რისი თქმა სურთ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებზე? - ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - 29 იანვრის ანონსი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ძალიან მალე, მარტის ბოლოს, უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი ელის. რა თქმა უნდა, არავინ ვუშვებთ იმას, რომ ლუქსემბურგის ბარიერის გადალახვას ვერ შევძლებთ და "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთის ან ყაზახეთის ნაკრებს არ დავუპირისპირდებით. 

Sportall.Ge

ბოლო დროს სანაკრებო ამბებზე ცოტას ვწერთ, მიზეზი კი ის პაუზაა, რაც შემოდგომის მერე სუფევს. Sportall.ge გეგმავს, ორშაბათს, 29 იანვარს, ეროვნულ გუნდზე ვრცლად ისაუბროს და არსებული სიტუაცია მიმოიხილოს - სანაკრებო გარემო, ფეხბურთელების მდგომარეობა; ასევე, ბოლო დროს წამოწეული საკითხები, რაც თუნდაც კონსტანტინე მარადაშვილის "ჯვაროსნებში" შესაძლო თამაშს ეხება და ა.შ.

არსებობს საკითხები,
რომელთა წამოწევაც მკითხველებს სურთ და საშუალება გაქვთ, დააფიქიროთ თქვენი აზრი - რა თემების განხილვას ისურვებთ, რა მიგაჩნიათ აქტუალურად და როგორი პოზიცია გაქვთ, ანალიტიკურ წერილს კი მომდევნო კვირას დაელოდოთ...

alt"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

alt"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე

alt"ქართველები უნიკალურები არიან! მათთვის მთავარი გამარჯვებაა და არა ფული ან სხვა წარმატება" - ვილი სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 85 /
Костя Марадов-ი ნაკრებში რომ ათამაშონ, რას გააკეთებს? გოლს გაიტანს. საკუთარ კარში. სპეციალურად არა. ქვეცნობიერად ექნება ამის გაკეთების სურვილი. უბრალოდ რუსებს მაგრად უტყდებათ საქართველოს ნებისმიერი წარმატება.
ქ. გ.
26 იანვარი 2024 03:22
10
ვინ არიან ის ვითომ ქართველები, Костя Марадов-ს რომ გვტენიან აგრესიულად? შეხედეთ, რა უხეშად გველაპარაკებიან. აშკარაა, რომ ქართველები სძულთ.
ქ. გ.
26 იანვარი 2024 03:14
8
Miecit Shansi arabidzes eseti teqnikuri fexburteli gyavdes da ar izaxebde Texas
Tete1234
26 იანვარი 2024 01:13
1
"მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას,კითხვას და ლაპარაკს"!!!არ გამოიძახოთ კოსტია მარადოვი ნაკრებში!!!!
სოსო
26 იანვარი 2024 00:29
9
რასაც მე მივხვდი რუეთუმეების გარდა, კოსტია არავის არ უნდა ნაკრებში!!!
გაგა
26 იანვარი 2024 00:12
6
გააკეთეთ ქომაგების მიმართვა კლიპი ფეხბურთელებისადმი. კლიპის შინაარსმა უნდა დაახლოვოს ფეხბურთელები და ქომაგები ფსიქოლოგიურად - პლიუს ფეხბურთელებს მოუხსნას ზედმეტი წნეხი (მაგალითად პათოსი იქეთკენ, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით მოედანზე, ჩვენც ვემზადებით და ვართ ერთი გუნდი : საქართველოსთვის ან ჩვენი ოჯახებისთვის ან … შეიძლება სხვადასხვა სლოგანი და არაეღთი თანაც ჯამურად). ყველა რეგიონის ქომაგი უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და თავისი ნატური დიალექტით სლოგანის გამოთქმა ( ქომაგები პირობითია, რადგან ყველანი ვართ ასეთი) - გამაერთიანებელ სამოტივაციო ვიდეორგოლში მოხუცი ბებიები და ბაბუები აუცილებლად, ემიგრანტები. მიყვარხარ საქართველოვ! სულ გამარჯვებით….
ალექსანდრე
25 იანვარი 2024 23:30
2
არ არის საჭირო ძმა,ჩემი აზრით რა თქმა უნდა.
ისე მივუდგეთ-ფეხბურთია,თამაშია.
მოწინააღმდეგეც ფეხბურთელი ბიჭებია და ახლა ჩვენ რო აქ ვაკომენტარებთ ვარჯიშობენ ჯარიმა როგორ დაარტყა და კუთხური როგორ მიაწოდონ,ზოგი კიდე შიმშილით იკლავს თავს წონაში რო არ შეხვდეს ჩვენთან თამაშს.
ხოდა ჩამოვლენ ის ბიჭები მოსაგებად და თუ ვერ მოვუგეთ არ არის ტრაგედია,ესეიგი არ ყოფილა ჩვენი ადგილი იქ და დიდ ტრაგედიას ნუ შევქმნით.
გამოვიდნენ ბჯჭები-ისიამოვნონ თამაშით და ლამაზი 2 საღამო გვაჩუქონ თუ შეუძლიათ.
ჩვენ წნეხს ნუ შევუქმნით-ასე აჯობებეს
Levani
26 იანვარი 2024 02:20
2
ინიციატივით გამოვდივარ! ერთი შანსი გავანიავეთ “გარკვეული” მიზეზის გამო და მეორეს, გამოყენება სჭირდება! - მთელი ერი ზეიმის მოლოდინშია… უქმედ გამოცხადდეს მატჩების დღე. გავერთიანდეთ საერთო მიზნის, გამარჯვების გარშემო. გავაერთიანოთ სრულიად საქართველო!
ირაკლი
25 იანვარი 2024 23:09
4
ხორვატიასთან რაც მოვაწყვეთ გულშემატკივრებმა, გატანილი გოლის შემდეგ სტადიონზე, ის უნდა გავაკეთოთ ლუქსემბურგთან და იმედია მომდევნო მოწინააღმდეგესთანაც… ბილეთებზე წყვეტა იქნება. არ მაქვს გარანტირებულად მატჩზე დასწება განაღდებული, მაგრამ თხოვნა მაქვს თითოეულ თქვენგანთან. ვინც თამაშებს დაესწრებით, საქართველოსთვის ითამაშეთ :) - არა მეთორმეტედ, არამეტ - პირველ ნომრად
ირაკლი
25 იანვარი 2024 22:48
2
ეხლა არაპოპულარულ რამეს ვიტყვი მაგრამ სიმართლეა, მიუხედავად იმისა რომ კანკავა ართმევაზე ბრწყინვალეა, ხშირად ძალიან უხეშ შეცდომებს უშვებდა და პასის კულტურა აქვს ნოლი, ყველა პასს უკან აკეთებს, გადაახვიეთ და უყურეთ მის თამაშებს ნაკრებში შეტევებს უბრალოდ ამუხრუჭებს არასწორი პასით. არ ღირელს დაბრუნება მისი. პიროვნულად არაფერს ვერჩი უბრწყინვალესი კაცია.
Semi
25 იანვარი 2024 22:24
4
ასეთ მნიშვნელოვან მატჩში დაბრუნება არანაირად არ შელახვას კანკავას ავტორიტეტს პირიქით ამასთანავე ჩვენი დევკაცის გორგოძილას მომენტიც გავიხსენოთ წასული იყო მაგრამ ქვეყნისთვის საჭირო მომენტში დაბრუნდა დროებით რისთვისაც კიდევ უფრო ვაფასებთ მამუკას. !!!!!!
კახა
25 იანვარი 2024 21:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული