"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

AutoSharing Option
Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გიორგი არაბიძის ნაკრებში არგამოძახებაზე ისაუბრა.

- კითხვას, რომელსაც დაგისვამთ, საბოლოოდ მწვრთნელთანაა დაკავშირებული, იმიტომ, რომ შემადგენლობას ის არჩევს, თუმცა კითხვა მაქვს გიორგი არაბიძესთან დაკავშირებით, რომელსაც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგი პერფორმანსები ჰქონდა ეროვნულ ლიგაში, სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა, კარიერას აქამბექებს, რაც ძალიან გვიხარია გულშემატკივრებს. არის საზოგადოებაში ასეთი განცდა, აზრი, რომ ის ნაკრებში ვერ ხვდება იმიტომ, რაც დააშავა 2018 წელს, იყო რაღაც ინციდენტი, რის გამოც ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი არიან გაბრაზებულები მის
მიმართ, არის ასეთი აზრი...

- ჩვეულებრივი სიგიჟეა, რა პრობლემა იყო? ანუ 2018 წელს რაღაც იყო და ლევან კობიაშვილი გაბრაზებულია. რა ვიცი, ადამიანს პატივს ვცემ, იმ დღესაც დაჯილდოებაზე ვნახე. პირიქით, მიხარია, როგორც თქვენ, ისევე მე. გიორგი ვიცი სულ პატარა; ვიცი, რა შესაძლებლობა აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდში მას სირთულეები ჰქონდა, მაგრამ უბრალოდ გულდასაწყვეტია, თუ რომელიმე ადამიანი ამას ამ ფორმით ახმოვანებს ან ცდილობს შემოიტანოს. კიდევ ერთხელ, მთავარი მწვრთნელია, თავისი შეხედულება აქვს, თავისი მოსაზრება აქვს, წყვეტს, როგორცაა. არ ვიცი, მარტში ვინ იქნება, არც მანამდე ვიცოდი და არც მარტში მეცოდინება, ეს ჩემი საქმე არაა და არც ჩემი გადასაწყვეტია. თუმცა გიორგი არაბიძეს ვგულშემატკივრობ და ყოველთვის გამიხარდება მისი წარმატება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და განსაკუთრებით, თუ ნაკრებში ითამაშებს, თუ პირადად მე მეკითხებით, გამიხარდება. სამწუხაროდ, თუ ვინმე ადამიანი, რასაც თქვენ მეკითხებით, სასიამოვნო მოსასმენი არ არის, მათ შორის, ჩემთან და ალექსანდრეს გვართან აკავშირებს ამას, რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, სამწუხაროა...

მკითხველის კომენტარები / 52 /
რამდენი მწვრთნელის არმოსაწონია ვაისის,სანიოლის. რომელიმეს აღარ უნდა მოეწონოს? და ბოლობოლო შეიძლება ნაკრების ძირითადში არ უწევდეს თამაში,მაგრამ განაცხადში არ იყოს და საერთოდ არც გამოიძახო, ე.ი. რაღაცაშია საქმე - ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს!
1
09 მაისი 2024 10:49
0
რამდენი მწვრთნელის არმოსაწონია ვაისის,სანიოლის. რომელიმეს აღარ უნდა მოეწონოს? და ბოლობოლო შეიძლება ნაკრების ძირითადში არ უწევდეს თამაში,მაგრამ განაცხადში არ იყოს და საერთოდ არც გამოიძახო, ე.ი. რაღაცაშია საქმე - ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს!
1
09 მაისი 2024 10:46
0
"ფეღბურთი" რა უბედურებაა? ჯერ იქნებ წერა-კითხვა ისწავლო და მერე წერო კომენტარები?
გიგას
17 თებერვალი 2024 23:46
1
დააბრუნეთ სასწრაფოდ ცხადაძე, თუ გვინდა ევროპაზე გასვლა და იქაც კარგი თამაში. ფინალურ ეტაპზე უკვე გასულ ზოგიერთ ნაკრებთან შედარებით უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ მწვრთნელი ვერ გვყავს ისეთი, რომ ამ ფეხბურთელების რესურსი მაქსიმალურად გამოიყენოს.
ზურა
01 თებერვალი 2024 10:23
0
მᲗლად სანიოლი წყვეტს გუნდის Შემადგენლობას ამას რო მოუსმინო ბურᲗი და ფეᲦბურᲗი კიარა ქოცებს ქვეყანა კიდიაᲗ ფეხებზე ხალხო და ამაᲗ ფეᲦბურᲗი რაᲨი აინტერესებᲗ მოვალეობის მიზნიდააა დᲦეს ყველაფერი რაცხდება ქარᲗულ ფეᲦბურᲗᲨი კალაᲫეს და კობიაᲨვილს რაცუნდაᲗ და როგორც უნდაᲗ ისე ხდება ყველაფერი აბა კარგი როუნდოდეს კალაᲫეს და საქმის კეᲗება დასანგრევად Თფილისის მერი კიარიქნებოდა Ღამის კლასის ატესტატიᲗ ფეხბურᲗს Ჩაიბარებდა რასფეროც იცის და ფეᲦბურᲗს მიხედავდა სად კალაᲫე და სად ქალაქის მერობა მარა იქედა უფრო კარგად აკონტროლებს კორუფციის მსვლელობას ვინმემ რამე არმოუტეხოს
გიგა
02 იანვარი 2024 12:58
6
ეჰჰ...ნამეტანი მარიონეტი გამოდექი შენც.
ქართველი
13 დეკემბერი 2023 12:24
1
არაფერი გვესაქმება ევროპაზე. . ჯერ ის რომ ბანდა ნაკრებია,მერე კი ის რომ ვაიდა ხვიჩამ მარტომ გაგვიყვანოს,მაგისთვისაც ზომები მიღებულია. . . რა ქნას კობიაშვილმა ,მილიონებს მუდმივად უნდა ტრიალი. . . რო მოვხვდეთ რა 10-0 ს წავაგებთ მაინც ყველას და აზირ მაყუთი მოიხსნას?!. . .მაკედონიაში 1-1 გაიხსენეთ. . .მსაჯი ვინ იყო და ის მსაჯი ვისი ძმაკაცი იყო და საიდან მოიგონა ენითაუწერელი პენალი ბოლო წამზე. . . ეგ შემთხვევით იყო?. . .ან ფეინოირდთან ავსტრიელი მსაჯი. . . იმ თამაშის მერე თითონ ავსტრიის ფედერაციამ დასაჯა და შიდა ჩემპიონატში საერთოდ აუკრძალა მსაჯობა,ხოლო უეფამ პირიქით მედალი დაიკიდა. . . ასე რომ შუაზე რომ გაიფხრიწოთ არავინ გაგიყვანთ ევროპაზე გამორიცხულია. . . ჯერ ყაზახებს შეურჩევენ მსაჯს და მერე ,თუ მოხდა ზესასწაული და ლუქსემბურგი დავამარცხეთ,ხვიჩა ისევ კოვიდს აიკიდებს. . . მოიფიქრებენ რამეს და ევროპაზე ბერძნებს გაათრევენ,თუ ჩვენ შეგვხვდნენ თორე ლუქსემბურგთან აღარ ჩაერევიან. . . დღეს ევროპა არის ისეთი კორუმპირებული,როგორიც ედიკას დროს არ ყოფილა ქართული გაი. . . ასე რომ სულ ტყუილად ნერვიულობთ. . . უბრძანეს და გააკეთეს. . . აბა ბიჭო 6.5 მეტი გოლი პირველ ტაიმში და 4 მილიონი მოიხსნა პაჩტი. . . აი შერჩებათ ხახვივით.ეხლა ნახეთ გუნდების დავალიანებას გადაიხდის ფედერაცია . . .
ნაპოლეონი
13 დეკემბერი 2023 00:30
14
ნუ გადაგაქვთ რუსების ბოროტების მამხილებელი ისრები ევროპაზე - მაგ ყველაფერს ჩვენი დამპყრობელი რუსეთი აკეთებს, აქაური მოღალატეების დახმარებით!
ნაპოლეონს
13 დეკემბერი 2023 16:15
6
რატო უნდა იყვნენ გაბრაზებულები რა ტყუილი უთხრა თუ არ იმსახურებდა ნაკრებში თამაშსს..ზუსტად ასეა რომ რაღაც უთხრა და გაბრაზდნენ ეს გვღუპავს ჩვენ სპორტს და მიტო ვართ ამ მდგომარეობაში როცა ვერ ხვდება ადამიანი სპორტსმენი რატოა ნაწყენი.
ეს გვღუპავს. მე ბევრი მაქვს გამოცდილი როცა ერთერთ სპორტში აღვმოჩნდი ბავშვების გამო.
ადამიანი
12 დეკემბერი 2023 23:44
2
მერე სანიოლი თუ დაბრმავდა შენ რას აკეთებ? ისე კაცს აბუჯანია და კვეკვე რო მოგეწონება იმის გემოვნებაზე აღარც უნდა იდაო... პრეზიდენტი ხარ და შეგიძლია უთხრა მწვრთნელს რომ ნაკრები მისი არაა ნაკრები ქვეყნისაა შედეგი არ აქვს და ხალხს მაინც ასიამოვნოს ხალხს უნდა არაბიძე და მორჩა!!! ეგეც არ მყავდეს ნაკრებში მსოფლიოს მომგები სიტყვა რო ვერ აკადრო?!!!! ვინაა რა გაუკეთებია რაუნდა?
რონი
12 დეკემბერი 2023 23:29
3
ყველაზე მეტად მიყვარდი ბოლო წლების ეროვნული ნაკრებიდან, მარა შენმა და შენმა დამქაშებმა,ალბათ თქვენი თაობის გულშემატკივრებს შეაძულეთ თავი.რატო გეშინიათ სიმართლის თქმა, უფალს ხო მაინც ვერ მოატყუებთ.. თუ მართალი ხართ შენ და იაშკა, ერთ ერთმა დაიფიცეთ ხატზე, ან ოჯახის წევრები დაიფიცათ რო გაბრალებენ ჟურნალისტები და გულშემატკივრები რო გითხოვია სანიოლისთვის ამ ბიჭს დააკვირდი, და შანსი მივცეთო, და რო არანაირი პირადული წყენა არა გაქვთ არაბიძის და ბოდიშის მოსახდელათ თუ მართლები ხართ ფეხით ჩამოვალ რაიონიდან და სახალხოთ ბოდიშს მოვიხდი პირადათ მე. და ალბათ ბევრი ერთგული გულშემატკივარი. საქართველო მარტო თქვენი არაა.
სამართლიანი
12 დეკემბერი 2023 21:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული