მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
სანიოლი ფრანგი იაშვილია? ფეხბურთის ეს ორი ტიტანი ერთ ნაკრებში ნამეტანია…
ჩელენჯერი
13 მარტი 2024 17:45
5
არაბიძის არ გამოძახება ძვირი არ დაუჯდეთ.
ბიანკონერო
13 მარტი 2024 15:27
20
ვილი ნაკრები ფინალში თუ ვერ გავიდა, გასაქცევი ეძებე!!! :@
გიორგი
13 მარტი 2024 13:30
2
ირლანდიაში მიდისო! ასე თქვეს!
მწვრთნელი
13 მარტი 2024 13:37
1
მაღალი ინტესივობით რომელი ქართველი თამაშობს შემახსენეთ ერთი ?!, ხვიჩასაც კი მოსამატებელი აქვს მაგ კუთხით, სხვანაირად გრანდის ძირითადში ვერ მოხვდება. კი მეც ვუყურე არაბიძის რამდენიმე თამაშს და იგივე შეხედულება დამრჩა, ფიზიკაში არაუშავდა ჯაბას, მაგრამ მაპატიოს და ჩამშლელის გარდა სხვა უნარებში რბილად რომ ვთქვათ მაგრად მოიკოჭლებდა....
გუსანი
13 მარტი 2024 13:21
1
ისაა ერთი გამახსენეთ ეს რომელი აზაროვია - სხვებისაგან განსხვავებით გადაღლილი რომ არ იყო და ლამის ტრაპიდან რომ შეუერთდა 21 წლამდელებს და თავის ასაკის ბელგიელებთან და ჰოლანდიელებთან შედარებით 10 წლით უფროსივით რომ გამოიყურებოდა? ეს ის არის ჩემპიონთა ლიგა რომ ითამაშა ბარსასთან და პორტუსთან, და თამაშებს შორის ნაკრების შეხვედრებზე რო ჩამოდიოდა მაინც? - ხო რავი დიდი არაფერი ერთი შეხედვით მაგრამ ქართველი ფეხბურთელების ისტორიებს თუ გავიხსენებთ ეს დიდი დასაფასებელი რამაა. ეგგააა? ეგ აზაროვია? ხოოო მაშინ გასაგებია. საღოლ. კვეკვესკირი, კაშია და კვირკველია არ დაგეკარგოდ არსად
დინამიტი
15 მარტი 2024 02:42
2
ლუქსემბურგს თუ ვერ გავცდით, სანიოლი კი არა, ფედერაცია უნდა წავიდეს.
თან უ ლ ა პ ა რ ა კ ო დ . თუ არადა მე წავალ :D
ლადო
15 მარტი 2024 00:20
1
პეპელუს!
მე იმას კი არ ვამბობ ფედერაცია ავიღოთო-გავაგონოთ რომ ჩალით არ არის ქვეყანა დახურული და რომ ნებისმიერ ვითომ უნებლიე შეცდომას (ხვიჩას დისკვალიფიკაციას ვგულისხმობ0, თუ პრინციპულ გადაწყვეტილებას (აზაროვის და არაბიძის არ გამოძახებას ვგულისხმობ) პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსასრულოდ გაგრძელდება დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული არაობიექტური თუ ანგარებითი საქციელი
თქვენი მაგალითები რაულის და რონალდოს არ გამოძახებაზე ისეთივე უსუსურია, როგორც სანიოლის გუშინდელი არგუმენტები-რადგან რაული თუ არ წაიყვანეს უკეთესი ან შესადარისი შემცვლელი ყავდათ და ჩვენ კი გვაქვს იმის ფუფუნება რომ აზაროვზე და არაბიძეზე უარი ვთქვათ?
რაც შეეხება ჭორაობას-არ ვჭორაობ საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვამ-აბა პროკურორი ხომ არა ვარ ბრალი წავუყენო? თუმცა ძალიან ბევრი ირიბი მტკიცებულება გროვდება მაკედონიიდან დაწყებული ამ გაფართოებული სიით დამთავრებული, რომ მიზანმიმართულად ასუსტებენ ნაკრებს და ამცირებენ გამარჯვების შანსს
აბა თქვენ რითი ხსნით ამდენ "შეცდომას"? ამდენი დამთხვევა შემთხვევით არ ხდება ეს უკვე გარკვეული მიზნის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების ლოგიკური და უწყვეტი ჯაჭვია
ჯაბას გამოძახება და თოფურიას მიერ თამაშის გახსნა კი გულშემატკივრების გულის მოგების იაფფასიანი მცდელობაა
ისე მაგარი ბიზნესია ეს ერთა ლიგა-ჯგუფს მოიგებ და გადამწყვეტ თამაშს დათმობ-საინტერესოა რა ფასად?
ამ ფედერაციის ხელმძღვანელობას ნამუსი რომ ქონდეს ან მცირედი პატრიოტიზმი და თავმოყვარეობა, არც უნდა ჭირდებოდეს ხალხის შეკრება და პროტესტი-თვითონ უნდა გადადგნენ თუ ლუქსემბურგთან წავაგეთ, რადგან მეორეჯერ და ალბათ სამუდამოდ დავკარგავთ ევროზე გასვლის შანსს-წილისყრაშიც ორჯერვე გაგვიმართლა ნახევარფინალიც და ფინალიც ორივეჯერ თბილისში ტარდება და ასეთი შანსის მეორეჯერ გამოუყენებლობა არ შეიძლება ვინმეს ეპატიოს-მით უმეტეს ასეთი შეგნებულად გადადგმული უაზრო ნაბიჯების ფონზე
inviz9
14 მარტი 2024 16:22
5
წააგებინებს ამ თამაშს სპეციალურად ფედერაცია ნაგლად დავალება შესრულდება და ესეც გაუვათ ყველაფერი შერჩებათ. იმიტომ რომ თქვენ ხალხი არ ხართ აქამდე გააბლატავეთ ფედერაცია
x
13 მარტი 2024 21:59
12
ლობჟანიძეზე კი ერთს ვიტყვი მხოლოდ... თმა რომ ქერად შეიღება, სწორედ მაშინ გამოჩნდა რომ რაღაც ვერ იყო თავის ჩვეულ დონეზე და უჭირდა რაღაც... ასეთი რაღაცეები სპორტშიც გადადის, თუ გადადის.
ავაზა
13 მარტი 2024 16:02
27
მესის ქონდა შეღებილი და არაფერი არსად არ გადასვლია))))
ჰაჰაჰა
13 მარტი 2024 16:44
11
მესის ქონდა შეღებილი და არაფერი არსად არ გადასვლია))))
ჰაჰაჰა
13 მარტი 2024 16:44
11
შე კაი კაცო გეცადა მაინც რამოდენიმე წუთი,რომ ყოფილიყო? განაცხადში მაინც შეგეყვანა? მაგრამ შენ რა ფედერაცია წყვეტს ვინ თამაშებს ვინ არა,წაგების შემთხვევაში ორივე აგებთ პასუხს
სვანსკი
13 მარტი 2024 15:01
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული