წნეხის გარეშე და გულშემატკივართა მხარდაჭერით - საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 19 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, 20 მარტს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე, სასტუმრო სევსამორაში აკრედიტებული მედიისთვის მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგება.

გიორგი ქოჩორაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "გუშინ დავიწყეთ შეკრება. მოხარული ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ვარ ამ გადამწყვეტ ეტაპზე. ყველა მოტივირებულია, ვიცი, თუ რამხელა დონის თამაშია, თუმცა ვცდილობთ შევინარჩუნოთ
სიმშვიდე და მოვემზადოთ ისე, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით".

გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. წნეხი დიდი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ დაგვიდნენ გვერდში და ერთად გავიმარჯვოთ".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი)

nakrebi.ge

altმატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს - რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?

alt"კობიაშვილთან მქონდა საუბარი და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ" - 21 მარტს გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების მატჩის ხილვა დიდ ეკრანზე შეეძლება

alt"ზეწოლა საქართველოზე იქნება... ფინალზე არც კი ვფიქრობ, რადგან..." - ლუქსემბურგელთა მწვრთნელი თბილისური მატჩის წინ

alt"ფავორიტები არ ვართ, მაგრამ..." - ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მოახლოებულ მატჩზე

altრა თანხას მიიღებს სფფ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში და კიდევ რამდენის გამომუშავებაა შესაძლებელი ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი

მკითხველის კომენტარები / 12 /
დაიწყება ეხლა ფედერაციის და მწრთვნელის გაჯოჯოხეთება,ბიჯოო...ფეხბურთის თამაშს ფედერაცია და სანიოლი გასწავლის? ბერდებიან ისე მიდიან ფეხბურთელები ბურთის მოპყრობა არ იციან.ან რა პასებს აკეთებენ ან სად ურტყავენ,ბურთის მიღება დამუშავებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.ესაა არა პროფესიონალიზმი, საკუთარი თავის,გულშემატკივრის და ქვეყნის აგდება.
პეტრა
12:31 20-03-2024
4
ტრენერია მთავარი, ტრენერი! იცით რა არის ტრენერი?
რომ ეტყვის წიიინ! და ბიჭები ბარებში გარბიან. ეეე, აგია ტრენერი,
.მიდი სიმონ მიდიიი! მაგი არ უნდა ჩვენ ბიჭებს, თავადაც კარგად იციან რომ თავი არ უნდა დაიტვირთონ, არ გაოფლიანდნენ, არ გაცივდნენ, თვარა მერე ასჯერ მეტი უჯდებათ მკურნალობა.
ხვდებით ხო? ჯანდაცვის საქმე ვერა გვქონია კარგად და კიდო მოგებას ნატროობთ?
სანიოლიიი! სირბილი მოგიწევს, სირბილიი! აბა მაგენი გიჟები გგონია რომ ირბინონ? ხოდა ახლავე იცოდე, რომ შენ უნდა შეტყდე საცხა...
უიი ამ ყაზილარების დამარცხებული ლუქსემბურგი არ გენახოთ და ფარერები კიდო.სოსო ჩამევიდა პავლიაშვილიი? არააა? მაგიც შეტყდა სიმოოონ?
კ ო მ ბ ლ ე
12:31 20-03-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული