"დააყენონ არაბიძე და გადაგლეჯს ამ ლუქსემბურგს! ძალიან მაგარი ფეხბურთელია და იცით, კიდევ რა პლუსი აქვს?!" - ობოლაძე "ტორპედოს" შემტევის ნაკრებში დაბრუნებაზე

AutoSharing Option
Youtube-არხ "ოქტოპუსზე" გადაცემა "ორშაბათობის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე გახლდათ, სადაც მან საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძის შესაძლო გამოძახებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი "ჯვაროსანთა" რიგებში გამოძახებას იმსახურებს. 

"არაბიძის ხასიათებზე ლაპარაკობენ... რომც ჰქონდეს ცუდი ხასიათი, რაა?! უხასიათო ისეთი ფეხბურთელები იყვნენ... მაგალითად, ანელკა, ჩემპიონთა ლიგაზე კანს ორი გოლი გაუტანა.

ახლა ვუყურე არაბიძის ბოლო თამაშს. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარია და ლუქსემბურგს გადაგლეჯს, რომ დააყენონ.

"კვარამ" რაც ითამაშა ბათუმის "დინამოში", იმავეს აკეთებს ახლა გიორგი და ვფიქრობ, ნაკრებში უნდა იყოს. აქამდეც იყო კარგი
შანსები მისი გამოძახების, თუნდაც მონღოლეთთან და ტაილანდთან. ახლა კი ძალიან მაგარ ფორმაშია.

თან იცით, რა პლუსი აქვს? სულ წინ მიდის, სულ კარისკენ იყურება... "ტორპედოს" მწვრთნელმა სტვინ კინმა მის სტატისტიკაზე თქვა და მეც გადავხედე. მაგარი სტატისიკა აქვს, უბურთოდაც. უკანაც ჩადის, ეხმარება და ეკუთვნის გამოძახება, თანაც ეგეთი მძიმე პერიოდიდან რომ დაბრუნდები, შანსი ხო უნდა მოგეცეს?!", - თქვა ობოლაძემ.
მკითხველის კომენტარები / 83 /
არაბიძე იმსახურებს გამოძახებას!!!! მაგრამ ზომიერება ნუ გავიწყდებათ და ცაში ნუ აგყავთ თორე მერე მაგიტომ ეცემიან ასე მწარედ.

არაბიძეს შემთხვევაში სახეზეა პროგრესი, მონდომება და შრომა ვინც ესე გააგრძელებს ადრე თუ გვიან მიეცემა შანსი და იმედია გამოიყენებს და დაამტკიცებს რომ სანაკრებო დონეზეც შეუძლია ისეთი წარმატებით თამაში როგორც ჩვენ ჩემპიონატში. თორემ საქართველოს ჩემპიონატი რომ სანაკრებო საზომად არ ვარგა კარგად უნდა ხვდებოდეთ.

ნიკა
06 მარტი 2024 15:03
7
ბიჭს იმ პერიოდში გარდაეცვალა მამა როდესაც გადავიდა პორტუგალიაში რო ჩავიდა პენალტი ვერ გაიტანა აერია მდგომარეობა შემდეგ კიდევ ერთი შეცდომა მოუვიდა დაბრუნების დროს პასის უკან დაიკარგა ბურთი გოლი გავიდა. ფსიქოლოგიურად აერია და ძლივს დალაგდა და შეუწყვეთ ხელი ვისაც ხელეწიფება გააგონეთ ხმა ფორმაში შევიდა.მისნაირი ბურთის დამჭერი არ არი ფიზიკურად არავინ ძლივს დალაგდა ბიჭი
იმერელი
06 მარტი 2024 16:08
4
არაბიძე აუცილებლად უნდა გამოიძახონ ნაკრებში, ასევე ნაკრების ფეხბურთელებმა უნდა იმუშაონ პენლების შესრულებაზე, რადგან არ არის გამორიცხული ლუქსემბურგმა ავტობუსი დააყენოს და პენალტებამდე მიიყვანოს საქმე.
anti
06 მარტი 2024 15:02
4
რომ არ გამოიძახონ მოსაკლავები იქნებიან სანიოლიც და ფედერასტებიც. რა დროს რაღაცა ანგარიშსწორებაზეა ლაპარაკი როცა სასწორზე ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დევს?
მართლა სულელები ხართ ნაკრების მესვეურებო? საეჭვი აქ არაფერია ასეთი ფეხბურთელი გყავდეს და არ გამოიძახო?!
inviz9
06 მარტი 2024 18:07
4
გამოიძახეთ ეს კაცი ნაკრებში, მიეცით შანსი რა მოხდება. არამგონია ვინმეზე ნაკლებად წარმოაჩინოს თავი. რამდენი თვეა უკვე გულშემატკივარი დაჟინებით ითხოვს არაბიძის ნაკრებში გამოძახებას და ბოლო ბოლო ამხელა არმიას მაინც ეცით პატივი.
ქობულეთიდან
06 მარტი 2024 18:37
4
ახალკაცის დროს შენგელია გოლს რომ ვერ აგდებდა, უკვე ასაკში შესული ჩელებაძის გამოყვანას მოითხოვდა მაყურებელი. სკანდირებდა მთელი სტადიონი ჩელე-ჩელეს და რამოდენიმე წუთში სათადარიგოებიდან ჩელე სარბენ ბილიკზე ჩნდებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთი გულშემატკივრისაა და მაკედონიასთან თამაშმა ეს ჭეშმარიტება კარგად დაგვანახა.
პ.ს. ფეხბურთში ისეც მომხდარა კანტონა დაუტოვებიათ ნაკრების მიღმა, მაგრამ ასეთი ფუფუნების უფლება-საშუალება ჩვენ არ გვაქვს და არც სანიოლია ჟაკე.
goga
06 მარტი 2024 16:33
2
არადა განსხვავება ასაკში შესულ ჩელესა და რამაზ შენგელიას შორის იყო წელიწად ნახევარი. ფუკა არგუმენტ...
ზაალ
06 მარტი 2024 19:49
0
კი უნდა გამოიძახონ ნაკრებში, მაგრამ სათამაშოდ კი არა, არამედ ანახონ, თუ რას ნიშნავს ზრდილობა, თავმდაბლობა, თავდადება ...
xuta
06 მარტი 2024 15:33
24
მისმინე გამოძახონ და არ ათამაშონ რა საუბარია ვიზე მაკლები ბინ გყავს არაბასნაირი
gio
06 მარტი 2024 16:20
7
არაბიძის დონის ფეხბურთელის დაკარგვა არ შეიძლება, ეტყობა მზად არის და შანსიც უნდა მიეცეს!!!
ჭიჭე
06 მარტი 2024 17:50
0
აუცილებლად უნდა გამოიძახონ დიმა ობოლაძე ნაკრებში.
ზაზა
06 მარტი 2024 18:45
4
ეგრე პირდაპირაც ვერ ვიტყოდი!დიდი ხანია ნაკრებში არ ყოფილა და თუ მწვრთნელმა არ დაავალა,თამაშს თავზე ვერ აიღებს.შეჩვევა უნდა ყველაფერს,თუმცა ახლა უკვე მჯერა,არაბიძე ითამაშებს ნაკრებში და ძალიან სასარგებლოც იქნება.უკვე დაღვინების პერიოდი უდგას.
სოსო
06 მარტი 2024 15:19
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული