"ქართველებსაც შეუძლიათ ერთა ლიგაზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ" - უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან მოხვდა. წილისყრა "კარპატის" ამჟამინდელმა და უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა შეაფასა.

- წილისყრაზე რას იტყვით?
- ნორმალური კენჭისყრაა, ყველა გუნდთან საჭიროა არა მხოლოდ ვითამაშოთ, არამედ დავამარცხოთ. წილისყრა ნორმალურია, შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო.

- ამ ტურნირისგან რას უნდა ველოდოთ?
- ერთა ლიგა საინტერესო ტურნირია. ჩვენი დივიზიონი უნდა მოვიგოთ და მაღლა ავიწიოთ.

Sportall.Ge

- მეტოქეთაგან ყველაზე მეტად ვისთან იქნება რთული თამაშები: ჩეხეთთან, ალბანეთთან თუ საქართველოსთან?
- უკანასკნელ ხანს ყველა გუნდი პროგრესირებს. ალბანეთიც, საქართველო - ახლა
სრულიად სხვა გუნდებია. ჩეხები კი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტები არიან. კიდევ ვამბობ, უკრაინა ამჟამად ფორმაშია და ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაა საჭირო.

- მთავარი კონკურენტი ჩეხეთია?
- ალბანეთიც არაა იოლი მოწინააღმდეგე, ქართველებსაც შეუძლიათ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ, მაგრამ ვთვლი, რომ უკრაინამ პირველი ადგილი უნდა დაიკავოს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯგუფი რთულია,თუმცა ბრძოლა ყველგან შეიძლება. უკრაინა და ჩეხეთი ძლიერი გუნდები არიან,უფრო ჩეხეთი მოსჩან ძლიერ გუნდად,რადგან დისციპლინირებული გუნდია,ხოლო უკრაინა თუ ხასიათზე არის,ყველას მოგება შეუძლია,ჩვენთან ხასიათზე იქნებიან,რადგან რუსების არ იყოს,არც მათ ვეხატებით გულზე. ყველამ ალბანეთი ჩამოწერა,თუმცა ძლიერი გუნდია და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ბოლო ადგილას არ გავიდეთ. არც ეს არის გარანტია იმისა რო ბ ლიგაში დავრჩებით,თუმცა ბოლო ადგილი სირცხვილია მაინც. ისე ჯობია ც ლიგაში ჩამოვიდეთ,რათა ასე მოვხდეთ ევროპაზე. საკვალიფიკაციოდან ჩვენ გასვლის შანსი მიზერულია და ეს არახალია,ამიტომაც ც ლიგა ჯობია სათამაშოდ. რაც შეეხება კიევის რუსების მოსაზრებას,ცდილობენ დიპლომატიური პასუხის გაცემას,თუმცა იმდენად არ გვცემენ პატივს რო მაინც არ გამოსდით კარგი პასუხის გაცემა. დემჩენკომ რაც თქვა,ეგ არის არაპროფესიონალიზმი,სხვა მწვრთნელის საქმიანობაში უხეშად ხელის ფათური და არაკოლეგიალური. რასაც თამაშობს ნაკრები და რასაც ათამაშებს სანიოლი,ეგ დემჩენკოს საქმე არ არის,ამიტომაც თავის დინამოს მიხედოს,არავის არაფერზე წამოედოს. აქ ამბობენ,რომ ყველას აქვს აზრი გამოთქმის უფლებაო,თუმცა ეგრე არ არის მთლად. როცა მუშაობ სადღას და სხვა მუშაობს სხვაგან,არ უნდა აფათურო ხელები სხვის საქმეში,ეს არაპროფესიონალური დამოკიდებულება არის. გადახედეთ ევროპელ მწვრთნელებს,თუ არ აქებენ მეტოქე მწვრთნელებს ან სხვებს,შანსი არ არის ტაქტიკაზე ან სხვა რამეზე ისაუბრონ.ამიტომაც არიან ისინი ევროპელები,დემჩენკო რუსულ სტეპებში გამოზრდილი უკრაინელი. ამიტომაც არ ვართ მზად იმისთვის,რომ თავს ევროპელები დავუძახოთ არც ჩვენ და არც უკრაინლებმა. ფურცელზე დაწერე თუ გინდა,თუმცა ეს არ გაგხდის ევროპულად მოაზროვნედ. დემჩენკოზე ისიც დაწერეს,თურმე უკრაინის პატრიოტი არის და ა.შ. თუ პატრიოტი არის,აქ რა უნდა? იქ არ უნდა იყოს და ომობდეს? ლამაზ ბათუმში ცხოვრობს(როგორც ბევრი უკრაინელი) და დინამოსგან მსუყე ხელფასს იღებს,მაგარი პატრიოტობა არის. თან უკრაინას ცოცხალი ძალის პრობლემა აქვს და ძალით მიყავთ უკვე ხალხი ფრონტზე,ეს თუ პატრიოტია,წავიდეს და იომოს. როცა შენი ქვეყანა ომში და შენს თავს ეძახი პატრიოტს,ფეხბურთის თამაში კი არა,იქ უნდა გარბოდე. ქართველებს გვყავდა ასეთი მაგარი კაცი ლევან აბაშიძე,ერთერთი გამორჩეული მსახიობი იყო,თუმცა ქვეყანაში ომი იყო და ომში წავიდა. ლევანი იყო პატრიტი თავისი ქვეყანის და არა დემჩენკო. ვისწავლოთ და განვასხვაოთ,ვინ არის გმირი და ვინ არა.და კიდევ,კაშია იდგება დაცვაში თუ ბაგრატიონ მუხრანსკი,ეს უკრაინელების საქმე არ არის. შევხდებით და გამოჩნდება ვინ ვის მოუგებს. თუ გონიათ რო მაგათი მუტრუკი ჯობია ჩვენს კვარას,ძალიან შემცდარან და გამოჩნდება მოედანზე.ან მაგათი ტრუბინი ჯობია ჩვენს მამარდას,მაგ დროისთვის მამარდა პრემიერლიგაში უნდა იყოს უკვე და ყველა ვნახავთ რა იქნება.
კოლა არსენიჩი
07:23 10-02-2024
7
ამათმა არ იციან ჩვენი ბეტონივით დაცვის და ელვისებური შეტევის ამბავი ალბათ!დიდი ანგარიშით დავამარცხებთ ყველას!სად ბორდო ლევანტე შტურმი კარლსრუე და სად არსენალი ევერტონი ჟირონა???ან სად ჩვენი დინამოები და სად მაგათი შახტარი კიევის დინამო ზორია....არა აშკარად ძლიერები ვართ უფრო!!!

გიორგი IV
23:42 09-02-2024
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული