ერთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ კომენტარი სანიოლმა და იაშვილმა გააკეთეს

AutoSharing Option
8 თებერვალს პარიზში ერთა ლიგის 2023/24 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელიც C დივიზიონიდან B დივიზიონში აღზევდა, წილისყრის შედეგად B1 ჯგუფში მოხვდა. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები ჩეხეთი, ალბანეთი და უკრაინა იქნებიან.

უეფას ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველი და მეორე ტურის მატჩები 2024 წლის 5-10 სექტემბერს შედგება. მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები 10-15 ოქტომბერს გაიმართება, მეხუთე-მეექვსე ტურის თამაშები კი - 14-19 ნოემბერს. მატჩების სრული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში აღზევდებიან, მეორეადგილოსნები კი რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების
შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი-ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.

ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი - 2025 წლის ივნისში.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი კარგ გზაზეა. მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი.

მარტის პლეი-ოფის წინ მნიშვნლოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩუნება, რათა ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. პლეი-ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში ვნახო. საბოლოო ჯამში ლუქსეუმბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ".

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ძალიან მნიშვენლოვანი იყო C ლიგაში გამარჯვება და B ლიგაში გადასვლა, თუმცა დღეს ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მარტის პლეი-ოფის თამაშებია, რაზეც მთელი ყურადღება გვაქვს გადატანილი.

რაც შეეხება ერთა ლიგის ჯგუფს - საინტერესო გუნდებით დაკომპლექტებული ძლიერი ჯგუფია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევა და თამაშიდან თამაშზე ფიქრია. თუმცა ახლა მთავარი მარტია და B ლიგის თამაშებზე ფიქრს მოგვიანებით დავიწყებთ".

ერთა ლიგის წილისყრამდე პარიზში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აღმასრულებელი კომიტეტის წევრის რანგში ლევან კობიაშვილმა მიიღო. საფრანგეთის დედაქალაქმა ასევე უმასპინძლა უეფას 48-ე კონგრესს, რომლის მუშაობაშიც სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები - კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი მონაწილეობდნენ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
ცხადაძეს ვინც იწუნებთ, ან არ გინახავთ მისი მწვრთნელობის დროს ჩვენი ნაკრების ბრწყინვალე თამაშები, ან პირადული პრობლემა გაქვთ მასთან! სულ(თუ სწორად მახსოვს) სამი თამაში ითამაშა ნაკრებმა მის დროს და აქედან ორ თამაშში - შოტლანდია სახლში და გერმანია გასვლაზე აშკარად დაჯაბნა. მართალია გერმანიასთან წავაგეთ 1:2, მაგრამ ნაღდად შემთხვევით მოგვიგეს. მატჩის შემდეგ ინტერვიუზე გერმანელი ფეხბურთელები გაფითრებულები იყვნენ - "შემთხვევით მოვიგეთ, დიდი შანსი იყო, რომ წაგვეგოო". მითუმეტეს ჩვენთვის ამ თამაშს კალენდალურად აზრი აღარ ჰქონდა, გერმანიას კი ჰაერივით სჭირდებოდა სამი ქულა - პირველი ადგილისთვის, ფინალურ ეტაპზე პლეიოფის გარეშე გასასვლელად.
ზურა
10:46 14-02-2024
0
ლაურენტისს კი ვაგინებ ხოლმე, მაგრამ კაცმა შეხედა და ამ მწვრთნელიდან,რომ არაფერი გამოვიდოდა გასახდელიდანვე გააგდო, ფედერაციას რატომ აწყობს ეს კაცი ვერ ვიგებ მონღოლეთს,რომ უგებ? მონღოლეთს,რომ მოუგო მწვრთნელი რაში გჭირდება? რა გახდა ერთი იტალიელი სპეციალისტი თავისი საქმის მცოდნე ისეთი კი არა ჩვენთან,რომ სწავლობენ მწვრთნელობას
სვანსკი
11:59 09-02-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული