"დააყენონ არაბიძე და გადაგლეჯს ამ ლუქსემბურგს! ძალიან მაგარი ფეხბურთელია და იცით, კიდევ რა პლუსი აქვს?!" - ობოლაძე "ტორპედოს" შემტევის ნაკრებში დაბრუნებაზე

AutoSharing Option
Youtube-არხ "ოქტოპუსზე" გადაცემა "ორშაბათობის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე გახლდათ, სადაც მან საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძის შესაძლო გამოძახებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი "ჯვაროსანთა" რიგებში გამოძახებას იმსახურებს. 

"არაბიძის ხასიათებზე ლაპარაკობენ... რომც ჰქონდეს ცუდი ხასიათი, რაა?! უხასიათო ისეთი ფეხბურთელები იყვნენ... მაგალითად, ანელკა, ჩემპიონთა ლიგაზე კანს ორი გოლი გაუტანა.

ახლა ვუყურე არაბიძის ბოლო თამაშს. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარია და ლუქსემბურგს გადაგლეჯს, რომ დააყენონ.

"კვარამ" რაც ითამაშა ბათუმის "დინამოში", იმავეს აკეთებს ახლა გიორგი და ვფიქრობ, ნაკრებში უნდა იყოს. აქამდეც იყო კარგი
შანსები მისი გამოძახების, თუნდაც მონღოლეთთან და ტაილანდთან. ახლა კი ძალიან მაგარ ფორმაშია.

თან იცით, რა პლუსი აქვს? სულ წინ მიდის, სულ კარისკენ იყურება... "ტორპედოს" მწვრთნელმა სტვინ კინმა მის სტატისტიკაზე თქვა და მეც გადავხედე. მაგარი სტატისიკა აქვს, უბურთოდაც. უკანაც ჩადის, ეხმარება და ეკუთვნის გამოძახება, თანაც ეგეთი მძიმე პერიოდიდან რომ დაბრუნდები, შანსი ხო უნდა მოგეცეს?!", - თქვა ობოლაძემ.
მკითხველის კომენტარები / 83 /
არაბიძე ძალზედ საჭირო ფეხბურთელია. ძალიან ბევრს მოძრაობს, მოედანს ხედავს უმაღლეს დონეზე და პასები აქვს არაჩვეულებრივი. მოძრაობაში არის სხარტი და მესის ნაერი ბურთის გრძნობა და ტარების უნარი. ასევე უზადოდ ასრულებს პენლებს და საჯარიმოებს და საჯარიმო მოედნის გარედნ ხშირი შორეული გასროლები და ხშირად გოლებით მთავრდება, რითაც ჩვენი ნაკრები ვერ დაიკვეხნის. ის ბევრად უფრო ამუშავდა დაცვასა და შუა ხაზში როგორც დღვინდა. ქართველი მესია. ევროპის ბევრ გუნდს დაამშვენებდა თუ შანსი მიეცა. მისი დონის ფეხბურთელი არ არის ასე მისაგდები. ასევე მივცემდი შანსს ნოდარ ლომინაძეს და ძმებ ხორხელებს.
simartle
06 მარტი 2024 17:28
0
დიმა იმედზეც მოყევი ეგ ყველაფერი რა
იქნებ შევიდეს მაგათ ტვინში რამე
და ერთი კიდევ იქნებს ჯაბას შეეზმიანოთ მცირე ინტერვიუზე იქნებ უნდა მაგასაც ლუქსემბირგის გახევა
Dato
06 მარტი 2024 17:24
3
არაბიძეს აშკარა პროგრესი აქ და იმსახურებს შანსს. თუმცა მისი თამაში არ თამაში სტრატეგიაზე და მწვრთნელზეა მხოლოდ დამოკიდებული და ყველა ნუ ვიქნებით პროფესორები. საერთოდ ფეხბურთელს ჯერ ამხანაგურში ცდიან.
fan1
06 მარტი 2024 17:13
9
მერედა გამოეცადა, დაუშალა ვინმემ? ამხანაგურზე, თორემ შესარჩევი ხომ სულ ჩავარიხინეთ, ორი სამი თამაში მერე უკვე დაკარგული გვქონდა შანსი და კართან ვიყავით მიყუჟულები, ნეტავ მეტი არ გაგვიტანონო
nika
06 მარტი 2024 18:11
1
არაბიძემ ამხანაგურში ითამაშია და გოლიც გაიტანა
ნიკი
06 მარტი 2024 18:08
1
ყველა გამოხმაურება
გადაგლიჯავს რა მესია თუ რონალდო, ბევრი კლუბი გამოიცვალა, ბოლოს ტორპედოში აღმოჩნდა. ეხლა შეიძლება ფორმაშია, მაგრამ მაინც არ გამოიძახებენ.
gio
06 მარტი 2024 17:12
28
დღევანდელი თამაშით კიდევ ერთხელ დაამტკიც3ბს თავის სიძლიერეს!
მინდია
06 მარტი 2024 17:11
0
ქართველებს არ გვაქვს უფლება ტალანტების აქეთ იქით გასროლის.სანიოლა არ გაგვაბრაზო ქართველები თორემ ვაისის გზას დაადდგები
დათო
06 მარტი 2024 16:55
5
მასე კვარაა რაუნდა ნაკრებში მარა ახლობლობით ათამაშებენ.თორე ჯორდანიაზ ბიჩი არავიზე ნაკლები არაა
aslan babu
06 მარტი 2024 16:40
22
ახალკაცის დროს შენგელია გოლს რომ ვერ აგდებდა, უკვე ასაკში შესული ჩელებაძის გამოყვანას მოითხოვდა მაყურებელი. სკანდირებდა მთელი სტადიონი ჩელე-ჩელეს და რამოდენიმე წუთში სათადარიგოებიდან ჩელე სარბენ ბილიკზე ჩნდებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთი გულშემატკივრისაა და მაკედონიასთან თამაშმა ეს ჭეშმარიტება კარგად დაგვანახა.
პ.ს. ფეხბურთში ისეც მომხდარა კანტონა დაუტოვებიათ ნაკრების მიღმა, მაგრამ ასეთი ფუფუნების უფლება-საშუალება ჩვენ არ გვაქვს და არც სანიოლია ჟაკე.
goga
06 მარტი 2024 16:33
2
არადა განსხვავება ასაკში შესულ ჩელესა და რამაზ შენგელიას შორის იყო წელიწად ნახევარი. ფუკა არგუმენტ...
ზაალ
06 მარტი 2024 19:49
0
კობიაშვილმა ოღონდ ეს თამაში მოიგოს და არაბიძეს კი არა კალაძეს და დემეტრაძეს გამოიძახებს თუ დაჭირდა. ეს დიმა კი მავნებლობს. ტორპედოს შემტევი დააყენოს და ჩაკვეტაძე დასვას? თუ ისეთი დაცვა გვყავს, სამი თავდამსხმელით ვითამაშებთ? ამ თამაშში მთავარია გოლი არ გავუშვათ და ჩაკვეტაძე რაღაცას შექმნის, მიქაუტაძეც შედის ფორმაში და ერთი გოლი მაინც უნდა გავიტანოთ
ავთო
06 მარტი 2024 16:25
19
ჯერ ჩაკვეტაძე ითამაშებს თუ არა, საკითხავია და მერე შეცვლა რომ დასჭირდეს, არ შეიძლება? ერთადაც მშვენივრად გამოვლენ, ჩაკვე-კვარაზეც ეგრე წუწუნებდა ბევრი, მაგრამ ბოლოს გამოჩნდა, რომ მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს. გოლის შემქმნელი რომ გყავს, უნდა გამოიყენო, ერთით მეტი ვაი-მცველი მაინც ვერაფერს გიშველის
nika
06 მარტი 2024 18:17
0
ჩაკვეტაძესთან შესაძლებელია ითამაშოს, როგორც ცენტრში შეწეულმა!
ლაშა
06 მარტი 2024 17:37
0
არაბიზეც უნდა გამოიძახონ და გიორბელიძეც!!მე მაგალითად გოჩოლეიშვილს მირჩევნია გიორბელიძე,თან სათამაშო პრაქტიკაც აქვს კლუბში!!!!
**
06 მარტი 2024 16:21
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული