მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
მეტოქე ყველა დასაფასებელია მაგრამ ნუ დაავიქყდება სანიოლს არგენტინას ან ესპანეთს არ ვეთამაშებით.ამიტომ ლამაზად გამარჯვებას ითხოვს გულშემატკივარი და არა მარვხს.
ქომაგი
18 მარტი 2024 01:04
0
ხალხნო სალამი,
ახლა ვაპირებდი "ბოტი დ"-სთვის პასუხის მიწერას და ფლესკორკომზე კიდევ ერთხელ გადავხედე კვარაცხელიას მიღებულ გაფრთხილებებს. 3 კი არა 2 გაფრთხილება აქვს და რატომ არის დისკვალიფიცირებული ვერ ვხვდები, ჩაკვესაც 2 გაფრთხილება ქონდა შოტლანდიამდე თამაშის წინ და ითამაშა კიდეც და საგოლე პასიც მისცა ხვიჩას, მერე ესპანეთთანაც ითამაშა და იქაც პასი. მოკლედ სულ ღერა-ღერა ამოვკრიფე თამაშების პროტოკოლებიდან თანაც ორჯერ გავაკეთე ეს რამე არ შემშლოდა. თუ თვითონ საიტზე შეცდომა არ არის (რისი შანსიც ძალიან დაბალია) კვარას 2 ყვითელი აქვს და არა 3 და წესით ლუქსემბურგათან თამაშის უფლება აქვს
თუ მე ვცდები იქნებ ვინმემ გაიხსენოს ვისთან მიიღო ევროპის შესარჩევებში კვარამ პირველი ყვითელი? ბოლო 2 თამაშში რომ 2 ყვითელი მიიღო ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდანაც ჩანს. ვისაც არ გეზარებათ შედით ფრეშკორკომ-ზე, მოძებნეთ ევრო და თამაშებზე დაკლიკვით ამოგიგდებთ ყველა სტატისტიკას და გადაამოწმეთ
ამ უცოდინარ ფედერაციას შეიძლება ეშლება რამე ან სპეციალურად დააანონსეს ხვიჩას დისკვალიფიკაცია (აბა კოვიდს ისევ ვერ დააბრალებდნენ)-ამათ ხომ ჩალით გონიათ ქვეყანა დაფარული... იხილეთ სია გაფრთხილებულებისა

თარიღი მეტოქე გაფრთხილებულები
28.03.23 ნორვეგია აზაროვი გოჩო აბურჯანია
17.06.23 კიპრი კაკაბაძე
20.06.23 შოტლანდია გაგნიძე გოჩო
08.09.23 ესპანეთი კაშია კიტე აბურჯანია ჩაკვეტაძე
12.09.23 ნორვეგია ზურიკო ბუდუ
15.10.23 კიპრი ჩაკვეტაძე
16.11.23 შოტლანდია კვირკვე ქოჩორა კვარცხელია
19.11.23 ესპანეთი კაშია კვარცხელია
inviz9
16 მარტი 2024 11:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული