სანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

"გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით. 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", რასაც აუცილებლად გავაანალიზებთ. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით მეტოქეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბოლო წუთების გამო არ დავისაჯეთ, მაგრამ ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს.

კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ. ჩემი ზოგიერთი საკადრო
გადაწყვეტილება, შესაძლოა, ყველასთვის მისაღები არ იყოს...

დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ამის შემდეგ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიქაუტაძის თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მოთამაშის გუნდიდან მოკვეთა და განაცხადის შემცირება ადამიანურად რთულია. საბა საზონოვი კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ ახლა გუნდში ცოტას თამაშობს და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს 90 წუთი და უფრო მეტიც ითამაშოს. ამის შესახებ მასაც ვესაუბრე", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.

altლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგთან მატჩში

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
დაცვის ცენტრში გვიჭირს მარა ფლანგებზე აი ისე გვიჭირს ასე ბოლოს როდის გვიჭირდა არც მახსენდება ... შენგელია ძაან მაგარი ბიჭია უდიდეს პატივს ვცემ მატჩის შემდეგ ძაან ჭკვიანური კომენტარიც გააკეთა ... პროსტა აზაროვს როგორ ჯობია მარცხენა ფლანგზე სართოდ ვერ ვხვდები ... აზაროვი თუ ართმევაზე ვერ თამაშიბს მეურვეობს მაინც და არ შორდება მოწინააღმდეგის შემტევებს ... დღეს მარცხნიდან მინიმუმ 3 ჯერ ძაან უპრობლემოდ შემიგვიტიეს და ჩააწოდეს არავინ ხელს არ უშლიდა ... პროსტა დიდი პატივისცემის მიუხედავად დონე მართლა აკლდათ ლუქსემბურგელებს ... მანდ ბერძენი დაასვამს პირდაპირ თავზე თავდამსხმელს. მეორე სართულზე დიდი უპირატესობა აქვთ ... შენგელ ბოლომდე უნდა მოინდომო რა შენი ბრალია ფლანგის მცვალად რო გათამაშებს მარა საქართველოსთვის უნდა გაწირო თავი და მაქსიმუმი გააკეთო ...
bejo
22 მარტი 2024 01:50
1
იმედია ყაზახეთია ფარჩაკი გუნდი თორე ბერძნები დაფრინავენ ამათთან მართლა რაღაც მოსახერხებელია, საზონოვინაუცილებლად უნდა იყოს, დასვენებული კვარა წაგვადგება იმედია ისევ არ იწვიმებს, კიტე ფორმაშია, სწრაფ გოლს თუ არ გავუშვებთ როვნი თამაში იქნება და თუ გავიტანთ კიდე ხო კაი. აპასნი გუნდი მოჩანს საბერძნეთი, კანკავა რაღაც ვერაა ფორმაში, ბუდუ იმენა ფინიშერია მაგრად დაიხვეწა გერმანიაში, ჩაკვეს და კვარას იმედი მაქ
ABCABC
22 მარტი 2024 00:33
2
დაცვაა ჩვენი სუსტი წერტილი
საზონოვი და გველესიანი ძირითადში
ლექსო
22 მარტი 2024 01:23
2
პირველი ტაიმის შემდეგ, საბერძნეთი ანადგურებს ყაზახებს 4:0! ძალიან გაგციჭირდება მათთან ფინალში. შესანიშნავი გუნდი ჰყავთ
giorgi 3
22 მარტი 2024 00:36
4
საერთო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, არც ისეთი კოლოსალური უპირატესობაა. არ არის საბერძნეთი ჩვენთვის დაუმარცხებელი გუნდი!
Gio
22 მარტი 2024 01:30
0
პრინციპში აღარც მინდა უკვე 2-0 უგებენ... ფინალი საქართველო საბერძნეთია...
123
22 მარტი 2024 00:06
0
ეჰ, შენ ბავშვობიდან აჭრილი ხარ. ბიჭებმა თავი მოიკლეს და მოიგეს.
გიორგი
22 მარტი 2024 00:03
17
ძაან სასიხარულოა რომ ლუქსემბურგი გავიარეთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს მწვრთნელს არანაირი ტაქტიკური განათლება არ აქვს, მაგის გადაწყვეტილებების იმედად დიდი ალბათობით განწირულები ვართ საბერძნეთთან, მთელი იღბალი, მსაჯები და საფეხბურთო ღმერთები თუ არ იქნებიან ჩვენსკენ. სანიოლზე სუსტი მწვრთნელი ალბათ ჩვენ ნაკრებს არ ყოლია. ფლანგზე ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ვინც ხვიჩასთან ტანდემში შეიძლება პრობლემები შეუქმნას არ გამოიძახა(აზაროვი). ლობჟანიძე რომელიც ზურიკოზე კარგ ფორმაშია საერთოდ არ გამოიძახა(მიზეზი მე მგონი ამერიკა რომ შორსაა, მაგრამ საბერძნეთთან მატჩამდე ხომ მოასწრებდა დასვენებას). მოედნის ცენტრი ძაან აბდაუბდად იყო დალაგებული, უბრალოდ ვეთამაშებოდით მეთევზეებს და მღებავებს, მეორე ბუნდესლიგის დონის გუნდს და კლასის ხარჯზე მოვუგეთ. დაცვა ნუ კატასტროფაა, ერთი აჩქარება და ეგრევე გახვრეტილია ჩვენი დაცვა, რაღა დროს კვირკველიაა, ნუ კაშია კიდე შეიძლება ათამაშო. მოკლედ სამწუხაროდ გვყავს ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი და მეეჭვება საბერძნეთს ტაქტიკურად რამე შევთავაზოთ, ღმერთის და ხვიჩას იმედად თუ ვიქნებით სამწუხაროდ.
barca
22 მარტი 2024 11:31
7
რა მეთევზე და მებაღე ? მგონი ჩარჩენილი ხარ 90-იან წლებში. ამ გუნდმა ევრო შესარჩევში 17 ქულა აიღო და თუ პორტუგალიასთან გაშვებულ გოლებს არ ჩავთვლით, დანარჩენ 8 შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა. ცოტა გადახედეთ ახალ ინფორმაციას, უკეთესი იქნება.
JABA
22 მარტი 2024 12:16
3
სისულელეებს რომ წერდის ის გულშემატკივარი სად ხართ, კვირკველიას, კაკაბაძეს და და შენგელიას რა უნდა ნაკრებშიო, ჯაბა ათამაშეთ ჯაბაო. მშვენივრად ითამაშა ყველამ, ერთი ქოჩორაშვილი ვერ იყო ფორმაში და კიტე ძალიან დაწეული იყო თორემ მთლიანობაში თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს ბიჭებმა.
semi
22 მარტი 2024 09:43
9
შენგელია გადასარევი იყო და გეთანხმები. მაგრამ აი, დაცვის ხაზი კატასტროფულად სუსტია.. თუმცა ვინ უნდა დააყენოს ამ კაშია-კაკაბაძე-კვირკველიას მაგივრად საკითხავი აი ეს არის. მოსაძებნია ფიზიკურად ძლიერი ბიჭები
გორო
22 მარტი 2024 11:12
1
კაშიამ ითამაშა უშეცდომოდ?
დიმო
22 მარტი 2024 10:12
0
ყველა გამოხმაურება
მიუხედავად ფინალში გასვლისა თამაშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მთლად ჯანსაღად ვერ დაიგეგმა პროცესები. ცენტრში ისევ ჭირს მოძრაობა, სწრაფი გახსნა და ბურთის გაგორება,ამის გამო ისევ წინ ბურთის გადაგდებისა და ბრძოლის იმედზე ვართ მაშინ, როცა ზივზივაძის გარდა მოედნის მეორე ნახევარში ერთი ტანმაღალი კაცი არ გვიდგას. გარდა ამისა რჩებოდა უამრავი თავისუფალი სივრცე, რასაც ლუქსემბურგისგან განსხვავებით საბერძნეთის ნაკრები სხვანაირად ისარგებლებს. პრობლემები გამოიკვეთა და თანაც მწარედ დაცვაში, განაცხადს მიღმა საზონოვი და სასტაროს მიღმა გოჩოლეიშვილი, აზაროვის არ გამოძახება, საყრდენის პოზიციაზე კიტეიშვილის დაყენება, ნელ და ნაკლებად ღონიერ ქოჩორაშვილთან ტანდემში. ორი ფორვარდის ტაქტიკამაც აშკარად ვერ გაამართლა, მიქაუტეძეს მოპოვებული წითელი ბარათის გარდა მარგი ქმედების კოეფიციენტი წინ თამაშში ქონდა ნული, გარდა ამისა საერთოდ არ ეხმარებოდა უკან ნახევარდაცვას ცარიელი ზონების შევსებაში. ვერ მივხვდი ვერც ნელი და მოუქნელი შენგელიას ფლანგზე დაყენების შინაარსს, თანაც უკნიდან... გოჩოლეიშვილი, თუნდაც მარცხნიდან გაცილებით უკეთეს ვარიანტად მეჩვენება. გამძლეობა მაინც აქვს, თანაც წინ და უკან სწრაფად სირბილში შენგელიას ბევრად ჯობნის. საბერძნეთთან მაქსიმალურად მობილური, მოძრავი და მებრძოლი სასტარტო შემადგენლობა დაგვჭირდება, რომელსაც ჯახიც შეეძლება და ბურთის გაგორებაც. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ლაფსუსების მთელი წყებაა და იმედია სანიოლი ფინალამდე გაიაზრებს მათ და გადაალაგებს რაღაცეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში განწირულები ვართ გარღვევისთვის.
pablo
22 მარტი 2024 09:28
6
გელ-100 - მეგობარო, დაითვალისწინე ის გარემოება, რომ საერთო სოციალურ სივრცეში ხარ, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, რომელიც ვერ იქნება ყველასთვის მისაღები და მოსაწონი, მათ შორის ვერც შენთვის. შესაძლოა აქამდე არავის უთქვამს, თუმცა იცოდე, რომ კრიტიკა ან საკუთარი აზრის დაფიქსირება ბოღმით კი არა, ხანდახან უკეთესის სურვილითაა განპირობებული - ეს ერთი, მეორე - ბევრი შეურაწყოფა მოვისმინე და არ ვაპირებ უზრდელობაზე უზრდელობით გიპასუხო, უბრალოდ გაითვალისწინე, რომ ადამიანისთვის შეურაწყოფის მიყენება, თანაც უმიზეზოდ და მითუმეტეს ინკოგნიტო რეჟიმში, სუმ მცირე არაა კაცური საქციელი, ამაზეც დაფიქრდი, სანამ ქართველობაზე და პატრიტულ სულისკვეთებაზე დაწერდე ძვირებს.
pablo
22 მარტი 2024 13:36
0
სანიოლმა რაც არ უნდა გაიაზროს და რაც არ უნდა ,,შენთვის" სასურველი ტაქტიკა და შემადგენლობა დააყენოს მაინც გამოჩნდებიან შენისთანა ყველაფრით უკმაყოფილო ხალხი რომელიც იპოვის რაღაცას გასაკრიტიკებლად,,მოვიგეთ მნიშვნელოვანი თამაში შეირგე და გაიხარე როგორც გულშემატკივარმა,რა შენი საქმეა შემადგენლობაზე და ტაქტიკაზე ესეთი კრიტიკული ტონით საუბარი,,ნაკრებს ყავს სამწვრთნელო შტაბიც,მრჩეველიც და ლაფსუსებზე და შეცდომებზე დამკვირვებელიც,რომლებიც დაჯდებიან ფეხბურთელებთან ერთად და გაარჩევენ ყველაფერს,ასე რომ ამ ბოღმისგან გასიებულ ხალხს რომლებსაც არაფერი არ მოწონთ და ყველგან და ყველაფერში ნაკლს ეძებენ გირჩევთ ენა ჩაიგდოთ,ეგ სიბოროტე და ბოღმა დაგახრჩობთ თქვე სამი თითის კომბინაციებო,,,წარმატებები ჩვენს სამშობლოს და ყველას ვისაც გულწრფელად უხარია საქართველოს წინსვლა ყველა სფეროში,დრო მოვა თქვენნაირი მახინჯი სულის ადამიანები აღარ იარსებებთ
gel-100
22 მარტი 2024 11:43
5
რატომღაც აღარ სჩანს ათობით კომენტარები სტატიებზე, გამარჯვება არ იყო გეგმებში? აბა წაგვეგო, გაივსებოდა აქაურობა მ....ით, როგორი მომართული ხართ უარყოფითზე ხალხო
ბოღმიან ბო...ებს
22 მარტი 2024 01:35
23
ზუსტად შენაირი აზროვნება ამუხრუჭებს ქვეყანას, იმიტომაც ვტრიალებთ ერთ ადგილზე....ცალმხრივად რომ იგებ ყველაფერს..., ბოღმა რა შუაშია, რეალობის აღქმა,შეცდომების გამოსწორება და ანალიზი არის საწინადრი განვითარების.... მეტი განათლება ერს...
გუსანი
22 მარტი 2024 02:38
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული