რისი თქმა სურთ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებზე? - ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - 29 იანვრის ანონსი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ძალიან მალე, მარტის ბოლოს, უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი ელის. რა თქმა უნდა, არავინ ვუშვებთ იმას, რომ ლუქსემბურგის ბარიერის გადალახვას ვერ შევძლებთ და "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთის ან ყაზახეთის ნაკრებს არ დავუპირისპირდებით. 

Sportall.Ge

ბოლო დროს სანაკრებო ამბებზე ცოტას ვწერთ, მიზეზი კი ის პაუზაა, რაც შემოდგომის მერე სუფევს. Sportall.ge გეგმავს, ორშაბათს, 29 იანვარს, ეროვნულ გუნდზე ვრცლად ისაუბროს და არსებული სიტუაცია მიმოიხილოს - სანაკრებო გარემო, ფეხბურთელების მდგომარეობა; ასევე, ბოლო დროს წამოწეული საკითხები, რაც თუნდაც კონსტანტინე მარადაშვილის "ჯვაროსნებში" შესაძლო თამაშს ეხება და ა.შ.

არსებობს საკითხები,
რომელთა წამოწევაც მკითხველებს სურთ და საშუალება გაქვთ, დააფიქიროთ თქვენი აზრი - რა თემების განხილვას ისურვებთ, რა მიგაჩნიათ აქტუალურად და როგორი პოზიცია გაქვთ, ანალიტიკურ წერილს კი მომდევნო კვირას დაელოდოთ...

alt"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

alt"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე

alt"ქართველები უნიკალურები არიან! მათთვის მთავარი გამარჯვებაა და არა ფული ან სხვა წარმატება" - ვილი სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 85 /
1)კანკავას დაბრუნება აუცილებელია.2)პირველი გოლის გატანის შემთხვევაში გუნდმა სადავეები არუნდა დაუთმოს მოწინაამღდეგეს! საბერძნეთი არც ლუქსემბურგი არაა მაღალი კალიბრის გუნდი არუნდა ჩავჯდეთ დაცვაში შენარჩუნებაზე არ ვითამაშოთ თორე ამოქმედდება ბოლო-წუთის წყევლა :))
beqa
25 იანვარი 2024 16:10
2
პირველი: მიუხედავად იმისა, რომ გურამ კაშიას მიერ ხმის მიცემის დროს მიღებული გადაწყვეტილება ჩემთვისაც ოთხუცნობიანი განტოლებაა, კატეგორიულად მიუღებელია გურამის ასეთი "დაბულინგება" ასეთი თამაშების წინ, ახლა ერთად დგომის და გამხნევების დროა, კაპიტნის ფსიქოლოგიური წნეხი აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას ყველაზე და ყველაფერზე, ნუ აქვეყნებთ სულით "რუსები"-ს კომენტარებს, ამ კონკრეტულ თამაშებამდე დააწესეთ "ცენზურა". ევროპის ჩემპიონატზე რომ გავალთ აი მაშინ დავჯდეთ და გადავწყვიტოთ ვინ მოხვდეს და ვინ არა ნაკრების შემადგენლობაში, ვინ არის და ვინ არ არის ჯვაროსნების კვართის და კაპიტნის სამკლაურის ტარების ღირსი;
მეორე: ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან გამოძახებულ უნდა იქნეს ჯაბა კანკავა, კონკრეტიკაში არ შევალ, უბრალოდ ვიტყვი ფორმაში მყოფი კანკავა საბერძნეთთან გვჭირდება! ექნება მას თუ არა ამის სურვილი? გაესაუბროს მამუკა გორგოძეს.
მესამე: "მარად" ჩვენგან "ნატრული" მარადიშვილი უნდა იყოს თუ არა გამოძახებული ნაკრებში? ალბათ შანსის მიცემა შეიძლება. ჩვენ გულშემატკივრები უნდა ვგრძნობდეთ რომ მისთვის ეროვნული კვართის ჩაცმა დიდი პატივი იქნება, რასაც სამწუხაროდ დიდი იმედით არ ვუყურებ...საზონოვის შემთხვევაში ჩვენც და საბაც ვგრძნობთ ერთმანეთთან კავშირს, პატივისცემას და სიყვარულს, დამეთანხმებით ამ ყველაფრის საწყისი და ათვლის წერტილი დედაა, ზოგადად ბიჭისთვის დედა ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება მარადიშვილის თამაშს, დიდი ეჭვი მაქვს არც ლუქსემბურგთან და მითუმეტეს არც საბერთნეთთან სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით სათადარიგო სკამზეც არ ვიხილავთ, აი მერე უკვე ბჭობა მოგვიწევს, მანამდე მისი "კაი ყმობაც" გამოჩნდება.
მეოთხე: არაბიძე, გველესიანი...რაიმე დააშავეს და არ ვიცით?
მეხუთე: ყველას ხო ერთი სურვილი და მიზანი გვაქვს გავიდეთ პირველად დიდ საფეხბურთო ფორუმზე, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ყველანაირი ორიენტაციისა, ჰოდა ეს ორი თვე ნუ დავჭამთ ერთმანეთს
Segestrya
26 იანვარი 2024 10:19
5
მე მაგალითად ვეტყოდი უდიდეს მადლობას კაშიას და კვირკველიას და მათ მაგივრად ახალგაზრდებს ან სხვებს ვათამაშებდი. ძალიან ნელები და არატეხნიკურები არიან, პლიუს თამაშისას ძალიან ხშირად კარგავენ კონცენტრაციას - ეს კლასის უქონლობააა.
ალექსანდრე
26 იანვარი 2024 16:43
1
ერთი ის გამაგებინა 2 დისლაიკი ვინ დაგიწერა. გეთანხმები აბსოლუტურად ყველა საკითხში.
alexandre
26 იანვარი 2024 14:48
0
ჯიგრით ითამაშეთ და ყველაფერი გამოგივათ ბიჭებო
ხომ ერა
25 იანვარი 2024 15:48
2
პასუხი რუს აზიატებს.
Кремлебот Вася Болванов! Посмотри на карту. Почти весь Рашкастан находится восточнее Казахстана, Монголии и Китая. Но вы, буддиствующие шаманопоклонники Калмыко-Бурятии и тюркоязычные мусульмане Татаро-удмурто-коми-чуваше-мордва-тунгусо-башкортостана, считаете себя православными христианами, славянами и европейцами.
ქ. გ.
25 იანვარი 2024 15:47
3
Костя Марадов-ი ნაკრებში რომ ათამაშონ, რას გააკეთებს? გოლს გაიტანს. საკუთარ კარში. სპეციალურად არა. ქვეცნობიერად ექნება ამის გაკეთების სურვილი. უბრალოდ რუსებს მაგრად უტყდებათ საქართველოს ნებისმიერი წარმატება.
ქ. გ.
26 იანვარი 2024 03:22
10
მივესალმები მარადაშვილს თუ ნაკრებში გამოიძახებენ! ვინც რუსს ეძახის ეს უკვე მის სინდისზე იყოს! ამ ბიჭის სისხლში ქართული სისხლიც ურევია და უკვე ყელში ხართ ამოსულები ეს გაავებული ნევრატიკა, "ძალად პატრიოტები"! წადით ძამია და იმკურნალეთ ფსიქიატრიულში და თქვენც ეგება გეშველოთ და ჩვენც დავისვენებთ თვენგან!
ქართველი
25 იანვარი 2024 17:38
15
Შენ ალბაᲗ Შაჰ აბასსაც გამოიᲫახებდი, ბებია ჰყავდა ქარᲗველი და მასაც ჰქონდა ქარᲗული სისხლი
ოეეე
25 იანვარი 2024 18:56
7
ბიჭო! ძაან ღრმად ნუ იჭრები ისტორიაში, ემანდ შაჰაბასმა თავი არ წაგაცალოს "პაატასავეთ"
ოეეს
25 იანვარი 2024 21:54
4
რატომ გგონიათ რომ ლუქსემბურგი ადვილად დასამარცხებელია, ბოლო მათი ნათამაშები ბერვრ კითხვის ნიშანს დატოვებდა საქართველოს ნაკრებისთვის და ჯობია სერიოზულად მიუდგეთ პირველივე შეხვედრას.
Gaga
25 იანვარი 2024 17:06
3
"მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას,კითხვას და ლაპარაკს"!!!არ გამოიძახოთ კოსტია მარადოვი ნაკრებში!!!!
სოსო
26 იანვარი 2024 00:29
9
არაბიძე ს გამოიძახებთ ნაკრებში? ფედერაციას ჩვენი არ ესმის თუ არ უნდა რო გაიგონ, ჟურნალისტებო თქვენ მაინც მოითხოვეთ მიიტანეთ გულშემატკივრების უმრავლესობის ხმა რომ ჩვენ ვითხოვთ გაამართლებს თუ არა ეგ ცალკე საკითხია ჩვენ გვინდა ვიხილოთ მწვანე გაზონზე ეროვნული ნაკრების ფორმით. 34 წელიწადია თქვენი გადაწყვეტილებები არ ამართლებს და ერთი ფეხბურთელი ჩასვით თითო ტაიმი მაინც ათამაშეთ ვინ ყოფილხართ თქვენ ბოლობოლო
გიო
25 იანვარი 2024 21:51
2
ინსტაგრამზე რუსეთის დროშები წაშალა მარადიშვილმა??ბევრ ქვეყანაში ყიფილა ნამყოფი სურათები უდევს და მათ შორის საქართელო არ არის,ამ ბიჭს საქართველოსთან არაფერი აკავშირებს!!!!არ გამოიძახოთ!!!
!!
25 იანვარი 2024 18:47
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული