საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს.

წლის პირველი ამხანაგური მატჩის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მონტენეგროს ნაკრებს ესტუმრება. მატჩი პოდგორიცაში, "გრადსკი სტადიონზე" გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს საქართველოს ნაკრები 21 მარტს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩვენი გუნდი ლუქსემბურგის ნაკრებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც 26 მარტს გაიმართება. ფინალურ შეხვედრას საქართველო-ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
ერთი რჩევა ფეხბურთის ფედერაციას, თუ მარტისთვის ვერ მოძებნეთ გუნდი რო ამხანაგურათ ვეთამაშოთ ლუქსემბურგთან მატჩამდე მაშინ, ჩვენ 21 წლამდელებთან მაინც გააგორეთ ბურთი. სვანაძე ჭკვიანი მწვრთვნელია და არ გამოვრიცხავ სანიოლის ძირითადს მოუგოს. და ბევრი მინუსი გამოჩნდება ვინაა ფირმაში და ვინ არა,, თან ერთმანეთს არ დაჩეხავენ დიდი მატჩის წინ. თქვენ რას ფიქრობათ ერთგულო გულშემატკივრებო დაწერეთ აბა თქვენი აზრი.
კახა
09:15 01-02-2024
2
warmatebebi bichebo
dima
18:57 31-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული