მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
მეგობრებო ნუ დაიწყებთ ხოლმე ძალით პროფესორობას, ვილიმ კარგად იცის თავისი საქმე და არავისზე ნაკლებად არ უნდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ასე რომ კრიტიკის დრო ვგიქრობ ეხლა ნამდვილად არ არის ეხლა მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ეს უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია .
gio9
13 მარტი 2024 14:11
10
ტიპს ყველაფერი აქვს მოგებული წარმატებული კაცია უდიდესი ფეხბურთელი და აქ ლანძღავენ! არაბიძის ფანებო რატო არ იძახებს არაბიძეს პასუხი რა გაქვთ ლანღვა-გინების მეტი ვერ გავიგე მე და დაწეროთ იქნებ! ირლანდიაში მიდისო და აქ თუ მოიგებს უფრო გამართული არ წავა თუ სადმე მიდის? თუ რას ამბობთ წაგება უნდა? თუ თავის თავის მტერია? ფული მაგას არ აკლია და სახელი და სახელის გაფუჭებას რატო იჩალიჩებს ეს ვერ გავიგე?
ლიპი
14 მარტი 2024 01:08
16
შენი აზრით თუნდაც მასეთმა ადამიანმა შეიძლება არ გამოიძახოს ისეთი ფეხბურთელი რომელიც გამოსაძახებელია? არაბიძის პირველი გამოძახება ასე გადამწყვეტი მატჩების დროს არ ვიცი რამდენად კარგი იქნებოდა, მაგრამ აქამდე რომ უნდა გამოეძახებინა აშკარაა (კი აშკარაა)
!
14 მარტი 2024 07:34
7
კარგი ფეხბურთელობა ყოველთვის კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავს. ეს ისე უბრალოდ. უდიდესი იყო მარადონა, პელე, დიდი ფეხბურთელები იყვნენ ხავი, ინძაგი, ლამპარდი, გატუზო და ბევრი კიდევ, მაგრამ სამწვრთნელო ასპარეზზე ვერაფერს მიაღწიეს. არ ჰქონია საფეხბურთო კარიერა მაურინიოს მაგრამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე მეტი სახელი აქვს როგორც მწვრთნელს. ასე რომ ყოველთვის დიდი ფეხბურთელები დიდი მწვრთნელები ვერ ხდებიან.
სიმართლე უნდა ითქვას
14 მარტი 2024 03:40
4
ყველა გამოხმაურება
ტიპმა კანკავა დააბრუნა და აზაროვი არ გამოიძახა - ნაკრებში ბოლო თამაშებში არ მომეწონაო. აზაროვმა იმის მერე ლიგაზე რამდენი მატჩი გამართა? შახტარში რამდენი ითამაშა უკრაინის ჩემპიონატში? შემოდგომის ნაკრების თამაშს გამოეკიდა კაცი და იმის მერე 6 თვე გადის. შენგელიამ და წიტაიშვილმა ამ 6 თვეში რამდენი "ინტენსიური" თამაში ჩაატარეს და სად?. კანკავას დაბრუნება კი ... რაც რაგბისტებს მისცა 2019 - ში გორგოძის დაბრუნებამ, იმედია იგივე არ მოხდება. თუ შეეძლო თუნდაც რამოდენიმე წუთი გუნდში ყოფნა და ასეთი მნიშვნელოვანია გუნდისთვის, ეს წლები რატომ თქვა უარი ნაკრებზე? თუ გავედით, ევროპაზეც ხომ წაიყვანთ და თუ არა დატოვებს ისევ ნაკრებს. რა ლოგიკაა გამაგებინეთ? ან რა პატივისცემაა სხვა ფეხბურთელების, რომლებმაც მაგის გარეშე მოგვიყვანეს პლეი-ოფამდე. ან ერთი საწვრთნელი თამაშიც არ ჭირდება ხომ - პირდაპირ პლეი-ოფის თამაშში, მხოლოდ აზაროვის შემთხვევაში არ გვაქვს ხომ შეცდომების გამოსწორების დრო. მოკლედ დიდი სურვილის მიუხედავად, მე არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს რომ შედეგი გვექნება - არ გვყავს ოდნავ კვალიფიციური მწვრთნელი მაინც, არც კვალიფიციური ხალხი ფედერაციაში, წმებია ეს გრძელდება, იმედი გვაქვს სულ და სანამ ურემი არ გადაბრუნდება, არ გვინდა ხოლმე მწარე რეალობის დანახვა. ნორმალურ ფედერაციაში, ესპანეთის მერე გაუშვებდნენ მთელს სამწვრთნელო შტაბს და ვინმე მართლა მწვრთნელს მოამზადებინებდნენ გუნდს ამ თამაშებისთვის. პ.ს. აზაროვით დარჩა კაცი უკმაყოფილო და კაშია-კვირკველიას დააყენებს ისევ.
???
13 მარტი 2024 23:57
9
რა წაიღე ტვინი ბიჭო ამ აზაროვით,ჩემპიონთა ლიგაში თამაშობსო რო გაიძახი არ შეილება ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშები ფეხბურთელი ფორმიდან ამოვარდეეს?? თუარადა თავიდან უყურე და მიხვდები რასაც თამაშობს, ბოლო პერიოდში რაც შახტარმა ლიგაზე გოლები გაუშვა ყველა აზაროვის ფლანგიდან იყო მისი შეცდომით და თქვენ თუ არ აქცევთ ყურადღებას ვილი მწვრთნელია და აქცევს,,სულ იძახებდა ხოლმე რაც აქ დანიშნეს და ეხლაც გამოიძახებდა რო იყოს ფორმაში,,რაც შეეხება არაბიძეს,რო წერთ განა რა დააშავა ეგეთი რო ვერ ეპატია ამდენი ხანიო,კი ბატონო მარა ვინმეს რამე რო აპატიო პირველ რიგში ის თავად უნდა მიხვდეს რა დააშავა მერე ბოდიში მოიხადოს და მერე კი ბატონო ან აპატიებენ ან არა მაგრამ ვინმეს გინახავთ არაბიძე გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა და წუხილი გამოეთქვა საკუთარ საქციელზეე?? საბოლოო ჯამში ვინც არ უნდა გამოეძახა დარწმუნებული ვარ მაინც გამოჩნდებოდნენ პრეტენზიორები რომლებიც დაიწუნებდნენ ამ სიას არადა რავიცი თქვენ ვის დაამატებდით დაწერეთ ვინ გვყავს ისეთი რომელიც უპირობოდ უნდა გამოეძახა??
gel-100
14 მარტი 2024 10:28
9
სრულიად სერიოზულად გეკითხებით(არ დამცინოთ,გთხოვთ) 70-ს კარგა ხანია გადავცდი, სამი თვის პენსია ავიღე და ვდებ ჩვენების მოგებაზე(1200 ლარი) ცხოვრებაში პირველად! არასოდეს მითამაშია ტოტალიზატორში, მაგრამ ბიჭების იმედი მაქვს, მათ და ფეხბურთს ვეთაყვანები, თუ წავაგებთ(ფუი ეშმაკს)ამაში ბიჭების ბრალეულობა არ იქნება, მათ ჩვენზე ათასჯერ მეტად სწყურიათ გამარჯვება,ვუგულშემატკივროთ ჩვენებურად! ახლა კითხვა:რამდენს მოვიგებ 1200 ლარით, სულ რესტორანში უნდა დავხარჯო ჩემ ურწმუნო "ბიჭებთან"ერთად! თუ წავაგეთ გული მომიკვდება, ვფიცავ ფულის გამო არა!
კახელი პაპა
14 მარტი 2024 12:36
4
პაპა, 2-0 ვიგებთ! 1200 ლარით 500-600 ლარს მოიგებ ზევიდან! 12 000 ლარი დადო ჯობია, 3 თვე რესტორნიდან არ გამოხვალ!
მწვრთნელი
14 მარტი 2024 12:45
3
ეს კაცი არის წვრᲗნელი და არᲩეული და ყველამ პატივი უნდა სცეს მის არᲩევანს. წვრᲗნელი იმას კი არ ნიᲨნავს რო ვინც Შენ მოგწონს ან Შენი დედიკო და მამიკო რო გამოიᲫახოს. ამ კაცს აქვს Თავის გაგება. და პატივი ეციᲗ წვრᲗნელა. საქარᲗველოს ნაკრებია წვრᲗნელია და არა ერᲗი უბნის სადაც ბირჯაობᲗ ზოგი უსაქმური
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
13 მარტი 2024 13:48
20
1. არჩეული არ არის, ის დანიშნულია დე-ფაქტო, უკანონო ე.წ. პრეზიდენტის მიერ, რომელმაც თავისთავად ადამიანების დაშინება/შანტაჟის გზით მოიპოვა თანამდებობა. ამიტომ ყოველი მისი გადაწყვეტილება არის უკანონო.
2. qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos - ეს უწერია, გასაგებია ყველაფერი, რას გიხდით ასეთს შალვა? :))
ვალერი
13 მარტი 2024 14:24
10
ეს კაცი რომ არის მწვრთნელი, სწორედ მაგაში არის უბედურება. სფფ-ს ბოტებს გაგიმარჯოთ )))
გია_544
13 მარტი 2024 15:51
8
ყველა გამოხმაურება
ოეეეეეეე!
ვინც იწერებით რომ მწვრთნელია მთავარი და ის გადაწყვეტს ვინ და როგორო, ეგრე არაა და აი რატომ:
მწვრთნელი წყვეტს ვინ ვინ დააყენოს ძირითადში და რა ტაქტიკით ითამაშოს მგრამ გაფართოებულ შემადგენლობას მხოლოდ მწვრთნელი არ წყვეტს!
არაბიძე იმ ქართველი ფეხბურთელების კატეგორიაა რომლებმაც უდიდესი საფეხბურთო ინტელექტი წყალს გაატანეს სიზარმაცის გამო და დიდად არც მე მევასება, მაგრამ ტიპი იძახის არაბიძის ერთ თამაშს დაჟე დავესწარიო, ამსაც გვამადლის ტოო! ბიჭო ერთს კი არა თამშიდან თამშზე უნდა დადიოდე და ეს თურმე ერთ თამაშს დაესწრო. მაგრამ რაა გასაკვირი: წინა ზაფხულს საქართველოში ჩატღებულ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის არც ერთ მატჩს არ დასწრებია, ეს მაშინ როცა ინგლისის ნაკრების( არ მოგესმათ, ინგლისის ეროვნულ ნაკრევზეა საუბარი) მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი საქართველოში გადმოცხოვრდა იმისთვის რომ ნაკრების კანდიდატებს დაკვირვებოდა.
ჩემი მოგვარეც კი არ არის არავინ ამ ნაკრების შემადგენლობაში და არც ყოფილა არასდროს, არამც თუ ნათესავი, თუმც აზაროვს რომ არ იძახებს, ბიჭს რომელიც შახტარის ძირითადშია, ეს უკვე რაღაცაზე მეტყველებს!
არ მიკვირს მეგობრებო!
ამათ იმდენი გრეხი აქვთ უკვე დაგროვილი ნორმალუ ქვეყანაში საფეხბურთო მოღვაწეობას სამუდამოდ აუკრძალავდნენ, მაგრამ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!
ამ აბდლებს ის რომ შერჩათ კვარაცხელიას ბარათები რომ ვერ დაითვალეს საერთოდ რაზეა საუბარი!
მიუხედავქდ ამისა:
მივმართავ იმ 11 ფეხბურთელს ვინც ამ თამაშზე მოედანზე იქნება:
თქვენ შეგიძლიათ ქართველი ხალხის გახარება, იმ ხალხის რომელსაც ტირილამდე უყვარს ფეხბურთი! მჯერა გახვალთ სტადიონზე და ითამაშებთ საკუთარი ოჯახებისთვის და იმ ამაყი ერითვის რომელსაც ქართველი ერი ქვია!
გვემამაყებით და თქვენთან ვართ!
წინ საქართველო!
ირაკლი
13 მარტი 2024 15:40
12
არაბიძემ რა უნდა გააკეთოს, ნაკრებში რომ მიიწვიონ?
zviadi
13 მარტი 2024 12:40
9
იაშვილს დაურეკოს და დაელაპარაკოს! იაშა "გაუიასნებს" ყველაფერს!
მწვრთნელი
13 მარტი 2024 13:41
4
ვაი შენს პატრონს 1988-89 წწ-ის გურია უპრობლემოდ გავიდოთ ლიგის ჯგუფში მაგალითად მაშინდელი გურიას ნახევარდაცვასთან:ჟორდანია, ცომაია, კორღალიძე,ფრიდონაშვილთანნ ახლოსაც ვერ მივა:კვეკვესკირი, გოჩოლეიშვილი, ალთნაშვილი, მამუჩაშვილი. თავდამსხმელები:გურული, ხლუსი, ფრიდრიკასი, თუნდაც მეგრელაძე და აკოფიან არაფრით ჩამოუვარდებოდა არც ზივზივაძეს და არც ჟორჟს. ქვილითაიას, კაჭარავას ახლოსაც არ დაიყენებდნენ.
ავაზას
13 მარტი 2024 20:09
3
ესეგი რამდენი ექსპერტია საქართველოში თურმე. ბიჯო ერთი რა მინდა გკითხოთ სანიოლს არ უნდა ევროპაზე გასვლა? უფრო არ აეწევა ავტორიტეტი საქართველოს თუ გაიყვანს? არ არის ალბათ ეს არაბიძე ნაკრების დონეზე და რო იყოს დაუძახებდა აუცილებლად დარწმუნებული ვარ. სულ რო მწვრთნელობა არ იცოდეს იმდენი აქვს ნანახი ყველა ტურნირი,ნაკრებში თუ კლუბში მოგებული აქვს და ეცოდინება ცოტა ჩვენზე მეტი. არაბიძეს თუ იძახით ეგრე კოხრეიძეც უნდა გამოიძახოს ჩავიდა და მარტო მოუგო მაგ არაბიძეს, რა იყოთ რა გჭირთ ჯერ ეს ინტერნეტში ლანძღვა რა არის ყველას რო ლანძღავთ. ცოტა დავეშვათ მიწაზე რა ნუ გვგონია ჩვენი თავი ყველაზე მაგრები.
ტოტო
13 მარტი 2024 22:44
15
გეთანხმები! თუ საქართველო გავა სანიოლის ხელში ევროპაზე მისთვის უკეთესი იქნება აბა რაიქნება? რო იყოს დარწმუნებული რო არაბიძე თამაშშ მოაგებინებდა მეც ეგრე მგონია რო გამოიძახებდა ვისაც რა არ უნდა ეთქვა მაინც!
ძამბროტა
13 მარტი 2024 23:20
10
1. მაკედონიასთან გადამწყვეტ მატჩზე მაყურებელი არ დაუშვეს ,უფლება ქონდათ ნაწილობრივ დაშვების, მაგრამ მაინც.
2. იმავე თამაშის წინ კვარაცხელიას და შენგელიას გაუგებარ სიტუაციაში აკიდებული კოვიდი დაუდასტურდათ. გაუგებარს ვამბობ იმიტომ, რომ რუბინში ამტკიცებდნენ, საქართველოში წამოსვლამდე კვარაცხელიას არანაირი კოვიდი არ ქონდაო. ამაზე მაშინ დაიწერა, არაფერს ვიგონებ.
3. ვაისის (რომელიც სუსტი მწვრთნელია) გაშვების შემდეგ დიდიხანს რატომღაც "ვერ იპოვეს" მწვრთნელი და ზედ ოფიციალური თამაშების წინ დანიშნეს სანიოლი, რომელსაც არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნდა - ერთადერთი, ოცი (!) წლის წინ ცოტა ხნით წვრთნიდა საფრანგეტის ახალგაზრდულს, საიდანაც შედეგების არქონის გამო გაუშვეს. ისევ ვაისი დაეტოვებინათ, ის მართალია სუსტი, მაგრამ მაინც მწვრთნელი იყო და რაღაც გამოცდილება მაინც ქონდა. სანიოლს ტრამპლინი გაუკეთეს სამწვრთნელო ამბავში, უანგაროდ? შეიძლება. და სანიოლის ხელფასი გასაიდუმლოებულია, სხვათაშორის.
4. კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ მოულოდნელად უარი თქვეს ახალგაზრდულში თამაშზე რის გასამართლებლადაც ზუსტად სიტყვასიტყვით ერთნაირი ტექსტი გამოაქვეყნეს. დაიკარგა ოლიმპიადაზე თამაშის საკმაოდ რეალური შესაძლებლობა.
5. გადამწყვეტი მატჩების წინ, არაფრისმომცემ თამაშში გამოიყვანეს კვარაცხელია, სადაც მან აბსოლუტურად უაზრო სიტუაციაში აიკიდა ის საბედისწერო ყვითელი ბარათი. არ ვიცოდითო, ადამიანური ფაქტორიო, კალაძემ კი ისიც თქვა ფეხბურტი ამითაცაა საინტერესოო რომ ასეთი რამეები ხდებაო.
ახლა ვისაც გულწრფელად გჯერათ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობაა, გატარებთ ბატონო...
ერთადერტი რისი იმედიც მაქვს ისაა რომ ამჯერად საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი , თანაც არჩევნებია კარზე მომდგარი და დამატებით სიურპრიზებს იმედია აღარ ვნახავთ.
კაი ერთი
14 მარტი 2024 14:48
7

სიახლეები პოპულარული