მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია... - გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? - პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

სანიოლი: - კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე წუთით დახმარებოდა.

ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ!..

აზაროვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით უკმაყოფილო
ვიყავი. ის, პირველ რიგში, მცველია და შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. შეცდომების გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ახლა შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან.

ლობჟანიძემ აშშ-ში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. მას კვირას რთული მატჩი ელის და ადრეც დავინახეთ, ძალების აღდგენა უჭირს და კუნთი მალევე დაეჭიმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება.

ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ახლა გამოვიძახე, აქ ყოფნას იმსახურებდა და მზადაა.

ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება აჯობებს ლამაზად მარცხს.

ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეთამაშება. ამიტომაცაა გამოძახებულებზე განსხვავებული შეხედულებები. 

რაც შეეხება არაბიძეს, ის გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა. მას ვაკვირდებოდი როგორც სტადიონზე, ასევე ვიდეოჩანაწერებზე და მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვარ. მე საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ხომ კლოპია, რომელმაც თქვა, რომ მესის გარდა, არავის აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს...

თამაშის დროს გადამწყვეტი მენტალობა და პროფესიული მიდგომა იქნება!..

იაშვილი: - კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და ნაკრებს დაეხმარება. მთავარი ახლა ერთიანობაა!..

ნაკრებში საუკეთესო პირობები უნდა იყოს და ეს ასეცაა. ახლა ჩავთვალეთ, მნიშვნელოვანია, ცალკე მოვემზადოთ, მშვიდად და ქალაქს მოვწყდეთ. ამიტომ, ნაკრები საგურამოში, სუფთა ჰაერზე იქნება და სრული კონცენტრაცია თამაშზე ექნება. ეს გამოცდილება 21-წლამდელებიდან გვაქვს.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უეფასთან მიმდინარეობს და გახსნის თუ არა მატჩს, ამ ეტაპზე არ ვიცით...

altცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი



მკითხველის კომენტარები / 138 /
მე ვეთანხმები აქ გამოთქმულ რამოდენიმე მოსაზრებას იმის შესახებ,რომ მწვრთნელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ვინ გამოიძახოს და ვინ არა(არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვეთანხმებით თუ არა)თავის საქმე ჩვენზე უკეთესად ეცოდინება რა თქმა უნდა.ოღონდ არსებობს ერთი მაგრამ და ეს მაგრამ გამოიხატება იმაში,რომ ღმერთმა არ ქნას ამ ორ თამაშში ფეხი დაუცურდეს ნაკრებს(ილოცეთ მწვრთნელიან ფედერაციანად ერთად
გოჩა
13 მარტი 2024 15:03
6
მაქსიმუმ რასაც იზამენ,გადადგებიან!..სფფ-ს ხელმძღვანელობასაც ადვილად არ შეელევიან,ეგაა ამათი პრობლემა.
თუმცა იმედი ვიქონიოთ,ყველაფერი კარგად იქნება!
ხორშელი
13 მარტი 2024 15:15
2
შე კაი კაცო გეცადა მაინც რამოდენიმე წუთი,რომ ყოფილიყო? განაცხადში მაინც შეგეყვანა? მაგრამ შენ რა ფედერაცია წყვეტს ვინ თამაშებს ვინ არა,წაგების შემთხვევაში ორივე აგებთ პასუხს
სვანსკი
13 მარტი 2024 15:01
10
მესმის უმრავლესი კომენტარის პათოსი და ბევრს ვეთანხმები, მაგრამ პრიორიტეტები გვერევა ბევრს, მტავარია ეხლა ერთიანობა და გუნდის გვერდით ყოფნა, კრიტიკას მერეც მოვასწრებთ თუ ვერ გავედით. არ დაგვავიწყდეს მთავარი მიანი ევროპაზე გასვლაა და არა ვინმე კონკრეტულის ნაკრებში თამაში. თეორიულად თუ შედეგს კვარას გარეშეც მივაღწევთ რათქმაუნდა არ მაქვს პრობლმე არ გამოიძახონ, ანუ იმის თქმა მინდა რომ თუ ევროპაზე გავედით არაბიძის გარეშე ძალიან კარგი. თუ ვერ გავედით მერე ვაკრიტიკოთ მწვრთბელიც და ფედერაციაც. ეხლა მხადაჭერის დროა თუ ჩვენი პრიორიტეტი შედეგის მიღწევაა და არა გაბრაზებულზე კრიტიკა. ესაა ჩემი კომენტარი :)
Me ar var Roboti
13 მარტი 2024 14:34
4
აზაროვის არგამოძახება არის ძალიან დიდი შ ე ც დ ო მ ა, რომელსაც მოიმკით!!!
!!!
13 მარტი 2024 14:28
16
ნუ იწყევლები თუ ქალი ხარ :)
Me ar var Roboti
13 მარტი 2024 14:58
3
მეგობრებო ნუ დაიწყებთ ხოლმე ძალით პროფესორობას, ვილიმ კარგად იცის თავისი საქმე და არავისზე ნაკლებად არ უნდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ასე რომ კრიტიკის დრო ვგიქრობ ეხლა ნამდვილად არ არის ეხლა მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ეს უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია .
gio9
13 მარტი 2024 14:11
10
აუფ შენგელია და წიტაიშვილი ძაან მშრომელებია ხო? ვაი შენს პატრონს.
ეეე
13 მარტი 2024 14:07
21
გიორბელიძეს და გაბრიელ სიგუას, აუცილებლად გამოვიძახებდი ნაკრებში!!!!
.
13 მარტი 2024 14:04
6
და ამის მერე კიდევ ამათი იმედი გაქვთ? ვაი თქვენ პატრონს უბედურს!
თან მამალიც არ იქნება, უმამლო დედლებს კი....
.. კუკარეკუ კობიიიი!
კ ო მ ბ ლ ე
13 მარტი 2024 13:55
25
არაბიძე მაალი ინტენსივობით ვერ ითამაშებს და დანარჩენები ყველა ითამაშებს ხო . ვილი მოგვშორდი მალე გთხოვ
ტოტტი
13 მარტი 2024 13:54
15
ეს კაცი არის წვრᲗნელი და არᲩეული და ყველამ პატივი უნდა სცეს მის არᲩევანს. წვრᲗნელი იმას კი არ ნიᲨნავს რო ვინც Შენ მოგწონს ან Შენი დედიკო და მამიკო რო გამოიᲫახოს. ამ კაცს აქვს Თავის გაგება. და პატივი ეციᲗ წვრᲗნელა. საქარᲗველოს ნაკრებია წვრᲗნელია და არა ერᲗი უბნის სადაც ბირჯაობᲗ ზოგი უსაქმური
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
13 მარტი 2024 13:48
20
დაგეთანხმდებოდი იმ შემთხვევაში, გვერდით რომ არ მოიყენოს და არ უსმინოს ქართველ ყოფილ ფეხბურთელებს და ამჟამად ჩინოვნიკებს.
იმიტომ რომ ბუნებაში, ქართველი წესიერი ჩინოვნიკი არ არსებობს.
ნიკი
13 მარტი 2024 22:14
0
ეს კაცი რომ არის მწვრთნელი, სწორედ მაგაში არის უბედურება. სფფ-ს ბოტებს გაგიმარჯოთ )))
გია_544
13 მარტი 2024 15:51
8
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული