მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
რა დღეში არიან სფფ-ს ბოტები! როგორ დაიქოქნენ ))
გია_544
14 მარტი 2024 10:30
11
კიდე კარგი თქვენი ანალიზი შემოგვთავაზეთ :)))))
pepelu
14 მარტი 2024 10:43
7
დიდი იმედი მაქვს ეს გადაწყვეტილებები არ იქნება შეცდომა და კიდევ ერთხელ არ გაგვიცრუვდება იმედი. მარცხენა მცველის პოზიციაზე აზაროვის გარდა კიდე ვინ შეიძლება დადგეს ეგ ჩემთვის გაურკვეველია, თუმცა დაველოდოთ. ლუქსემბურგთან უპირობოდ მოგებას ველოდები, დანარჩენს ეს თამაში გვაჩვენებს.
გიორგი
13 მარტი 2024 20:58
2
სულ მაქვს მოლოდინი,რომ რომელიმე ფეხბურთელი გაარღვევს მოჯადოებულ წრეს და სიმართლის მხარეს დადგება,თუმცა სულ გაწბილებული ვრჩები. მერე მახსენდება იტალია და დე როსი,ცვილელებაზე შეყავდა ვენტურას და ბოთლი ესროლა,ვაგებთ და ინსინე უნდა შეუშვაო. რამდენად გაუმართლად იტალიელებს რო დე როსის მსგავსი ფეხბურთელები ყავდათ,სიმართლის თქმის რო არ ეშინიათ და თავისი ქვეყნისთვის ყველაფერს აკეთებენ. ხო მართლა,იმ ამბების მერე ვენტურა გაუშვეს და მანჩინი მივიდა,არც დეროსი იყო ნაკრებში,თუმცა იტალიამ ევრო მოიგო. დე როსი ეხლა რომაშია და სასწაულ თამაშს ათამაშებს,ფანებსაც უყვარს და ყველა პატივს სცემს. მოსელფავეების გასაგონად,დე როსი ჩამშლელი ნახევარცველი იყო და იტალიას იმ თამაშის მოგება უნდოდა,ინსინე კი მარცხენა გარემარბი ანუ თქვენებურად ვინგერი იყო. სანიოლის განაცხადს ვუყურებ,რად გვინდა ამდენი დაცვითი ტიპის მოთამაშე ერთა ლიგაზე,ლუქსემბურგს დაცვით ვეთამაშებით და ესპანეთს შეტევით? სად არის ლოგიკა? ესპანეთთან 4-3-3 და ლუქსემბურგთან 5-3-2? ვინც არ იცით,4-3-3 ფორმაცია არის ყველაზე ინტენსიური,ყველაზე მეტ ოფციას გაძლევს,თუმცა თუ კარგად ვერ გააკეთებ,ბევრ საფრთხეს გიქმნის,რაც ესპანეთთან ვნახეთ. და მაინც,ერთი დაცვითი ტიპის მოთამაშე გამოსულიყო და ეთქვა,მე კი არა,არაბიძე უნდა გამოგეძახებინაო და ბოთლი ესროლე,თუმცა მაგის თავი სად აქვთ. სოც ქსელებში პოსტებით ევროპელები არიან,თუმცა მონური მენტალიტეტი აქვთ და კომინიზმია მათ თავებში.
იასონას უდარი
13 მარტი 2024 19:06
6
მე ვეთანხმები აქ გამოთქმულ რამოდენიმე მოსაზრებას იმის შესახებ,რომ მწვრთნელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ვინ გამოიძახოს და ვინ არა(არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვეთანხმებით თუ არა)თავის საქმე ჩვენზე უკეთესად ეცოდინება რა თქმა უნდა.ოღონდ არსებობს ერთი მაგრამ და ეს მაგრამ გამოიხატება იმაში,რომ ღმერთმა არ ქნას ამ ორ თამაშში ფეხი დაუცურდეს ნაკრებს(ილოცეთ მწვრთნელიან ფედერაციანად ერთად
გოჩა
13 მარტი 2024 15:03
6
მაქსიმუმ რასაც იზამენ,გადადგებიან!..სფფ-ს ხელმძღვანელობასაც ადვილად არ შეელევიან,ეგაა ამათი პრობლემა.
თუმცა იმედი ვიქონიოთ,ყველაფერი კარგად იქნება!
ხორშელი
13 მარტი 2024 15:15
2
მოკლედ, ამ "დივნის" ექსპერტების მოსაწონი ხომ არაფერია )
ჟუდექსი
14 მარტი 2024 11:00
5
ამ კომენტარების ავტორები (გამონაკლისების გარდა) ნამდვილად არ იმსახურებენ ევროპაზე გასვლას. ჰოდა რაც ერია ის ბერია. 1976 -ში ნეტცერი არ ათამაშეს მსოფლიოზე, იმიტომ რომ ოვერატი უფრო მეტის გამკეტებლად ჩათვალა მწვრთნელმა და არავითარი აჟიოტაჟი არვ აუტეხიათ გერმანელებს და შოვინიზმი(!) შოვინიზმი არ უხსენებია არავის.
გიზოგ
13 მარტი 2024 16:00
5
1976-ში არ იყო მსოფლიოს ჩემპიონატი.
1974-ში იყო.
ქ. გ.
13 მარტი 2024 17:04
3
გიუნტერ ნეტცერი ყველა დროის გერმანიის საუკეთესო ნახევარმცველად არის აღიარებული...ყველა საფეხბურთო სანაკრებო ტიტულები აქვს მოგებული..ევროპის ჩემპიონი 72 წ. მსოფლიო ჩემპიონი 74 წ. 1975 წელს დაასრულა სანაკრებო კარიერა...სულ რაღაც 37 თამაშში მიიღო მონაწიელობა..
ბუჯანგა
14 მარტი 2024 12:25
0
ესეგი აზაროვის ბრალი ყოფილა ყველაფერი, გურანდა კაშიამ, კვირკველიამ, კვეკვესკირმა ხო დაბდღვნეს ყველაფერი, ქვილითაიას დაბრუნება ვინ გირჩიათ? ეგ ისეა ქათამმა რომ ახალი დაარქვა პარტიას))))))))))))))))) ჯაბას დაბრუნებას, ნამდვილი კაპიტნისას მივესალმები, გადაეცით სამკლავური, რით ვერ გაიგეთ, რომ ცისარტყელა კაპიტნით წარმატების მიღწევა არ გვიწერია! მაგრამ როცა ჩვენი პრანჭია მერისთვის საპატიო თბილისელი გვასალიაა, ფედერაციაში ჩაბუდებული მისი ლგპდ თემი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის თამადობით კაცს ხომ არ დანიშნავენ კაპიტნად
llcl
13 მარტი 2024 15:19
25
ვილი ცუდად დაასრულებ შე ლუზერო, გუნდს კრეატიული შემქმნელი ფეხბურთელი არ ყავს და დარწმუნებული ვარ კაშია-კვირკველიას "გადამკიდე" ლუქსემბურგი აქ პირველს გაგვიტანს და მე რამეში დარწმუნებული როვ ვარ გამორიცხულია ეს ისე არ ახდეს და იქ ინატრებთ არაბიძეს და გოდება გვიანი იქნება. ყველა პასუხს აგებთ არამზადებო. თვილისის ნაკრებია თუ დაქართვრლოს ეს არის ზუსტად შოვინიზმი მეტი კი არაფერი.
M-33
13 მარტი 2024 13:30
17
თუ ქართველი ხართ ცოტა მაინც დაფიქრდით რას წერთ.
გიზოგ
13 მარტი 2024 15:43
2
კანკავა იმიტომ დააბრუნეს რომ არაბიძის თემა გადაეფარათ.
Ika77 2
14 მარტი 2024 13:36
11
ეს ის საგურამო არააა იტალიას რომ ავტოგოლებით მივეცით თამაში და მაგ ფულით დაამთავრეს ….მაკედონიამ და უეფამ მაშინ იმდენი მოგვცა რომ კობიმ მას მერე ბიუჯეტიდან ერთ თეთრსაც არ ვღებულობთო და ბათუმის სტადიონის ვალები გადაიფარაო ….ახლა ის მაინც გვითხრან სად აპირებენ სტადიონის აშენებას …?! მე მგონია რომ ფოთში ჯუღელსაც ხომ ეკუთვნის წილი აბა როგორია როდესაც 2 თამაში რჩება და 2 ყვითელის ისე აკიდება რომ რატომ რისთვის როგორ დღესაც ვერ ვხვდებით მთელი ერი ….როგორც მაკედოჯიის კოვიდს ისევე რატომ შეგვეზარა ოლიმპიადაზე წასვლა ასევე გაუგებარია გადამწყვეტ თამაშებში გამოიძახო ის ხალხი ვისი პრაიმებიც 5-6 წლის უკან იყო ( მაშინ 30 წლისანი მაინც იყვნენ)და თითქმის არ გამოიძახო არავინ ( ვინც არიან ძირითადში მამარდას გარდა არ იქნება არავინ მაინც ) ევროპაზე ურთულესი ჯგუფიდან გამსვლელი ბიჭები ….და ყველაზე საგიჟეთი არის ის რომ მწვრთნელი ამბობს მკიდია მოიგებთ წააგებთ გახვალთ ევროპაზე თუ კიბეთი მთვარეზე ახვალთ მე ამ თამაშების შემდეგ უეჭველი მივდივარო უკვე ისიც გაირკვა თუ საით ირლანდიაშიო …და ჩვენი ბრძენი ჟურნალისტები ექსპერტები ვეტერანები თუ ბლოგერები გაიძახიან ეგ არის მწვრთნელის პრეროგატივა ეს არის მისი ხუშტურების თემა ეს ფეხბურთელი მოწონს ის კა არაო პასუხისმგებელი ხომ მწვრთნელი არის შედეგზეო ( ერთმა ბლოგერმა სახელ და გვარს არ ვიტყვი მაგრამ მგონი ფოფხას ეძახიან აი ამან საერთოდ გამაოცაა ადრე თავის მაყურებელს კომენტების პასუხად ეჩხუბა თქვენ ხალხო შიგ ხომ არ გაქვთო ჩვენ აქ ორი სპეციალისტი ვზივარ მათი სპეციალობა შედგება კომენტატორობა იქსმა მისცა პასი იგრეკს მან ჩააწოდა და გამამ მიარტყა ბურთს თავი თანაც ორთავე იტალიის და ესპანეთის გადამკვდარი ფანები არიან ისე რომ ინფაქრტამდის მიდიან და თქვენ რა იცით ფეხბურთიო თქვენ ხართ უბრალო მაყურრბლები და ჩვენ კი პროფესორა მოტლიკინეებიო …აი გუშინ კი ახალი ჰიტი დაახეთქეს ხალხნო თქვენ რა გაახურეთ საქმე ამ არაბიძეთიო 1მილიონი ან ნახევარი მილიონი ქართველი თუ იტყვის არაბიძე უნდა იყოს ნაკრებშიო ამით რა შეიცვლებაო თქვენ ხართ რაოდენობრივი ბრბო ხოლო სანიოლი კი ლეგენდა ფეხბურთელი და ჩამოთვალეს მისი რეგალიები კიდევ კარგი რომ ფეხბურთელოიბს და არა მწვრთნელიბის აი იმ ფოფხიას და კიდევ მის სენიორას გასაგონად ვამბობ ნახევარი მილიონი ქართველი მწვრთნელს და ფეხბურთელს კი არა იმას წყვიტავს ვინ და რომელი მთავრობა აირჩიოს ადრე გიჟგიჟა პრეზიდენტაბსაც ირჩევდა და მერე აპანღურებდა კიდეც თუ მილიონი ქართველი იძახის რომ არაბიძე ნაკრებშიო ესე იგი ნაკრებში იმიტომ რომ ეს ნაკრები არის ამ ნახევარი თი მილიონი ქართველის ნაკრები ამ ხალხის ფულით ჭამს პურს ის ფედერაცია რომელიც ხალხის თანხმობით არიან იქ და ამ ხალხის ფულიდან დაიქირავეს მუშად( ანუ მწვრთნელად ეგ თქვენი ვილიკო) ხომ პასუხისმგებელიო ახსნას რა ვინმემ რაში გამოიხატება ეგ ოკ მესმის ადრე სტალინის დროს თუ ჩაისვრიდა ან კედელზე ან ციმბირში ტყის მოჭრავ))) აქ კი რაში გამოიხატება ეგ პასუხის გებს …???! გაააგდებთ ტიპმა მე ისედაც მივდივარო ….ოკ თუნდაც არ ეთქვა მივდივარო რააა ამით ჩაიდებდა ხელფასს პლიუს იმდენ კომპენსაციას რომ ასობით ოჯახს გამოკვებავდა….აუეეე ფოფხიააა პასუხის გება რაში გამოიხატებააა…?! სხვა იმ ნახევარ მილიონის არ ვიცი მაგრამ მე თუ მკითხავთ გავრისკო და იმ არაბიძესთან ერთად მირჩევნია თუ წაგება იქნება და თუ მოვიგებდით 90% მაგის დარტყმული ჯარიმიდაბ მოვიგებდით ბოლოსდაბოლოს ჩვენი შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა ….ახლა კი იმ ნახევარმილიონიან ქართველებიდან ერთერთის აზრს რომ მე მაქვს შეგრძნებაც არა უკვე 99% დარწმუნებული რომ 19 ნოემბრის შემდეგ გვატყუებენ ( ისევე როგორც 2020 წლის 12 ნოემბერს) ვარ რაღაც უნიჭო სპექტაკლის მონაწილე…ყველაფერი კეთდება უკუღმად იმისთვის რომ ეს თამაში ზუსტად რომ ლუქსემბურგს არ მოვუგოთ ( მდიდარი ქვეყანაა ბანკების და ალბათ კარგ კუშს დაგვპირდნენ)მაქვს ერთი იმედი რომ ამ ლუქსემბურგს რაღაც შემთხვევითი შეცდომის ხარჯზე მოვუგებთ აი მერე კი ბერძნებმა თუ მოიგეს ვიცი ბერძნები კრიკანი და ყეყეჩა ხალხია გარიგებაზე არ წამოვლენ თქვენ ისედაც მოგიგებთო და იქ გამწარებულზე( ფულების დაკარგვის გამო) შეიძლება ამოვდოთ ბერძნებს აბა ყაზახები ლუქსზე მეტს გადაიხდიან ….ეხ რა ვუთხარ იმ ნახევარ მილიონ ( პირველი ჩემ თავს) რომ არ ავიღეთ რამე ხელში და არ დავფერთხეთ ფედერაცია-ბლოგერ -ჟურნალისტთა საძმო…!!! პ.ს ნეტავ რამდენი დაუჯდა კობის ლუქსემბურგის ფულები რომ ინტერის ქოლგის ქვეშ ეგულავათ 3 დღე ვეტერანთა სასტავს)))
ოხოო
13 მარტი 2024 23:46
11
ბოღმა,ზიზღი,ტყუილი,შური,ცილისწამება-ყველაფერია სიმართლის,კეთილგანწყობისა და ელწმენტარული ობიექტურობის გარდა.სამწუხაროა ეს,სამწუხარო,ასეთი ამაზრზენი "შეთქმულების თეორიები"
მაო
14 მარტი 2024 10:40
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული