"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

AutoSharing Option
Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა.

"პირველი აღვნიშნავ იმას, რომ მე სამწუხაროდ, არ ვიყავი ესპანეთში სტუმრად, მქონდა ამის მიზეზი და ფაქტი, რომელიც გავიგე, იყო. რა ვიცი, რა გითხრათ. წარმოუდგენელი რაღაცაა, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო ის შეცდომა, რაც მოხდა. ძალიან ძნელად გასაგები და ასახსნელიც, თუმცა, ფაქტია, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო შეცდომა, გინდა ადამიანური გადაცდენა დავარქვათ.

არის სამწუხარო შეცდომა, რომელმაც მე პირადად და, დარწმუნებული ვარ,
ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრისა და ნებისმიერი ამ ქვეყანაში ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ძალიან ძნელი ასახსნელი იყო".


მკითხველის კომენტარები / 56 /
ყველაზე დიდი უბედურება ქართველი ფეხბურთელების არის ქართველი ღარიბი და უვიცი გოგოები რომლებიც პირდაპირ ხელის შემშლელნი არიან კარიერული წინსვლის!
!!!
09 დეკემბერი 2023 18:00
14
ქართველ ფეხბურთელებს ხო რას ამბობ ტვინი გადმოდით თავიდან,ერთი მარიაჟი,ქერქეტა,უინტელექტო ტიპები არიან,ახლა ყველაფერს გოგოებს ნუ დააბრალებთ რაა!!თასის ფინალზე რაც იკადრეს ფეხბურთელებმა ეგეც გოგოების ბრალია?!დავაი,დავაი ბიჭებოს მეტი, რომ არაფერი იციან!!!!
!!!-ს
09 დეკემბერი 2023 20:19
2
სწორედ მასეა.სურვილების ასრულებაში დიდი დრო იხარჯება და ეს დრო ყოველდღიურად აკლდება იმ ვარჯიშს,წინსვლას და შრომას..საბოლოოდ დაღმასვლა კარიერაში
რუსთავი
09 დეკემბერი 2023 20:11
3
ყველა გამოხმაურება
კობიაშვილო, რაც არ უნდა თავის მართლება დაიწყო, ახლა ეგ საქმე წამხდარია და უფალს შევთხოვოთ რომ ბოლომდე არ წახდეს. სხვა სიტყვებით, ილოცეთ ყველამ ვინც მიჰქარეთ რომ ნაკრებმა ლუქსემბურგთან არ წააგოს (თუნდაც პენალტებით), თორემ უეჭველი გადადგომა მოგიწევთ. თუ ეგ მოხდა და მაინც ჩაებღაუჭეთ სკამებს, მერე ნახეთ თქვენ ფედერაციასთან მოსული ზღვა ხალხი! ანუ, რაც მოგივა ლევანიო მერე გეტყვის მავანიო
fani
10 დეკემბერი 2023 01:21
1
და რომ "გადადგნენ" არ უნდათ? ქართული პოლიტიკის ამბავი რო ვიცი დარწმუნებული ვარ 2 თვის მერე უფრო მაგარ თანამდებობაზე დაბრუნდებიან X3 ხელფასით!
გივი
12 დეკემბერი 2023 12:47
1
ამ შეცდომის გამო ვინ გაუშვებს მაგათ თანამდებობებიდან. ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარემ საქართველოს სახელით მოასპარეზე მსოფლიო ჩემპიონს რკინის ჯაჭვით სცემა და შესანიშნავად შეინარჩუნა თანამდებობა. ჩვენმა სპორტსმენმა კი სერბეთის სახელით გააგრძელა ასპარეზობა. წარმოიდგინეთ კაცი კინაღამ დაასახიჩრა და თანამდებობა შეუნარჩუნეს და ეს რაღაც "სასაცილო" შეცდომა რა სალაპარაკო გახდა))
kako
12 დეკემბერი 2023 14:47
0
ფედერაციიდან არავინ დაესწროს ლუქსემბურგთან თამაშს ეს ერთი. და მეორე,სანიოლს გადაეცით,არაბიძე გამოიძახოს მარტის თამაშებზე და შანსი მისცეს. ორმაგი მოტივაციით ითამაშებს ჩაკვეტაძესთან და კიტეიშვილთან ნახევარ დაცვაში. აბურჯანიასაც და კვეკვესკირსაც ორივეს ერთად ჯობია.და მესამე შეუცდომელი ამ ქვეყნად არავინაა არცერთ სფეროში. საწყენი ისაა რომ ჩასაფრებულები უწოდეთ ასიათასობით ქართველ გულშემატკივრებს იმის მაგივრათ რო ვინმეს კაცურათ აეღო თავის თავზე ეს შეცდომა და წასულიყო. ბიჭებოო თქვენ გენაცვალეთ იქნებ გაახაროთ ქართველი ერი და მოვიგოთ ორივე თამაში. უფალის მადლი გფარველობდეთ ამ თამაშებშიც და ყოველთვის.
სამართლიანი
10 დეკემბერი 2023 09:03
2
აწი შენს სიტყვებს მნიშვნელობა არა აქვს. ილოცე, რომ ლუქსემბურგთან არ წავაგოთ.
Რაგბის ფანი
09 დეკემბერი 2023 22:57
2
ამას ვინმემ უთხარით რომ ეგ ამბავი 2 თვის წინ იყო და შერჩათ უკვე...! ასეთი კეთილები ვართ )))
პარლამენტში ეხლა გაიღვიძეს ალბათ, გვიან იგებენ ამბებს.
რუსთავი
10 დეკემბერი 2023 03:00
1
პარლამენტში "ვჩ" არ მუშაობს. ურმით დააქვთ ინფორმაცია.
.
01 იანვარი 2024 16:11
0
მოიცა კობი და 2016 წელს რომ ფეისბუქზე დაპოსტე იგივე შეცდომისთვის და პრეზიდენტიდან დაწყებული რამის დამლაგებლის გათავისუფლებასაც რო ითხოვდი და ახალი არჩევნების ჩატარებას,ეხლა რა ხდება?ანუ?ან მთელი ფედერაციან სტადიონ ბაზებიანად რო ბანკში ჩააკატავე,ეგაა ფეხბურთის მართვა?ან ვინ ხართ მანდ მმართავები?არცერთს შენი და შენი მოადგილეებიან ,დეპარტამენტების უფროსების ჩათვლით ერთი წიგნი რო არ წაგიკითხავთ ცხოვრებაში და თევდორე მღვდელი დღევანდელი საპატრიარქოს ეპისკოპოსი რო გგონიათ,თქვენ ააყვავებთ ქართულ ფეხბურთს?კი ვხედავთ როგორ ანგრევთ აყვავების მაგივრად
ფეოლა
12 დეკემბერი 2023 16:55
1
ნეტა ვინმემ ამას ლაპარაკი ასწავლოს ( ან წინასწარ სხვისი დაწერილი ტექსტი წაიკითხოს...).რას ნიშნავს ესპანეთში სტუმრად არ (ვერ) წასვლა? ოფიციალური დელეგაციები სტუმრად დადიან ხოლმე???პარლამეტში ჯდომისას მაგდენიც ვერ გაიგო?
და კიდევ ელემენტარული ჭეშმარირებაა:შეგეშალა ,პასუხი უნდა აგო(ამ შემთხვევაში კონკრეტული პირი თუ თვითონ არ წერს განცხადებას,შენ უნდა გაანთავისუფლო თანამდებობიდან). მაშინ დაასახელე მფარველი..ადამიანური და არაადამიანური(კოსმოსური) შეცდომები არ არსებობს
???
12 დეკემბერი 2023 13:31
2
რომელი ერთი დაასახელოს? მთელი ფედერაცია როგორც ქვეყანა არაპროფესიონალებით და მფარველობით იმართება.იმიტომაც ვიმკით ასეთ შედეგს! იმას ნამუსი არ აღმოაჩნდა და არ დატოვა თანამდებობა.შენ გააგდე! 99% მოთხოვნაა ეს და არა თხოვნა!!! ვერ უქაჩავ თქვი მიზეზი და თვითონ წამოდი.გერქმევა კაცი! მარა რაკაცობაზეა საუბარი .იმას რა დამავიწყებს გერმანიასთან გოლზე მერსედესს ჩუქნიდნენ ნაკრებში.ქეცბაიამ პ დარტყმის მომენტში მიეპარე და შენ დაურტყი!)))ყვავები ჩამოყარე))) ეგ იქით და საქმეს მიხედეთ ბიჭიკო.ცოტა თავმოყვარეობა მაინც თუ შეგრჩათ მოიშორეთ ის უვარგისი მუქთამჭამელი ფედერაციიდან!მტერი არ გაგვეკეთებინა ამას! ან როგორ ბეჭდავს კიდე რო თანამდებობაზე!
მიხა
12 დეკემბერი 2023 14:42
1
შეცდომა?!
ლაშა
10 დეკემბერი 2023 11:33
2
ფედერაციის თავკაცი ასე რომ თავის გამართლებას დაიწყებს უკვე ნათელია რომ რაღაც ვერ არის მთლად დალაგებული...რა მნიშვნელობა აქვს ადგილზე იყავი თუ არა..რომ ყოფილიყო რა შეიცვლებოდა რამე?...ფედერაციის შესაბამისი სამსახურის სპეციალსტი ტუ ვერ ერკვევა წესების ცვლილებებში და არ აწვდის დროულად ინფრომაციას ნაკრებს..ეს შიდა კონტროლის უვარგისობაა..ეგ დანაშაულია...პასუხსიმგებლობის აღება ლიტონ სიტყვებად კი არ უნდა დარჩეს...შესაბამისი ზომები უნდა მიიღო ამ დროს...უიმე ადამინური შეცდომა დავუშვით..უიმე შეგვეშალა ეგ თქვენისთანა ბატებს ელაპარაკეთ...დადგება დრო და მოგეთხოვებათ ყველა დანაშაულზე პასუხი..სიმართლეც გაირკვევა...მაგრამ შედეგს ამით ვერასდროს ვერ შეცვლით...რომელიც თქვენ არც არასდროს გაღელვებდათ...მე ხვიჩას საქციელიც ვერ ავხსენი როცა არაფრიდან .ერთი შეხედვით .ყოვლად აუხსნელ გაუგებარ სიტუაციაში იმენნა გამოსძალა მსაჯს ეს ყვითელი ბარათი...არ მინდა რაგაც შეთქმულებაზე და გარიგებების არსებობაზე ვთქვა..მაგრამ არც ის გამიხარდება რომ ვინმე ამის ნაწილი გახდა შეგნებით თუ შეუგნებლად...ფეხბურთის პირველი გულშემატკივარი ხალხია..მაყურებელი...და არა ფედერაცია...ამიტომ კეთილი ინებონ პირველი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება გულშემატკივრების მიმართ გამოხატონ...
ბუჯანგა
09 დეკემბერი 2023 23:02
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული