩასვრაში ნაკლებია, მაგრად ცდები. უნამუსო სიროვნიკებს, ეგ ამბავი კი გკიდიათ, მაგრამ თქვენც გამოგრიყავთ ერთ დღეს ტალღა ან საერთოდ დაგძირავთ...ნუ დაგავიწყდებათ ეს სიბრძნე. მაგალითათ გყავდეთ შმიშიკო.
არცერთნი არ ხართ შეუცვლელი... არც იქა და არც მანდ.
დავით ქართველი
12:36 24-11-2023
1
ზუსტადაც ამ ჩასაფრებული ხალხის მიერ შეკრებილი ბიუჯეტის 220 მილიონს ანიავებ, ე.წ. ფეხბურთის განვითარების ფონდში,რომ გერიცხებათ ყოველწლიურად.სადაც არიან ჩვენი კლუბები კი ვხედავთ, ნაკრებიც შესარჩევ ჯგუფშიც ბოლოდან მეორეზე გავიდა, სტადიონები და სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ამ გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე კეთდება, პლეიოფის შანსიც უეფამ მოგვცა და არა თქვენ მოიპოვეთ,ამასთან თამაშებიც შინ დაგვინიშნეს. ხოდა კიდევ ჩვენ ვართ ჩასაფრებულები თქვენ ნამუს გარეცხილებოო- მართლაა.
ჩასაფრებული
12:08 24-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული