სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.
ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..
აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.
ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.
ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.
ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები.
რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...
თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..
იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..
ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.
ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...
თორემ დაგვცინიან "პოპელუ"-ს ნაირი ტროლები -"რა შეიკრიბეთ უკვეო"-?
ფედერაცია კი აგრძელებს ჩვენი აზრის და მოთხოვნების ფეხებზე დაკიდებას
ჰოდა თუ არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს აიღონ პასუხისმგებლობა და თუ წავაგეთ გადადგნენ
რაღაცა ძალიან ბევრი დამთხვევაა მაკედონიიდან დაწყებული და ლუქსემბურგით დამთავრებული-ყველაფერი იმაზე მეტყველებს რომ წასაგებად ემზადებიან და ამ აზრს გვაჩვევენ,უსუსური არგუმენტები მოიყვანა სანიოლმა აზაროვზე და არაბიძეზე-რარაცა ხომ უნდა ეთქვა... კანკავა გვიშველის? მართლა უკან პასის მეტი არაფერი გაუკეთებია გინდაც მაკედონიასთან არ იყო ეგ?... დატორმუზება აკლია ჩვენს ნაკრებს?
წარმოგიდგენიათ რამხელა თანხაზეა ლაპარაკი თუ კი მართლა გაყიდეს ამ მოღალატეებმა ეს თამაში? მინიმუმ 30 მილიონი ევრო იქნება-აბა მართლა სულელები და უეფას წესების არ მცოდნეები ხომ არ გგონიათ ესენი ხალხნო? თავს იდებილებენ-ამხელა ფულად კი ღირს თავის გამოდებილება მით უმეტეს თუ შერჩათ და არ გადადგნენ -რისი იმედიც აქვთ რადგან იციან ჩვენი პასიურობის შესახებ
დიდი ეჭვი მაქვს ჩაკვეს ტრამვასაც მოიგონებენ და სასტარტოში არ დააყენებენ-არ უნდატ რომ შევუტიოთ და მერე უკვე წაგებას რომ დავიწყებთ გამოუშვებენ შეცვლაზე, მაგრამ გვიან იქნება
მოკლედ ვისაც გული გერჩით და არ გინდათ 30 წლის ნანატრი ოცნება მოგპარონ-ხვალ 3 საათზე ფედერაციასთან გელოდებით