დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ახლა "ერთა ლიგაზე" მხოლოდ მისგან ბოძებული ნახევარფინალი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აინტერესებს, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ დღეს, 8 თებერვალს, 21:00 საათზე (პირდაპირი "სილქ უნივერსალზე") პარიზში მომავალი გათამაშების წილისყრაა. მოგეხსენებათ, "ჯვაროსნები" B ლიგაში დაწინაურდა.

"ერთა ლიგა" მსოფლიო ჩემპიონატისთვის მებრძოლ საგზურს იმავე პრინციპით არ იძლევა, მაგრამ ამის შანსი 4 ნაკრებს პლეი-ოფის გზით აქვს (ვინც შესარჩევი ეტაპიდან ვერ მოხვდება) და გამორიცხული არაა, მათ შორის ჩვენი დივიზიონის წევრიც იყოს. საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ერთა ლიგის" მასშტაბით 6 გოლის ავტორია.

ეს უკვე მეოთხე გათამაშებაა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა "ერთა ლიგაზე" დაწინაურება უკვე 2 ლიგით მოახერხა და ევროპირველობის შანსიც კიდევ ერთხელ აქვს. რაც შეეხება მეორე გათამაშებას, როცა ტურნირი მუნდიალის წინ ტარდებოდა, ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტებს მიმართა, ჩრდ. მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე ფიქრობდა და პირველობა სომხეთის ნაკრებს "გადაულოცა". A დივიზიონში გადასვლა და გრანდებთან დაპირისპირება კარგი გამოწვევაა, მაგრამ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე ამ ტურნირიდან მოხვედრის შანსებს (წმინდა სპორტული პრინციპით) ობიექტურად უფრო შეამცირებს.

19 წლის ლევან კობიაშვილი და დევიდ ბექჰემი


Sportall.Ge

წილისყრის წინ ვილი სანიოლის გუნდის სასურველ მეტოქეებზე მსჯელობა შეგვიძლია. მაგალითად, პირველი კალათიდან ასეთი შეიძლება თუნდაც უელსის ნაკრები იყოს. ამავდროულად, ინგლისის ნაკრებთან შესაძლო დუელიც დამაინტრიგებელია. ინგლისელებთან ადრე 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გვითამაშია. მაშინ თბილისურ მარცხს (ზედიზედ მეხუთე) ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობა შეეწირა. დასამახსოვრებელი იყო თემურ ქეცბაიას თამაში; ის მალე "ნიუკასლის" წევრი გახდა. დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით წავაგეთ (კვლავ 0:2) გასვლითი მატჩი, სადაც დანაკლისი გვქონდა. კვარაცხელიასა და ბელინგემის დუელიც საინტერესო იქნება. მეორე კალათიდან ნორვეგიასთან ისევ დაპირისპირების შანსიც არსებობს. აქაა უკრაინის ნაკრები. იქნებ მესამე კალათიდან ირლანდიის ნაკრები გვერგოს და მათთან გამარჯვების გემო "გავსინჯოთ".

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი;

II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია;

III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო;

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.


ჯგუფური ეტაპი 2024 წლის 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება, 2025 წლის მარტიდან კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს.

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 56 /
ცუდი ჯგუფი
ინგლისი,(უკრაინა,ნორვეგია),ირლანდია,საქართველლო
ინგლისზე-ბევრს არაფერს ვიტყვი
უკრაინა-ძლიერი გუნდია და უარყოფითი ბალანსი გვაქ,თანაც პოლიტიკურად ეცდებიან გაათრიონ დიდ ფორუმზე
ნორვეგია-ძლიერი გუნდია და ერთხელ ჰალანდის თაობამაც უნდა გაისროლოს,ასევე უარყოფითი ბალანსი
ირლანდია-ამათ წესით ყველა თამაშს უნდა ვუგებდეთ ახლანდელი მდგომარეობით,მაგრამ ბენფიკას წყევლასავით არიან საშინელი უარყოფითი ბალანსით
სასურველი ჯგუფი
1.უელსი-ყველაზე სუსტია,თან აღარც ბეილი ყავთ და მათთან თამაში გამოგვდის
2.ისლანდია-ყველაზე სუსტია და ჯოხი ცხრაჯერ არ ისვრის
3.აი აქ ძაან ძნელია რამე თქვა
ალბანეთი-
დადებითი ბალანსი გვაქ მაგრამ ზურგს უკვე დიდი ფორუმების გამოცდილება აქვთ
მონტენეგრო-
ურიგო გუნდი არ ყავთ და ესე ხელაღებით ფავორიტები ვიქნებით და ორივე თამაშს მოვუგებთ ვერ ვიტყვით
სლოვენია-
სტაბილური გუნდია,სჩვევია ჩაქიმარებაც,მაგრამ ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებზე და წესით ჩვენ შესატევ თამაშში დაცვაში ყრუდ ჩაჯდებიან,ასეთ შემთხვევაში კი რაც გვემართება კი ვიცით

Gomako
06 თებერვალი 2024 20:44
1
ღვთისავარ
ერთ შენიშვნას შევიტან
დიახაც კარგი წილისყრის შემთხვევაში
A ლიგაში ანაცვლებაზე უნდა ვიფიქროთ,რატომ?!
იმიტომ რო მეტი პერსპექტივა გვაქ ზუსტად მაქედან გავიდეთ სადმე ევროპა იქნება თუ მსოფლიო...(გარდა იმისა რომ გრანდებთან თამაში ჩვენს ბიჭებს უკეთეს შანს მისცემს ნორმალურ ევროპულ გუნდებში მოხვდნენ)
A ლიგაში მყოფი ყველა გუნდი გავა დიდ ტურნირზე,აი ჩვენ კი პლეიოფი გარანტირებული გვექნება,საბერძნეთზე სუსტი B ლიგიდან პლეიოფში ვინმე შეგვხდება?!ან რა გარანტია გვაქ რო ჯგუფს ვიგებთ?!
იღბლიანი წილისყრას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს ახალ ერთა ლიგაზე(ინგლისი აგვცდეს მთავარია) და მარტში ერთად უნდა ავიხდინოთ ჩვენი დიდი ხნის ნატვრა
Gomako
06 თებერვალი 2024 20:23
2
გარდა მაგისა კარგი რეიტინგი უკეთეს კვალიფიკაციას არ მოგვცემს ჩვეულებრივ შესარჩევზე?!
Gomako
06 თებერვალი 2024 20:53
1
ახალი მწვრთნელით მოხდება ეგ ყველაფერი
თან ისე რომ ვერც ერთა ლიგას გამოიყენებს მოსამზადებლად შესარჩევისთვის და პირიქით
ვაი იმას ვინც მოვა
დათო
06 თებერვალი 2024 18:02
0
ალბანეტი ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს მეორედ ბევრს სუსტი გგონია
beqa
06 თებერვალი 2024 17:42
2
მაგარია ჩაკვეტენაძე
დიმა
06 თებერვალი 2024 17:38
6
ვისურვებდი:
ავსტრია,
ისლანდია,
ალბანეთი,
საქართველო.
გიპნოზა
06 თებერვალი 2024 17:37
4
What do they want? Why do they do that?
Cisana Chkadua
06 თებერვალი 2024 15:26
12
ქალბატონო ცისანა, უკაცრავად და დიდი ხანია ინგლისური ისწავლეთ?
ინტრიგანი
08 თებერვალი 2024 12:38
0
უელსი
ფინეთი
ალბანეთი ან ირლანდია
ისე მგონი ჩეხეთან არასოდეს გვითამაშია ხო?
გოგა
06 თებერვალი 2024 15:14
4
ჩეხეთთან მოგვიწევს ისედაც ევროზე თუ გავედით ერთ ჯგუფში ვხვდებით
შახრუდინი
06 თებერვალი 2024 16:56
1
ჩვენ B ლიგაში ადგილის დამკვიდრების და წარმატებული გამოსვლის შედეგაც უფრო განვვითარდებით, ვიდრე ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე გაძრომით. A ლიგაში აღზევება უფრო დიდი წარმატება იქნება, ვიდრე ევროპაზე გასვლა.
odala
06 თებერვალი 2024 14:55
2
ერთი მეორეს არ გამორიცხავს
rigiti
06 თებერვალი 2024 19:06
0
უელსი.ისლანდია.მონტენეგრო.საქართველო.:)))) ევროზე გამოცდილებაც გვექნება
beqa
06 თებერვალი 2024 14:42
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული