"ფავორიტები არ ვართ, მაგრამ..." - ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მოახლოებულ მატჩზე

AutoSharing Option
ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პოლ ფილიპმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა, სადაც მისი ქვეყნის ნაკრები 21 მარტს, ნახევარფინალში, გასვლაზე საქართველოს დაუპირისპირდება.

მისი თქმით, ლუქსემბურგი აუტსაიდერია, მაგრამ ოცნების უფლება ყველას აქვს.

"სულაც არ ველოდით პირდაპირ კვალიფიკაციას ევრო 2024-ზე, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ იოცნებოთ.

"არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და არასდროს ვაპირებთ ევროპის ჩემპიონობას. ის ფაქტი, რომ ასეთ მაღალ დონეზე ვთამაშობთ, არაჩვეულებრივია.

"ამ მატჩებში ჩვენ ნამდვილად არ ვართ ფავორიტები. მაგრამ ფეხბურთში ბევრი რამ არის შესაძლებელი".

ფილიპმა ის
პერიოდი გაიხსენა, როდესაც ეროვნულ ნაკრებში თავად ასპარეზობდა:

"იმ დროს ჩვენ გვყავდა ცოტა ან საერთოდ არ გვყავდა პროფესიონალი მოთამაშე. ეს იყო დიდი მინუსი. შემდეგ, 2001 წელს, ჩვენ შევქმენით ჩვენი ეროვნული საფეხბურთო აკადემია, მე მჯერა, რომ ეს იყო დასაწყისი ჩვენი წარმატებისა. 

ჩვენი წარმატების გასაღები იყო საფეხბურთო აკადემიის შექმნა, სადაც 12-19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელები ვარჯიშობენ თითქმის ყოველდღე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში თამაშობენ.

20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენი აკადემიის წყალობით, ჩვენ გვყავს დაახლოებით 20 პროფესიონალი, რომლებიც თამაშობენ საზღვარგარეთ", - ციტირებს ფილიპს BBC.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგრამ აღარას საჭირო. ფავორიტები არ ხართ კი არა ვიტყოდი აუტსაიდერები ხართ და გაგაპობთ აუვცილებლად კვარას გარეშეც. ჩვენ ის ნაკრები არ ვართ ვინმეს აგდრბულუად მივუდგეთ თუნდაც ლუქსემბურგს, მაგრამ მჯერა ამათ გავარღვევთ. ლუქსემბურგზე აქ ზოგი წერს რომ თურმე დაუმსახურებლად არ მოხვედრილან)? ჩვენ ვიპირველად უკეთეს ჯგუფში ბულგარეთან და ჩრდ. მაკედონიასთან, ლუქსემბურგი მე-2 ადგილით გადმოვიდა პლე-ოფში სახაც თურქეთი პირველზე გავიდა და მათ გარდა კიდევ ფარერები და უსუსტესი ლიტვა ყავდათ. გასაკვირი იყო 3-3 თურქთში, ალბათ თურქების განაღდრბულ პირველმა ადგილმაც იმოქმედა, დანარჩენი ყველაფერი ლოგიკური იყო და ასევე ლუქსემბურგში წაგება იგივე თურქებთან 0-2 ზე. ვიმეორებ არავითარი აგდებული მიდგომა მათან, მაგრამ რომ მოვიგებთ ეს ეჭვს გარეშეა. ფარერევს ერთხელ მოუგეს მეორე ფრეთ ითამშეს და ამ გინდს ვეთამაშებით ჩვენ. . მხოლოდ პირველ თამშზე კონცეტრირებაა საჭირო და შემდეგ ვიფიქროთ ვინ “გვაწყობს” ფინალში და სად ვითამაშებთ ფინალს. გამარჯვება საქართველოს.
G.LA
19 მარტი 2024 19:27
0
ფავორიტები არ ვართ მაგრამოო....
ხედავთ რას ამბობს? ბოლო სიტყვებს დაუკვირდით, ან მოუსმინეთ მაინც, რა თქვა?
თქვენ მარტო ჩვენი ბიჭები და ჩვენი ვარსკვლავები იბღავლოთ და..
არ გვყავს ფეხბურთელები, არააა! ესენი დაშპაკლული მანქანებივით ევროპის გუნდებზე შეტენილი ჩვრები არიან. ესენი ძალით გატყლარწულთა ბრბოა და მეტი არაფერი. თუ მაგრები არიან სათადარიგო სკამის გარდა სხვაგან რატომ არ ჩანან? ვინმე უშლის ხეელს?
არ ვართო მაგრამ... თქვენთან შედარებით ყარამანები ვართო! ამას აღარ მოუსმინეთ ხო?
სიმართლე არ თქვა? კი ხოო? და აი ამაშია საქმე...ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ვიცი, ისინი დაიწყებენ და მოიგებენ კიდეც.
ჩვენები კი, ისევმზადება ამისთვის, მზადება იმისთვის, კაით რა, არ დაირალეთ? ამოხვედით ყელში! სომხური ვირის კოდლა ხართ ფული ფული მაყუთიი! და მეტი არაფერი.
კ ო მ ბ ლ ე
19 მარტი 2024 17:03
16
კომბლეჯან რამდენ ადამიანს ახსოვხარ მხოლოდ ამ კომენტარის გამო და რამდენი ადამიანი გახსენებს ყოველდღე თუნდაც მხოლოდ ამ კომენტარის გამო!!! :))))))))))) გაუფრთხილდი ასეთ გამოხმაურებებს გააგრძელე ასეთ სტილში და მუდამ გაგვახსენდები ხოლმე შენც და მთელი შენი ...... :))))))))))))))))
Pepelu
20 მარტი 2024 10:23
0
არ არის ადვილი კომბლებით ჟონგლიორობა და დაანებე თავი, არ გამოგდის ხომ ხედავ. უკვე მერადენედ მოირტყი თავში.
ნაცარქექია
20 მარტი 2024 10:16
0
ყველა გამოხმაურება
"ამ მატჩებში ჩვენ ნამდვილად არ ვართ ფავორიტები. მაგრამ ფეხბურთში ბევრი რამ არის შესაძლებელი".
როგორც წესი ფავორიტი მეტი სტრესის ქვეშ ემზადება. იქნებ გაითვალისწინონ ბიჭების ფსიქოლოგიურად მომზადება. თასების თასის წინ "დინამოსთან" მიჰყავდათ ცნობილი მსახიობები, საუბრობდნენ და ხუმრობდნენ. მეტი არაფერი, არავითარი ფეხბურთზე საუბარი, ან აბა თქვენ იცით ბიჭებოს ძახილი. უბრალოდ ყვებადნენ სასაცილო, გასართობ ისტორიებს. არც სცენა იყო, ისხდნენ უალკოჰოლო გარემოში და საუბრობდნენ.
ჰაჰა
19 მარტი 2024 14:14
0
მხოლოდ გამარჯვება,პენალტების სერიაც კი უნდა გამოირიცხოს. ლუქსემბურგთან წაგების შემთხვევაში(ღმერთმა არ ქნას),სფფ-მ და ნაკრების სამწვრთნელო "სტაფმა" ჩემოდნები ჩაალაგეთ.
WTF
19 მარტი 2024 14:10
2
მადლობა მაინც დაგეწერათ ჩემს შენიშვნაზე "სფფ"-სთან დაკავშირებით, რომელიც გაითვალისწინეთ და გაასწორეთ.
ძველი გულშემატკივარი
19 მარტი 2024 13:33
2
აუტანელია ყოველ წამს რეკლამა,მესმის რომ ფინანსები ჭირდება საიტს, მაგრამ ამ მომაბეზრებელმა რეკლამებმა, სპორტალზე შემოსვლა შემაზიზღეს
გურულო
19 მარტი 2024 13:24
0
მეხინკლეს უფრო ჰგავს. საქართველო-ლუქსემბურგი 7-0! შეიძლება ერთ ბურთში შევცდე.
გარინჩა
19 მარტი 2024 13:03
9
კაი მოქეიფე ქართველის "ვიდზე" კია ისე... :)
გიო
19 მარტი 2024 13:00
0

სიახლეები პოპულარული