მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
ჯერ მხოლოდ სათაური წავიკითხე და ეგრევე ბავშვობაში ნასწავლი ფრაზა გამახსენდა: "Раждённый ползость - летать не сможет!"
ეგრეა, რააა: რა პოლიტიკასაც რუსეთის მიმართ ეს მთავრობა ატარებს - დათვს ბაბაია რომ უნდა დაუძახო და იარაღის ჟღარუნისას სოროში რომ უნდა ძვრებოდე და იმალებოდე - იმათი მოგებული არც ომი გაიშვა, არც იმ მთავრობის მოყვანილი მწვრთნელის - თამაში!
ბესო შიოშვილი
14 მარტი 2024 21:25
8
იქნებ ვინმემ შეკითხვა დაუსვას სანიოლის ინტენსივობაში რას გულისხმობს
ქიტესა
14 მარტი 2024 16:15
4
ოჰო, რა თავდაჯერებულია, ბიჯოოოს )) გეგონება, უკრაინის ან იტალიის ნაკრების მწვრთნელია )) ჰო, კი იქნები თავდაჯერებული, როცა იცი, რომ მსაჯებიც და მაყურებლებიც შენს მხარეს იქნება DD
პენალტსაც დაგვიდებენ, თუ დაგვჭირდა..
:D
14 მარტი 2024 13:13
11
მართალია დელიკა-შევიკრიბოთ ხალხნო ხვალ ფედერაციასთან 3 საათზე და გავაპროტესტოთ, რომ არ ეგონოთ რომ ეს მაქინაციები შერჩებათ-გამოვიდნენ და დადონ პირობა რომ გადადგებიან თუ ლუქსემბურგს ვერ მოვუგეთ
თორემ დაგვცინიან "პოპელუ"-ს ნაირი ტროლები -"რა შეიკრიბეთ უკვეო"-?
ფედერაცია კი აგრძელებს ჩვენი აზრის და მოთხოვნების ფეხებზე დაკიდებას
ჰოდა თუ არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს აიღონ პასუხისმგებლობა და თუ წავაგეთ გადადგნენ
რაღაცა ძალიან ბევრი დამთხვევაა მაკედონიიდან დაწყებული და ლუქსემბურგით დამთავრებული-ყველაფერი იმაზე მეტყველებს რომ წასაგებად ემზადებიან და ამ აზრს გვაჩვევენ,უსუსური არგუმენტები მოიყვანა სანიოლმა აზაროვზე და არაბიძეზე-რარაცა ხომ უნდა ეთქვა... კანკავა გვიშველის? მართლა უკან პასის მეტი არაფერი გაუკეთებია გინდაც მაკედონიასთან არ იყო ეგ?... დატორმუზება აკლია ჩვენს ნაკრებს?
წარმოგიდგენიათ რამხელა თანხაზეა ლაპარაკი თუ კი მართლა გაყიდეს ამ მოღალატეებმა ეს თამაში? მინიმუმ 30 მილიონი ევრო იქნება-აბა მართლა სულელები და უეფას წესების არ მცოდნეები ხომ არ გგონიათ ესენი ხალხნო? თავს იდებილებენ-ამხელა ფულად კი ღირს თავის გამოდებილება მით უმეტეს თუ შერჩათ და არ გადადგნენ -რისი იმედიც აქვთ რადგან იციან ჩვენი პასიურობის შესახებ
დიდი ეჭვი მაქვს ჩაკვეს ტრამვასაც მოიგონებენ და სასტარტოში არ დააყენებენ-არ უნდატ რომ შევუტიოთ და მერე უკვე წაგებას რომ დავიწყებთ გამოუშვებენ შეცვლაზე, მაგრამ გვიან იქნება
მოკლედ ვისაც გული გერჩით და არ გინდათ 30 წლის ნანატრი ოცნება მოგპარონ-ხვალ 3 საათზე ფედერაციასთან გელოდებით
inviz9
14 მარტი 2024 13:10
12
ნუ ჭორაობ მეგობარო , არგუმენტირებული პროტესტი კი , მაგრამ ,,თუ გაყიდეს " , ,, თუ წინასწარაა" და ა.შ არის მიუღებელი
zaza
14 მარტი 2024 13:17
3
რა ქენი მერე შეიკრიბე? რა უნდა მოთხოვოთ ფედერაციას, მწვრთნელმა არაბიძე და აზაროვი რატომ არ გამოიძახაო?:)))))) ასეთი რამე პირველად გავიგე :)))))))))) რაულს არ აყენებდნენ რეალის სასტავში, რონალდინიო დატოვეს 2010 მუნდიალს მიღმა!! მესი გაუშვეს ბარსადან!!!!!! და შენ კაი კაცი ამბობ აზაროვის და არაბიძის გამო ფედერაცია ავიღოთო?
Pepelu
14 მარტი 2024 13:57
5
ყველა გამოხმაურება
მართლა ხვიჩას გარდა ერთადერთი კრეატიული ფეხბურთელი აზაროვია და მაგის დატოვება რანაირად შეიძლებოდა? კი დაცვით ფუნქციებში ძალიან სუსტია, მაგრამ სულ შახტარის ძირითადშიც რო არ იყოს კლიმენტიჩს და შენგელიას მაინც აჯობებს. არაბიძეს რაც შეეხება მართალია ვილი, მაგის მატაობა და ბურთის ღორობის დრო არ არის. მაქსიმუმ ბოლო 5 წუთი შეიძლება ათამაშო თუ ვაგებთ და რაღაცა გავარდნა გვჭირდება
nedved
13 მარტი 2024 19:24
5
გულშემატკივარიც წასაგებად გაამზადეს, რაღა დარჩა? ქვილითაიაც მოაცილონ ნაკრებს და მორჩა, დუშეთის ბარახოლკაც მოგვიგებს
წაგებაზე უფრო დიდი კუში აქვს და მოგებას რავა უწერთ ჩვენებს, მთლა გაგიჟდით?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
13 მარტი 2024 17:54
16
ვინც ჩვენების წაგებაზე დადებს იმას მოგება არასოდეს ეგირსება და არც არის მოგების გირსი ყველაფერი ფულში არ უნდა გაცვალოს კაცმა სამარცხვინოები ხართ ვინც მაგას აკეტებს
gio9
13 მარტი 2024 19:34
1
ვისი გამოძახება სჯობდა და ვისი არა ბოლოს გამოჩნდება.აქ მთავარი ისაა,რომ მთელი ამ წლების განმავლობაში სანიოლმა გუნდის ძირითადი ბირთვი,ვის გარშემოც ააწყობდა გუნდს,დღემდე ვერ შექმნა.ყოველ თამაშზე იცვლება შემადგენლობა,ყოველ თამაშზე კი არა, ყოველ ტაიმში სხვადასხვა ტაქტიკაა.ყველა თამაშში პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მიდის მეორე ტაიმებში.ეს კაცი აქ სწავლობს მწვრთნელობას და ვინც ამას მისცა საექსპერიმენტოდ ეროვნული გუნდი,იმან პასუხი უნდა აგოს,რადგანაც მე არა მგონია,რომ სანიოლი სადმე გაგვიყვანს.ღმერთმა გაგვამარჯვებინოს,მაგრამ თუ ლუქსემბურგს გავცდებით საბერძნეთს მაინც ვერ გავალთ.საბერძნეთის გავლას გამოცდილი მწვრთნელი უნდა.
მირო
13 მარტი 2024 15:15
10
აუფ შენგელია და წიტაიშვილი ძაან მშრომელებია ხო? ვაი შენს პატრონს.
ეეე
13 მარტი 2024 14:07
21
მემგონი არასერიოზულია იმაზე საუბარი რომ გასული წლის ოქტომბერში ვიღაცამ (აზარვი) ვერ ითამაშა კარგად და არ გამოიძახა, მის ადგილზე ნახევარმცველები უნდა ათამაშოს და ასე ვთქვათ რისკავს ასეთ მნიშვნელოვან თამაშებზე...
Givi
13 მარტი 2024 13:44
2
ბრმა ვილი სანიოლს
ნახე შე დაბდურო რა გოლი გაიტანა არაბიძემ დილას კარში. მარცხნივ ჩაკვე, მარჯვნივ ზურიკო და არაბიძე და იქნება გავიტანოთ კიდეც
დაუძახე არაბიძეს სანამ დროა ვინმეს მაგივრად შე დდმმ თორემ ვერ გამასწრებ ირლანდიაში
inviz9
16 მარტი 2024 20:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული