მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
ამ თამაშებში სტანდარტულებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.ლუქსემბურგი და ღმერთმა ქნას საბერძნეთი რომ ჯარიმის დროს ბოლო კაცზე ჩააწვდიან და მეტრანახევარი 50 კილოიანი აზაროვს თავზე გადააფრინდებიან მერე დაიწყებთ ღრეჯვას, მართალი ყოფილაო ეგ ჩემისაო.ტვინი როდის გქონდათ რო , ნაბიჯს რომ დგამთ მერე რა უნდა ყოფილიყო ვერასდროს თვლიდით. კიდევ კაი დღეშია საქართველო ქართველების ხელში :)
Მურთაზ სანიოლი
14 მარტი 2024 03:16
16
ჯარიმაზე და სტანდარტულებზე თუ ფიქრობ, თუ იმას აზროვნბ რომ ყოველ შანსს მნიშვნელობა ექნება შეტევაში, მაშინ ზუსტად ისეთი მოთამაშეები უნდა გამოეძახა როგორიც აზაროვი და არაბიძე არიან! არაფრერში შეუძლიათ უცებ შანსი გააჩინონ! ამდენი ჩამშლელი რო ყავს გუნდში რომელი აპირებს გოლის გატანას?!
ლადო
14 მარტი 2024 10:40
4
მაშ კაცო, აბა
ვილი ხურცილავა
14 მარტი 2024 09:00
0
"არაბიძეს თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ" - დაგვცინის... კვირკველიას ინტენსივობას ადარებს ))) არაბიძის გოლები და ეფექტურობა არ მოსწონს, ინტენსურობას მოითხოვს მოსეირნე ნახევარდაცვისგან თურმე)
"მე კლოპი არა ვარ" - ბაღლინჯო ხარ, რახან გულშემატკივარს დასცინი!
გია_544
13 მარტი 2024 15:47
16
აზაროვზე მართალია სანიოლი თუ არ გჯერათ თავიდან უყურეთ ჩანაწერებს. გოჩოლეიშვილიც არ იმსახურებს ამ ეტაპზე გამოძახებას.
semi
13 მარტი 2024 15:35
4
აბა დადგა ექსპერტების ბუმი...ბიჭო ამხელა სტატიებს რომ წერთ და ყველაფერში რომ ერკვევით ეს გასაგებია მაგრამ ეს ნაკრები მერამდენე წელია არაფრის გამკეთებელი რომ არ არის ერთხელ მაინც გამოსულხართ ფედერაციასთან და გაგიპროტესტებიათ რამე... კლავიატურით ან საქმე არ კეთდება არაააა
დელიკა
14 მარტი 2024 11:53
6
ფედერაციასთან პროტესტი რას ნიშნავს, ნაკრების შემადგენლობა მოსახლეობამ უნდა დაასახელოს? ფედრაცია ადმინისტრირებას ახდენს, ფეხბურთელები ვინ როგორ ფორმაშია, მწვრთნელების და თანაშემწეების შესაფასებელია. არცერთმა გულშემატკივარმა, ან ჟურნალისტმა არ იცის, კონკრეტულ მატჩში კონკრეტული ფეხბურთელი სად, რა დავალებით უნდა ათამაშოს.
დელიკა-ს
14 მარტი 2024 12:39
5
მწვრთნელია და არჩევანს პატივი უნდა ვცეთ გასაგებია, მაგრამ აზაროვის შემთხვევაში - თუ კი დაცვაში სუსტია , შენგელია და წიტაიშვილი უკეთესი მცველები არიან?
ხომ ერა
13 მარტი 2024 19:37
1
ესენი მიზეზს მოიფიქრებენ, რომ ხალხი სტადიონზე არ შეუშვან.
ქ. გ.
13 მარტი 2024 17:09
13
პრაფესორი ხარ ნამდვილი. ბევრი მსგავსი აზრი გიღიტინებს?
ქ.გ.-ს
14 მარტი 2024 01:02
1
მესმის უმრავლესი კომენტარის პათოსი და ბევრს ვეთანხმები, მაგრამ პრიორიტეტები გვერევა ბევრს, მტავარია ეხლა ერთიანობა და გუნდის გვერდით ყოფნა, კრიტიკას მერეც მოვასწრებთ თუ ვერ გავედით. არ დაგვავიწყდეს მთავარი მიანი ევროპაზე გასვლაა და არა ვინმე კონკრეტულის ნაკრებში თამაში. თეორიულად თუ შედეგს კვარას გარეშეც მივაღწევთ რათქმაუნდა არ მაქვს პრობლმე არ გამოიძახონ, ანუ იმის თქმა მინდა რომ თუ ევროპაზე გავედით არაბიძის გარეშე ძალიან კარგი. თუ ვერ გავედით მერე ვაკრიტიკოთ მწვრთბელიც და ფედერაციაც. ეხლა მხადაჭერის დროა თუ ჩვენი პრიორიტეტი შედეგის მიღწევაა და არა გაბრაზებულზე კრიტიკა. ესაა ჩემი კომენტარი :)
Me ar var Roboti
13 მარტი 2024 14:34
4
მამუჩაშვილზე, კვეკვესკირზე, მექვაბიშვილზე და ქვილითაიაზე უკეთესები, თუ ვერ ნახე სანიოლ, მაშინ რა ჯანდაბა გვინდა საერთოდ ევროპაზე!? აღარაფერს ვამბობ კვირკველია-კაშიას დუეტზე!
მწვრთნელი
13 მარტი 2024 13:32
12
ვინ უკეთესი? თქვით, არის ვინმე და არ იძახებს?
ვაჟა
13 მარტი 2024 13:43
4
მე თუ მკითხავთ ლამაზად მარცხი მირჩევნია სამარცხვინოდ მარცხს! და დროა ქართული ფეხბურთი ითამაშოთ, აკეთოთ ის რაც სისხლში გვაქვს და ასეთი სტილით დაამუღამოთ მოგებაც და შედეგიც! კარგად ბრძანდებოდეთ! კაციტაძე და ჩანერგილები კიდე ცალკე თეამაა!
კოტე
14 მარტი 2024 10:42
9
კლოპმა თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს... - აი მაგიტომ არიან მოსაშორებელი კვირკველია და კაშია! რატომ არ იშორებ? თუ იცი რომ "მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ" და საუკეთესო მწვრთნელი გირჩევს!!! ))
ეს პლეერი მოაშორეთ!
14 მარტი 2024 10:36
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული