საქართველოს ნაკრებს ძალიან მალე, მარტის ბოლოს, უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი ელის. რა თქმა უნდა, არავინ ვუშვებთ იმას, რომ ლუქსემბურგის ბარიერის გადალახვას ვერ შევძლებთ და "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთის ან ყაზახეთის ნაკრებს არ დავუპირისპირდებით.
ბოლო დროს სანაკრებო ამბებზე ცოტას ვწერთ, მიზეზი კი ის პაუზაა, რაც შემოდგომის მერე სუფევს. Sportall.ge გეგმავს, ორშაბათს, 29 იანვარს, ეროვნულ გუნდზე ვრცლად ისაუბროს და არსებული სიტუაცია მიმოიხილოს - სანაკრებო გარემო, ფეხბურთელების მდგომარეობა; ასევე, ბოლო დროს წამოწეული საკითხები, რაც თუნდაც კონსტანტინე მარადაშვილის "ჯვაროსნებში" შესაძლო თამაშს ეხება და ა.შ.
არსებობს საკითხები,
რომელთა წამოწევაც მკითხველებს სურთ და საშუალება გაქვთ, დააფიქიროთ თქვენი აზრი - რა თემების განხილვას ისურვებთ, რა მიგაჩნიათ აქტუალურად და როგორი პოზიცია გაქვთ, ანალიტიკურ წერილს კი მომდევნო კვირას დაელოდოთ...
"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე
"ქართველები უნიკალურები არიან! მათთვის მთავარი გამარჯვებაა და არა ფული ან სხვა წარმატება" - ვილი სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ
გაგნიძე ფსიქოლოგიურად და მორალურად სუსტი ბიჭია. ნაკრებს ვერ დაეხმარება.
რუსეთიდან მარადიშვილის ჩამოყვანა შეცდომა იქნება. არ აინტერესებს მას, მოვიგებთ თუ წავაგებთ. პატრიოტები გვინდა ნაკრებში.
2. რატომ არ მიეცა გველესიანს ერთ ამხანაგურ მატჩი მაინც თავის გამოჩენის საშუალება?
3. ჩაკვეტაძე შედის ძალიან კარგ ფორმაში, ვოტფორდშიც საყრდენსა და შეტევის წამომწყების პოზიციაზე თამაშობს და მანდ ხომ არ იქნება ამ ფორმაციის ნაკრებში მისთვის იდეალური ადგილი ?
4. მარადიშვილს თუ ექნება სათამაშო პრაქტიკა, საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი ითამაშოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებში.
1. მოიწვიონ არაბიძე ნაკრებში, მისი ქარიზმა უნდა წაადგეს ნაკრებს, არიან სხვა კარგი კანდიდატებიც, მაგრამ მათი მოწვევა ამ 2 თამაშის შემდეგაც შეიძლება;
2. გააჩუმონ კაშიაზე თავდამსხმელი ეს სხვისი უკანალების დამცველი მერუსეთე სასტავი, გურამი ჩვენი კაპიტანია და მოსალოდნელ თამაშებს მშვიდად უნდა შეხვდეს;
3. დაადონ ბილეთებს ნორმალური, ყველა კატეგორიის ადამიანისთვის მისაღები ღირებულება, რათა არავინ დაიჩაგროს და ყველა გულშემატკივარმა შეძლოს თამაშებზე დასწრება;
იმედი მაქვს ყველა ერთ მუშტად შევიკვრებით, გავხევთ ლუქსემბურგსაც, მეორე მეტოქესაც და არნახულ ზეიმსაც დავდებთ! მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ რა მაგრები ვართ ქართველები!