რისი თქმა სურთ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებზე? - ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - 29 იანვრის ანონსი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ძალიან მალე, მარტის ბოლოს, უმნიშვნელოვანესი მატჩ(ებ)ი ელის. რა თქმა უნდა, არავინ ვუშვებთ იმას, რომ ლუქსემბურგის ბარიერის გადალახვას ვერ შევძლებთ და "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთის ან ყაზახეთის ნაკრებს არ დავუპირისპირდებით. 

Sportall.Ge

ბოლო დროს სანაკრებო ამბებზე ცოტას ვწერთ, მიზეზი კი ის პაუზაა, რაც შემოდგომის მერე სუფევს. Sportall.ge გეგმავს, ორშაბათს, 29 იანვარს, ეროვნულ გუნდზე ვრცლად ისაუბროს და არსებული სიტუაცია მიმოიხილოს - სანაკრებო გარემო, ფეხბურთელების მდგომარეობა; ასევე, ბოლო დროს წამოწეული საკითხები, რაც თუნდაც კონსტანტინე მარადაშვილის "ჯვაროსნებში" შესაძლო თამაშს ეხება და ა.შ.

არსებობს საკითხები,
რომელთა წამოწევაც მკითხველებს სურთ და საშუალება გაქვთ, დააფიქიროთ თქვენი აზრი - რა თემების განხილვას ისურვებთ, რა მიგაჩნიათ აქტუალურად და როგორი პოზიცია გაქვთ, ანალიტიკურ წერილს კი მომდევნო კვირას დაელოდოთ...

alt"პასპორტი უკვე მაქვს და საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს! მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო?" - მარადიშვილის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

alt"რა ვქნათ, შეცდომა დაუშვეს და ახლა სროლა დავუწყოთ?! კარგი რაღაცებიც ხომ გააკეთეს?!" - ჯუღელი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე და ნახევარფინალში ნაკრებში მის შესაძლო შემცვლელზე

alt"ქართველები უნიკალურები არიან! მათთვის მთავარი გამარჯვებაა და არა ფული ან სხვა წარმატება" - ვილი სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 85 /
რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს???კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ არ მინდა რუსი მენტალობის მარადიშვილი ნაკრებში!!!!
სანდრო
27 იანვარი 2024 17:00
1
ნუ ეხლა კვარას და კიტეს არყოფნაშიც თუ არ გამოიძახეს არაბიძე, მართლა ყველაფერს დავიჯერებ ამ ფედერაციაზე, ნაკრებში დაძახება დაიმსახურა ამ ბიჭმა
გოგა
26 იანვარი 2024 20:00
0
უდიდესი უსამართლობა იქნება, თუ ნაკრებშია არ გამოიძახებთ წიტაიშვილს და არაბიძეს და გამოიძახებთ მარადიშვილს!!!
სამაჩაბლოელი
26 იანვარი 2024 18:34
1
მე,საქართველოს ნაკრების თავგადაკლულ გულშემატკივარს,არ მინდა რუსეთუმეების საყვარელი,რუსი მარადიშვილის საქართველოს ნაკრებში ნახვა!!!!
გიორგი
26 იანვარი 2024 18:18
1
კაი ხანია უკვე კომენტარებზე ვატყობ:

საღამოობით ეს ყველასგან და ყველაფრისგან ქართველობის დამცველი ტიპები შემოვარდებიან ხოლმე, შავი მაიკებით, ტაბურეტკებით, უკანალზე დამაგრებული კამერებით და მიდის დისლაიქებიიიიიიი ნორმალურ კომენტარებზე)))))))))))))))

რა იყო ბიჭებო საღამომდე ინტერნეტს გითიშავენ თუ ამ დროისთვის დირექტივებს ელოდებით ხოლმე)))))))
სტალინის დედას იმასვუქენი!
26 იანვარი 2024 17:25
1
ჩვენი მიზანია ლუქსემბურვის დამარცხება ამისათვის უნდა ფავირაზმოთ და ვუგულშევმატმივროთ ნაკრებს დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ვინ ხართ აქ ზოგიერთები იჭრებით სხვის ფუნქციებში. მეტოქე ეცდდბა იტალიის ყველა ნაკრებში ნათამაშები კაცი გადაიბიროს და ჩვენ რა გჭირს. Დაფიქრდი თ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
გია
26 იანვარი 2024 14:46
9
შენ თუ რუსეთსა და იტალიაში ნათამაშებ კაცს შორის განსხვავებას ვერ ატყობ რაღა უნდა გელაპარაკოთ
ვაააახ!
26 იანვარი 2024 17:20
0
პირველი: მიუხედავად იმისა, რომ გურამ კაშიას მიერ ხმის მიცემის დროს მიღებული გადაწყვეტილება ჩემთვისაც ოთხუცნობიანი განტოლებაა, კატეგორიულად მიუღებელია გურამის ასეთი "დაბულინგება" ასეთი თამაშების წინ, ახლა ერთად დგომის და გამხნევების დროა, კაპიტნის ფსიქოლოგიური წნეხი აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას ყველაზე და ყველაფერზე, ნუ აქვეყნებთ სულით "რუსები"-ს კომენტარებს, ამ კონკრეტულ თამაშებამდე დააწესეთ "ცენზურა". ევროპის ჩემპიონატზე რომ გავალთ აი მაშინ დავჯდეთ და გადავწყვიტოთ ვინ მოხვდეს და ვინ არა ნაკრების შემადგენლობაში, ვინ არის და ვინ არ არის ჯვაროსნების კვართის და კაპიტნის სამკლაურის ტარების ღირსი;
მეორე: ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან გამოძახებულ უნდა იქნეს ჯაბა კანკავა, კონკრეტიკაში არ შევალ, უბრალოდ ვიტყვი ფორმაში მყოფი კანკავა საბერძნეთთან გვჭირდება! ექნება მას თუ არა ამის სურვილი? გაესაუბროს მამუკა გორგოძეს.
მესამე: "მარად" ჩვენგან "ნატრული" მარადიშვილი უნდა იყოს თუ არა გამოძახებული ნაკრებში? ალბათ შანსის მიცემა შეიძლება. ჩვენ გულშემატკივრები უნდა ვგრძნობდეთ რომ მისთვის ეროვნული კვართის ჩაცმა დიდი პატივი იქნება, რასაც სამწუხაროდ დიდი იმედით არ ვუყურებ...საზონოვის შემთხვევაში ჩვენც და საბაც ვგრძნობთ ერთმანეთთან კავშირს, პატივისცემას და სიყვარულს, დამეთანხმებით ამ ყველაფრის საწყისი და ათვლის წერტილი დედაა, ზოგადად ბიჭისთვის დედა ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება მარადიშვილის თამაშს, დიდი ეჭვი მაქვს არც ლუქსემბურგთან და მითუმეტეს არც საბერთნეთთან სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით სათადარიგო სკამზეც არ ვიხილავთ, აი მერე უკვე ბჭობა მოგვიწევს, მანამდე მისი "კაი ყმობაც" გამოჩნდება.
მეოთხე: არაბიძე, გველესიანი...რაიმე დააშავეს და არ ვიცით?
მეხუთე: ყველას ხო ერთი სურვილი და მიზანი გვაქვს გავიდეთ პირველად დიდ საფეხბურთო ფორუმზე, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ყველანაირი ორიენტაციისა, ჰოდა ეს ორი თვე ნუ დავჭამთ ერთმანეთს
Segestrya
26 იანვარი 2024 10:19
5
მე მაგალითად ვეტყოდი უდიდეს მადლობას კაშიას და კვირკველიას და მათ მაგივრად ახალგაზრდებს ან სხვებს ვათამაშებდი. ძალიან ნელები და არატეხნიკურები არიან, პლიუს თამაშისას ძალიან ხშირად კარგავენ კონცენტრაციას - ეს კლასის უქონლობააა.
ალექსანდრე
26 იანვარი 2024 16:43
1
ერთი ის გამაგებინა 2 დისლაიკი ვინ დაგიწერა. გეთანხმები აბსოლუტურად ყველა საკითხში.
alexandre
26 იანვარი 2024 14:48
0
კანკავა!!!!!!
მარადიშვილზე საზოგადოების კიდევ გახლეჩვა და მარტისთვის მისი ნაკრებში მოპატიჟება და აჟიოტაჟი, ბარდაგი და ფანხეთქილება გულშემატკივრებში და თვითონ გუნდში კიარა, კანკავას დაბრუნება 1 წლით ან თუნდაც ამ თამაშებისთვის უნდა იყოს ეხლა ფედერაციის და ყველა სპორტული მედიის საზრუნავი სალაპარაკო და "სახვეწარი"...
ამის ნაცვლად კი რას ვხედავთ, ეხვეწებიან საშუალოზე დაბალი დონის რუს ფეხბურთელს ამ უმნიშვნელოვანესი თამაშების წინ ნაკრებში მოსვლას....
მოტივაცია, ეროვნული სული, ახალგაზრდებისთვის დამატებითი მუხტი, კაპიტანი, ჯანიანი, გამოცდილი პატრიოტი ადამიანის დამატება უნდა იყოს ეხლა ყველა ვებგვერდის მთავარი თემა და არა ვიღაცა გაუგებრობის....
#კანკავადააბრუნეთბიჭო!
რა მაფიაა?
26 იანვარი 2024 10:12
8
გეთანხმები კანკავაზე, მაგრამ სასწაული გულშემატკივრების წარმომადგენელი ხარ! ჯერ ერთი, რატომ რუსი? მეორე, ვინ ვის ეხვეწება. და მთავარი! თუ სადმწე ვინმე თამაშობს ქართველი და არ ეძახიან, გინებაზე ხართ გადასული, რატომ არ ზრუნავენო? რატომ არ ეძახიანო?
alexandre
26 იანვარი 2024 15:17
4
ქართული ანდაზაა ურემი რო გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო.
წარმოვიდგინოთ რისი წარმოდგენა არ გვინდა-წავაგეთ თამაში,გადაბრუნდა ურემი და ხო გამოჩნდა გზა-
მერე ხო დავიწყებთ "ისე უნდა გაგვეკეთებინა" "ასე უნდა გაგვეკეთებინა"
"რა უნდა კაშიას ნაკრებში,შეგვეშვას დროა უკვე"
"არაბიძეს რო არ გამოიყენებ მეტის ღირსი ხარ"
და ასე შემდეგ..
აი ამ გამოჩენილ გზას ახლა გავხედოთ.
აბა გავანებეთ მარადიშვილს თავი და რეალური პრობლემები დაწერეთ რასაც ხედავთ.
მე მინდა ის გუნდი ვიხილო ვინც ბულგარეთში და მაკედონიაში 5-2 და 3-0 მოიგო.
ისე დაგეშილები და ცივსისხლიანი,ბადეს რო გოლებით ავსებენ.
Levani
26 იანვარი 2024 05:26
1
წარმოიდგინე, რომ ხარ რუსი ფეხბურთელი. შენი ნაკრები და შენი გუნდი სანქციების გამო საერთაშორისო ტურნირებში არ თამაშობს. ევროპული გუნდები რუს ფეხბურთელებს არ ყიდულობენ. ამ სიტუაციაში არ ისურვებდი ქართული პასპორტის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების მტერი ხარ?
ქ. გ.
26 იანვარი 2024 03:29
9
Костя Марадов-ს საქართველო არ აინტერესებს. საკუთარი კარიერის გაუმჯობესების მიზნით აიღო ქართული პასპორტი.
ქ. გ.
27 იანვარი 2024 04:46
0
რუსი კი ისურვებს, მაგრამ ჩვენ რაზე ვიღებთ. ყველას თავზე რატომ უნდა ვაქნევინოთ
გენა
26 იანვარი 2024 08:09
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული