დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ახლა "ერთა ლიგაზე" მხოლოდ მისგან ბოძებული ნახევარფინალი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აინტერესებს, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ დღეს, 8 თებერვალს, 21:00 საათზე (პირდაპირი "სილქ უნივერსალზე") პარიზში მომავალი გათამაშების წილისყრაა. მოგეხსენებათ, "ჯვაროსნები" B ლიგაში დაწინაურდა.

"ერთა ლიგა" მსოფლიო ჩემპიონატისთვის მებრძოლ საგზურს იმავე პრინციპით არ იძლევა, მაგრამ ამის შანსი 4 ნაკრებს პლეი-ოფის გზით აქვს (ვინც შესარჩევი ეტაპიდან ვერ მოხვდება) და გამორიცხული არაა, მათ შორის ჩვენი დივიზიონის წევრიც იყოს. საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ერთა ლიგის" მასშტაბით 6 გოლის ავტორია.

ეს უკვე მეოთხე გათამაშებაა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა "ერთა ლიგაზე" დაწინაურება უკვე 2 ლიგით მოახერხა და ევროპირველობის შანსიც კიდევ ერთხელ აქვს. რაც შეეხება მეორე გათამაშებას, როცა ტურნირი მუნდიალის წინ ტარდებოდა, ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტებს მიმართა, ჩრდ. მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე ფიქრობდა და პირველობა სომხეთის ნაკრებს "გადაულოცა". A დივიზიონში გადასვლა და გრანდებთან დაპირისპირება კარგი გამოწვევაა, მაგრამ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე ამ ტურნირიდან მოხვედრის შანსებს (წმინდა სპორტული პრინციპით) ობიექტურად უფრო შეამცირებს.

19 წლის ლევან კობიაშვილი და დევიდ ბექჰემი


Sportall.Ge

წილისყრის წინ ვილი სანიოლის გუნდის სასურველ მეტოქეებზე მსჯელობა შეგვიძლია. მაგალითად, პირველი კალათიდან ასეთი შეიძლება თუნდაც უელსის ნაკრები იყოს. ამავდროულად, ინგლისის ნაკრებთან შესაძლო დუელიც დამაინტრიგებელია. ინგლისელებთან ადრე 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გვითამაშია. მაშინ თბილისურ მარცხს (ზედიზედ მეხუთე) ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობა შეეწირა. დასამახსოვრებელი იყო თემურ ქეცბაიას თამაში; ის მალე "ნიუკასლის" წევრი გახდა. დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით წავაგეთ (კვლავ 0:2) გასვლითი მატჩი, სადაც დანაკლისი გვქონდა. კვარაცხელიასა და ბელინგემის დუელიც საინტერესო იქნება. მეორე კალათიდან ნორვეგიასთან ისევ დაპირისპირების შანსიც არსებობს. აქაა უკრაინის ნაკრები. იქნებ მესამე კალათიდან ირლანდიის ნაკრები გვერგოს და მათთან გამარჯვების გემო "გავსინჯოთ".

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი;

II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია;

III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო;

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.


ჯგუფური ეტაპი 2024 წლის 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება, 2025 წლის მარტიდან კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს.

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 56 /
აქედან მსოფლიოსთვის ბრძოლა შეიძლება თუ მინიმუმ ჯგუფში მეორე ადგილს მაინც ავიღებთ
უცნობი
06 თებერვალი 2024 14:29
3
წარმატებები ბიჭებო
dato
06 თებერვალი 2024 14:25
2
ვინც ამინუსებთ, ჩვენი ბ ლიგაში ყოფნა არ მოგწონთ, ინგლისთან თამაში თან კარგი რომ იქნება და თან ცუდი ეგ თუ ჩივაძე რომ გააგდეს? მთავარია, ბ ლიგაში დავრჩეთ, ძალიან ობიექტური შეფასებაა
ზვიადი
06 თებერვალი 2024 14:20
2
უელსი
ფინეთი
ალბანეთი
საქართველო
gio
06 თებერვალი 2024 13:27
4
კარგია. გადაუგზავნეთ აწი უეფას ეგ სია. :)
gio-ს
06 თებერვალი 2024 14:35
0
თუ გაგვიმართლა კენჭისყრამ, შეიძლება ბრძოლა და ჯგუფის მოგებაზე ფიქრი.
შოთა
06 თებერვალი 2024 13:15
4
სანამ სანიოლი ჰყავს პედერაციას თონინად, მანამ დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს.
გიორგი
06 თებერვალი 2024 13:10
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული