მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
Arabidze 20wuts ver itamashebda? Burtis damcheri bevri gvyavs?jarimis damrtymeli bevri gvyavs? Ra daashava am bijma egeti ro ver patio bt?Ikvaraxelias gafrtxilebebze uniatoba xo apatiet I'm upasuxismgeblo tips.
Gia
13 მარტი 2024 17:21
9
მაგ ლოგიკით არც გოჩოლეიშვილი არ უნდა გამოგეძახებინა,საშინელი თამაშები ჩაატარა ბოლოს ნაკრებშიც და კლუბშიც,გიორბელიძე უნდა გამოგეძახებინათ!!
!!
13 მარტი 2024 13:45
2
ვოივიდინაში,თან სათამაშო პრაქტიკა აქვს,ფიზიკურადაც უფრო ძლიერია აზაროვზეც და გოჩოლეიშვილზეც!!!
ზაალი-ს
13 მარტი 2024 15:05
1
გიორბელიძე სად თამაშობს?
ზაალი
13 მარტი 2024 14:17
1
არაბიძე თუ არა ყაზაიშვილი მაინც გამოგეძახათ, აზაროვის არ გამოძახებაც რავიცი რავიცი
ნიკა
13 მარტი 2024 12:42
19
Სანიოლი არაფერს წყვიტავს სასტავს კალაძე კობი ნემსო იაშკა და შეწერილი ყაველა აყენებს ასე რომ მგონია ეგ სამეული პოლიტიკური შეხედულობების მსხვერპლები არიან
Ოლეგ
14 მარტი 2024 19:01
9
აბა დადგა ექსპერტების ბუმი...ბიჭო ამხელა სტატიებს რომ წერთ და ყველაფერში რომ ერკვევით ეს გასაგებია მაგრამ ეს ნაკრები მერამდენე წელია არაფრის გამკეთებელი რომ არ არის ერთხელ მაინც გამოსულხართ ფედერაციასთან და გაგიპროტესტებიათ რამე... კლავიატურით ან საქმე არ კეთდება არაააა
დელიკა
14 მარტი 2024 11:52
2
ნუ ღელავთ, შემადგენლობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს - გასული ვართ უკვე ევროპაზე. ორი პენალტი ჯიბეში გვიდევს წინასწარ - თუ რამე ქაჯობას არ ექნა ადგილი 'წყნარად' ამოვყოფთ თავს იქ, სადაც ჩვენი ადგილი არაა..
მოკლედ, მორიგი პიარ-შოუ დაიდგმება, ევროპასთან 'ჩასახუტებლად' და რუსეთთან ომისთვის 'გასამხნევებლად'
vava
13 მარტი 2024 16:43
36
მართლა ვავა vava
ჯეჯე
14 მარტი 2024 01:04
0
საინტერესოოა,მაღალ ინტესივნობით რომელი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს?არაბიძეს რომ ინტესივნობას უწუნებს.ესეთი არაობიქტრუობა დაგვღუპავს.
სერგო
13 მარტი 2024 13:09
16
სანიოლი ფეხბურთის აზრზე არ არის! არაბიძე უნდა გამოიძახოს! თუ წავაგეთ ფედერაცია უნდა გადადგეს! :D:D:D სამი დღე არის ამას ვისმენ და რას ვფიქრობ იცით? ვაი ჩვენს პატრონს რა გვეშველება ამ ხალხის ხელში ჩვენ? სანიოლი თუ აზრზე არ არის თქვენ ხო ხართ აზრზე? კაცს სულ რო არაფერი ამდენი რამე აქვს ნანახი. არაბიძე რატომ უნდა გამოიძახოს ესეც ამიხსენით რაიქნება გთხოვთ, ტორპედოში რო თამაშობს მაგიტო? და მესამე გუნდმა თუ წააგო ფედერაცია რატო უნდა გადადგეს რა შუაშია? ესეც დაწერეთ რაიქნება პროფესორებო! პს.ხო კიდევ არაბიძის დონის საქართველოს ჩემპიონატში მინიმუმ 10 ფეხბურთელი არის თუ დაგაინტერესებთ ჩამოგითვლით.
ტოტო
14 მარტი 2024 21:43
14
ინტენსივობა იმას ქვია.ერტხელ მოატყუებს ან მარჯვნიმ მიდის ხან მარცხნივ.დაკარგავს მოსეირნობს.დისციპლინაშიდაც მოიკოჩლებს.ასე რო სწორს იძახის.სანიოლი!საქართველოს ჩემპიონატში რო იბოდიალებ.ნაკრებისთვის ესეიგი არ არის მზად!ახლგაზრდა წინ მომავალი აქ.მაგ ინტესივობას დავამატებდი არა სტაბილურ თამაშსაც.დაკვირდი ზედიზედ 2 თამაშს.ნული.წარმატებები არაბიძეს და ორჯერ ეტი უნდა გაკეთოს დიდი ფეხბურთელი რომ გახდეს!!!
ინტენსივობა.
14 მარტი 2024 16:26
9
სანიოლს ცხენი აშკარად შეკაზმული ყავს...წარმატებები საქართველოს ნაკრებს.
Master
13 მარტი 2024 15:21
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული