"როდესაც ამ გუნდს ჩავუდექი სათავეში, ბევრი რამ უნდა შეგვეცვალა, განსაკუთრებით, ფეხბურთელების მენტალიტეტი.
"აღარ ვნერვიულობთ, მაგრამ გაბედულად ვთამაშობთ. წარსულში ყველაფერი დაცვაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტად ვართ კონცენტრირებული ბურთის ფლობასა და მაღალ პრესინგზე.
ჩვენნაირ პატარა ქვეყანა ისლანდიასთან შედარება? - ძნელია შეადარო ორი განსხვავებული ქვეყანა, მაგრამ ისლანდიამ აჩვენა, რა არის შესაძლებელი პატარა ქვეყნისთვის ფეხბურთში თუ ხელბურთში.
ეს არის
ლუქსემბურგი არის ქვეყანა მაღალი იმიგრაციით, ჩვენი მოსახლეობის 49% უცხოელია, ამიტომ გვყავს მოთამაშეები სხვადასხვა წარმომავლობით.
იმ დროს, როდესაც ნაკრებს ჩავუდექი სათავეში, სულაც არ მეგონა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაცია შესაძლებელი იყო. ჩვენი მიზანი იყო განვითარება და წინსვლა, დანარჩენი ყველაფერი მოგვიანებით მოვიდოდა.
თბილისური მატჩი? ვფიქრობ, საქართველოზე ზეწოლა უფრო დიდია. ისინი სახლში არიან და ფავორიტებად ითვლებიან, ამიტომ არც კი ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს რეალურად ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში.
უბრალოდ, ერთი ნაბიჯი მეორის მიყოლებით უნდა გადავდგათ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ", - თქვა ჰოლცმა.
ისლანდიის ხელბურთის წარმატება პირდაპირ დაკავშირებულია ქართველ ხელბურთელ, ევროპის ხუთი სახელბურთო ქვეყნის ჩემპიონ ტიტე კალანდაძის სახელთან. მას მთელ ევროპაში წლების განმავლობაში ენიჭებოდა უძლიერესის ტიტული. [იყო ხუთი სხვადასხვა სახელმწიფოს ჩემპიონი სხვადასხვა დროს.]მაგრამ ჩვენთან ამაზე სიტყვაც კი არავის არ დასცდენია. [კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი„ღირსებისა“ ] არ დამიბლოკოთ გთხოვთ.