"ამ ყველაფერს, მხოლოდ ასე გამოვასწორებთ" - მამარდაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ ამბავს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიკაციის გამო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამოტოვებს:

"დასანანი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს, აგრეთვე გულშემატკივარს ძალიან გული დაგვწყვიტა.

ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი, რა თქმა უნდა, უდიდესი იქნება პლეი-ოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის.

ასევე, ჩვენი გუნდის წევრის
შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე", - წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 38 /
რა უბედურებაა ეს ერთ თარგზე მოჭრილი განცხადებები? ყველას უცბად ერთიანობა გაახსენდათ შემთხვევით? ყოჩაღ ფედერაციას კარგად მუშაობენ როცა ჭირდებათ...
gogi
11:52 23-11-2023
3
ჰმმმ)) ერთხელ, ძველი უბნელი შემხვდა, ქუჩის ბიჭი ვარო, ასე იძახდა ადრე))მერე,ოცნების აქტივისტი გახდა და დროშებით დაბრბოდა. ბოლოს ფეხბურთის ფედერაციაში დაასაქმეს.ის პერიოდია, ოლიმპის სტადიონზე დავა რო მიდის, ხო და, ამ ჩემს ყოფილ უბნელს, შეხვედრის დროს ვკითხე, რახდება ოლიმპიზე თქო? ამან კიდე, მე სულ მკიდიავო!!)) რა პონტში მეთქი? მაგათთან წლის ბოლომდე ვარ , მე თავიდანვე კალათბურთის ფედერაცია მინდოდაო)))))
ვატა
13:47 23-11-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული