უეფამ უარი უთხრა - ლუქსემბურგის ლიდერი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
21 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

ლუქსემბურგის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა დანიელ სინანიმ ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში ლიხტენშტაინთან წითელი ბარათი მიიღო და ავტომატურად შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს. ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სინანის დისკვალიფიკაციის გაუქმება მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ასე რომ, "სანკტ პაულის" ფეხბურთელი თავის გუნდს "ჯვაროსნებთან" ვერ დაეხმარება.

აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მონცას" 25 წლის თავდამსხმელმა დანი მოტამ ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი თქვა. ის ლუქსემბურგის ქალაქ ნიდერკორნშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით პორტუგალიელია და ამ ქვეყნის
ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.

ლუქსემბურგთან მატჩში დისკალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ თუ ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალში გაიმარჯვა, ფინალში ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გვეშველა და ეგ არის, რა დრო დაგვიდგა გვიხარია თურმე რომელიღაც ჭ კლასის გუნდში მოთამაშეს დისკვალიფიკაცია რო არ მოუხსნეს, ცხონებული დათო ყიფიანი ალბათ საფლავში ბრუნავს, 80-იან წლებში როცა დინამო ევროპას აზანზარებდა, მაგ დროს ალბათ ლუქსემბურგში საფეხბურთო ლიგაც არ იქნებოდა, დღეს კიდევ იმაზე ვლოცულობთ ლუქსემბურგს რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გამოაკლდესო
მამუკა
13 თებერვალი 2024 23:17
22
უაზრობა დამიკომენტარე, რა შუაშია კიბე და ადი ჩადი, ეგ შეიძლება უთხრა ვინმე ბიზნესმენს ვინც დღეს ფული იშოვა და ხვალ შეიძლება ისევ გაკოტრდეს, რაგბი რომ მოგყავს მაგალითად, ჰოლანდია სარაგბო ქვეყანა არ არის და მაგიტომ მოვუგეთ, არ გებადება კითხვა რატომ ვერ ვუგებთ ინგლისს, საფრანგეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას. ლუქსემბურგთან რომ შიშით ხარ განწყობილი აი ეგ არის უბედურება დღეს ქართული ფეხბურთის. ხორვატები ჩვენსავით ომგამოვლილი ხალხია და მოსახლეობითაც ჩვენზე ნაკლები არიან, მაგრამ ვისაც არ უნდა შეხვდნენ მინდორზე უბრალოდ ომობენ ბოლო წუთამდე, ჩვენ კიდევ ქვეშ ვიჯვავთ, თურმე რა კარგია რომ ვიღაც მონცას ფეხბურთელმა უარი თქვა ლუქსემბურგის ნაკრებში თამაშზე
სოსოს
14 თებერვალი 2024 03:05
4
1964 წელს ლუქსემბურგი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იყო და დანიასთან გადათამაშებაში წააგო (მანამდე ჰოლანდიას მოუგო ორმატჩიანი დუელი 3-2). გასაგებია, რომ 80-იან წლებში მაგრები ვიყავით, მაგრამ ლუქსემბურგს ხანდახან გამოსდის თამაში (ფრე საფრანგეთთან, მაგალითად). ასე რომ, სანამ დავცინებთ, მანამდე უნდა დავფიქრდეთ. საქართველო არ არის ესპანეთი ან გერმანია, რომ ზემოდან დაჰყურებდეს სხვებს.
მამუკა-ს
14 თებერვალი 2024 09:57
0
ყველა გამოხმაურება
მე რა მაინტერესებს იცით, ჩვენ რატო არ ვთხოვეთ უეფას კვარასთვის მოეხსნა დისკვალიფიკაცია, კი ბატონო ჩვენც უარს გვეტყოდნენ, მარა გვეცადა მაინც, რას ვკარგავდით, თუ გრეხია ვინმეს, რამ ვთხოვოთ?დ
ttt
14 თებერვალი 2024 00:28
9
მართალი ხარ და გრეხი კი არის ესენი,რომ გვყავს ფედერაციაში უმაქნისი სამარცხვინოები
სვანსკი
14 თებერვალი 2024 10:34
2
მშვენიერი ნიუსებია! სინანიზე ისედაც ვიყავი დარწმუნებული რომ უეფა უარს იტყოდა, რადგან 2 მატჩიანი იყო დისკვალიფიკაცია და მაქსიმუმ 1-ც რომ გაეუქმებინათ, ჩვენთან მაინც გამოტოვებდა. აი მოტას უარმა კი ჩვენს "წისქვილზე დაასხა წყალი", რადგან ბოლო დროს ათამაშდა იტალიაში და საკმაო საფრთხეს შეგვიქმნიდა. ასეთებიდან რჩება მხოლოდ ჟერსონ როდრიგეში (ეგეც პორტუგალიელი წარმოშობით) და ეგეც კაშია-კანკავას თანაგუნდელია. იმედია, გურამი მასზე ნაკრების წევრებს დეტალურ ინფოს მიაწვდის და გავანეიტრალებთ. მოკლედ, იმის თქმა მსურს, მოვლენები ჩვენს სასიკეთოდ ვითარდება (კვარას დანაკლისს თუ არ ჩავთვლით) და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ
fani
13 თებერვალი 2024 20:23
3
აი იმ ქალისგან რა უნდა, ეგრე რათ უყურებს, ვაა..)
გია_544
13 თებერვალი 2024 21:40
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული