ჯგუფში ინგლისს ავცდით - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის კენჭისყრა ჩატარდა.

B დივიზიონში გუნდები კალათებში შემდეგნაირად იყვნენ განაწილებული:

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი
II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია
III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო
IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი

C დივიზიონიდან B დივიზიონში დაწინაურებული საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში პირველ ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან მოხვდა.

ტურნირი სტარტს სექტემბერში აიღებს და „ჯვაროსნებს“ ამ ტურნირიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობა აქვს.

ყველა დივიზიონში ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ლიგა
ჯგუფი 1:
ხორვატია, პორტუგალია, პოლონეთი, შოტლანდია
ჯგუფი 2: იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი
ჯგუფი 3: ნიდერლანდები, უნგრეთი, გერმანია, ბოსნია-ჰერცეგოვინა
ჯგუფი 4: ესპანეთი, დანია, შვეიცარია, სერბეთი

B ლიგა
ჯგუფი 1: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო
ჯგუფი 2: ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი
ჯგუფი 3: ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი
ჯგუფი 4: უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი

C ლიგა
ჯგუფი 1: შვედეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ესტონეთი
ჯგუფი 2: რუმინეთი, კოსოვო, კვიპროსი, ლიეტუვა/გიბრალტარი
ჯგუფი 3: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდ.ირლანდია, ბელარუსი
ჯგუფი 4: სომხეთი, ფარერები, ჩრდ.მაკედონია, ლატვია

D ლიგა
ჯგუფი 1: ლიეტუვა/გიბრალტარი, სან-მარინო, ლიხტენშტაინი
ჯგუფი 2: მოლდოვა, მალტა, ანდორა

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მესამე გათამაშებიდან პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა - 21 მარტს ლუქსემბურგს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის მოგებულს შეხვდება.

altდღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

მკითხველის კომენტარები / 46 /
ჩვენს ჯგუფში ალბათ ყველაზე ძლიერი უკრაინაა, მაგრამ დიდი ალბათობით საკუთარ მოედანზე ვერ ითამაშებს. ამიტომ შანსები შედარებით თანაბრდება. უშანსოდ არ უნდა ვიყოთ.
თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ობიექტურად, მე წარმატებად ჩავთვლიდი, თუ ადგილს შევინარჩუნებთ B ჯგუფში. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი მარტის თამაშებია...
მერაბი-1960
08 თებერვალი 2024 22:45
1
ევროპზე რო მოხვდეს ნაკრები იქაც გამართლებაზე ილაპარაკებთ?
პრეტენზია თუ გვაქვს რამე
ამ ჯგუფში სამივე მოსაგებია სახლში

ჯერ ლუქსემბურგი
Dato
08 თებერვალი 2024 22:59
3
გამართლებაა მთელი ეგ ერთა ლიგის პროექტი, როცა ც და დ ჯგუფის გამარჯვებულსაც ეძლევა ევროზე მოხვედრის შანსი.აბა, შესარჩევიდან გასვლასთან ახლოსაც არ ვყოფილვართ.
საკმაოდ რთული ჯგუფია ეს ჯგუფი.
ციციკორრ
09 თებერვალი 2024 10:47
1
ამ ალბანეთს ასე აგდებულად რატო უყურებთ ლუქსემბურგთან გიკანკალებთ ფეხები. 2016 უკვე ითამაშა ევროპა და წელსაც გავიდა მინასუნიც არაგვაქ იქამდე!! პოლონეთი ჩეხეთის ჯგუფიდან გავიდა ალბაNეთი ჩვენ რა გაგვიკეთებია საერთოდ 2 ფრე და კვიპროს მოვუგეთ. ნახEთ იტალიასთან ინგლისთან უკრაინამ რა თამაშები ჩაატარა!! ჩეხეთი გადახედეთ როგორ თამაშობს! ვერ იმახსოვრებთ თამაშებს ?!
beqa
08 თებერვალი 2024 22:36
4
მაპატიეთ, მაგრამ მხდალი გამონათქვამია, ინგლისს ავცდით. არავისი არ გვეშინია, თუ თქვენ გეშინიათ დაიმალეთ. ორი, სამი, მაქსიმუმ ხუთი კაცი ვიყავით ას ოც კაცზე, საბჭოთა ჯარში. არავისთვის თავი არ დაგვიხეია და საბოლოოდ გალახულები ისინი იყვნენ. საქართველოს ნაკრების კვართი, ვაჟკაცების ფორმაა და ყოველთვის ერთად დავდგებით, მოგებაშიც და მარცხშიც!
გიორგი
08 თებერვალი 2024 22:11
11
ჩასვრილი თაობა გამოზარდეს გნაცლიბერალებმა.
Odala
09 თებერვალი 2024 00:31
9
გენაცვალე ჯიგარო ადამიანო.
პატივისცემა
08 თებერვალი 2024 22:30
4
ყველა გამოხმაურება
მიუხედავად გამოუსწორებელი ოპტიმიზმის მაინც დაგვეტყო უკეთესობა უკვე აღარაა ისე მასიური ქულების დათვლა ამასთან იმას ვიზამთ იმას ისე ვიზამთ უკვე მოზომილი კომენტარების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ესეიგი უფრო რეალურად დავიწყეთ შესაძლებლობების დანახვა კარგიაილუზიებიდან რომ გამოვდივართ. წარმატებები ნაკრებს და მთლიანად ქვეყანას და ყველას ვისაც სამშობლო უყვარს და განიცდის წარმატებას თუ მარცხს ღმერთმა გამარჯვებები გვიმრავლოს შეგვეწიე უფალო მოგვეცი სწორი გამართული გონება მტერზე გამარჯვებაში დაგვეხმარე.
კახა
09 თებერვალი 2024 01:42
1
რანაირადაა სუსტი ჯგუფი ? ალბანეთიც და ჩეხეთიც გავიდნენ ევროპაზე, აქვთ აღმასვლის პერიოდი, არიან ახალგაზრდული გუნდები. უკრაინაც მიუხედავად იმისა რომ ომია ქვეყანაში, ნაკრები არ ყავთ სუსტი, ეგენიც თითქმის ევროპაზე გავიდნენ. ჩვენ ზუსტად ეგ გვღუოავს რომ ვიქმნით თავიდანვე არასწორ მოლოდონებს და მოწონააღმდეგეს ვერ ვაფასებთ, ან არ გვინდა დავინახოთ მათი ძლიერი მხარე. კარგია, ასეთ თამაშებში უნდა გამოიბრძმედონ, რომ მერე უკეთესად ითამაშონ. ჭადრაკის პირველი წესი ასეთია: თუ გინდა გახდე უკეთესი, ეთამაშე შენზე ძლიერს... ხოდა აგერ ბურთი და მოედანი ბატონებო.
QT
09 თებერვალი 2024 00:40
1
თამაში ყოველთვის ყველასთან შეიძლება და შეიძლებოდა მაგრამ, რა ვიცი დაველოდოთ რა იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ გინდა ტამაში ალბანეთს უნდა უგებდე და ჩეხეთ უკრაინას უნდა ტოლ სწორად ეთამაშო, აბა რა გინდა იქ ისე.

სანამ მთელ ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონებში!!! გამართული ინფრასტრუქტურა, განათლებული მწვრთნელები და ბავშვთა ფეხბურთის ბუმი არ იქნება ასე ვიქნებით მეტ ნაკლებად სულ.
ქომაგი
09 თებერვალი 2024 08:57
1
რამდენ რამეზე უნდა იყოს ბუმი, ფეხბურთზე, რაგბზე, კალათბურთზე, ჭიდაობაზე, ბავშვთა სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადებაზე და ა.შ?
მაგდენი არა ვართ რო ამდენი სფეროს ბუმები ვაკმაყოფილოთ და სხვა გზაა მოსაძებნი, ტალანტები უბუმოდაც არ გვაკლია, სხვა პრობლემები გვაქვს და იქნება ვიპოვოთ ერთად
ლექსო
09 თებერვალი 2024 10:19
3
უკეთესი რა გინდათ?შესარჩევში ხო იყო ექნება ესეთ ჯგუფში მოვხვდეთო 1994 წლიდან მოყოლებული.არ გვყავს ბატონო ინგლისი,გერმანია,იტალია,ესპანეთი და ა.შ.ვერც იმას იტყვით ჯგუფში ორი გრანდია,ჩვენ კი ვიბრძოლებთ და ვნახოთო.თქვენი არ ვიცი და ჩვენ უკვე ვნახეთ ბატონო ამ 20 წლის განმავლობაში ჯგუფში 3,5 და ჰა ჰა 8 ქულა.ეგ მეთოდი მოძველდა კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო. რაც მთავარია სიტყვა "ყველა რთული მეტოქეა ყველამ თამაში ისწავლა "-ო აღარ გაიმეოროთ.ყველამ თუ ისწავლა თქვენ სად გამოაღამეთ და რატო ვერ ისწავლეთ.მოკლედ ჰა ბურთი და ჰა მოედანი.გგულშემატკივრობთ და მომავალს იმედით ვუცქერ.გელა
გელა
08 თებერვალი 2024 22:19
2
ამაზე უკეთეს გუნდებს ვერ ვინატრებდით.
ბათუმელი ექსპერტი
08 თებერვალი 2024 22:15
10
გამართლება რომ ყოფილიყო, მე 4 ჯგუფში მოვხვდებიოდით.
^^^
08 თებერვალი 2024 22:26
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული