სანიოლი: 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

"გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით. 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", რასაც აუცილებლად გავაანალიზებთ. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით მეტოქეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბოლო წუთების გამო არ დავისაჯეთ, მაგრამ ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს.

კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ. ჩემი ზოგიერთი საკადრო
გადაწყვეტილება, შესაძლოა, ყველასთვის მისაღები არ იყოს...

დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ამის შემდეგ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიქაუტაძის თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მოთამაშის გუნდიდან მოკვეთა და განაცხადის შემცირება ადამიანურად რთულია. საბა საზონოვი კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ ახლა გუნდში ცოტას თამაშობს და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს 90 წუთი და უფრო მეტიც ითამაშოს. ამის შესახებ მასაც ვესაუბრე", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.

altლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგთან მატჩში

altბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ვინაა ჩარჩენილი მართლა ეტყობა, თურმე პორტუგალიამ ორ მატჩი 15 გოლი რომ გაუტანა ლუქსემბურგს ეგ არ უნდა ჩავთვალოთ, ლიხტენშტეინები და ისლანდიები და ბოსნია ჰერცოგოვინების მატჩები უნდა ვითვალოთ. გუნდი რომ 2 მატჩი 9-0 და 6-0 წააგებს, პრესტიჟის გოლსაც ვერ გაიტანს ეგ მეთევზეები კი არა უარესები არიან, მაგათთან მოგება გვიხარია. თქვენ თუ გგონიათ ამ თამაშით რამეს ვიზამთ საბერძნეთთან ღმერთმა ქნას, ნეტა ისე მოვიგოთ სანიოლის გაღმერთება დავიწყო, თუმცა მეეჭვება მე ეს, ამ კაცს არანირი გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს რომ სწორი ტაქტიკა შევთავაზოთ და თუ პირველი გოლი ბერძნებმა გაიტანეს მაშინ მაგ მობერებული დაცვით რომ გავიხსნებით ყაზახეთივით შეიძლება ამოგვტენონ და მერე ვიძახოთ ლუქსემბურგი. ლუქსემბურგს თუ ვერ მოუგე აბა რა გინდა ვაფშე სადმე, ევროპაზე კი არა.
barca
22 მარტი 2024 12:45
5
მასე ესპანეთმა ჩვენც გაგვიტანა 7 გოლი აქ და ეგეც არ ჩავთვალოთ ? თუ ის ესპანეთი ყო და რამით ცამოუვარდება პორტუგალიას. მოკლედ მოსაგები მოვიგეთ და იმედი ვიქონიოთ საბერძნეთის ძლიერ ნაკრებთანაც ჩვენსკენ იქნება იღბალი. წარმატება მისურვებია საქართველოს ნაკრებისთვის და შენთვისაც მეგობარო.
JABA
22 მარტი 2024 14:57
0
შენს გონებრივ შესაძლებლობაზე უნდა დაფიქრდე ნამდვილად :) სანიოლის შესაძლებლობა რომ უკეთესია და შენნაირები არ უნდა ჩერჩეტებდნენ,მის პოზიციასაც ეტყობა და 26 მარტის საღამოსაც. იმედია აფანატებ უკვე სანიოლზე , ჰაჰაჰა!!!
ქომაგი
01 აპრილი 2024 21:15
0
ვერ ვიგებ საზანოვს რა პონტში არ ენდობა. ლოჩოშვილი, საზანოვი, გოჩოლეიშვილი. მე მგონი ესენი უნდა დაიტვირთონ. აზაროვის არ გამოძახება იქნებოდა? ტიპები ბარსელონასთან ბრწყნავენ, საგოლე პასებს აკეთებენ და ეს კიდე უთამაშებელ ფეხბურთელებს აყენებს სასტავში.მოკლედ ხვთისწყალობის იმედადავართ ბერძნებთან.
დ ი დ ე ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს!
ჯიმა
22 მარტი 2024 11:59
1
კარგი თუ ძმახარ ისეთი ბანძები არიან დაცვაში ძლიერი გუნდი რო შეგვიტევს შენი ნახსენები ფეხბურთელები ნაქურჩელის კოშკივით იბნევიან. მოკლეთ საზანოვი ლოჩოშვილი ბევრად მაგარია. ახალგაზრდებს მისცენ ასპარეზი. იმიტომ რომ ღირსები არიან.
ჯიმა
22 მარტი 2024 13:07
1
საზანოვი სერია ა ში თამაშობს 10-25 წუთამდე, 90 წუთი სათამაშოდ გამოიყვანოს პლეიოფში? მაშინ როდესაც კაშია და კვირკველია წლებია გვერდიგვერდ თამაშობენ და შეთამაშებულები არიან, მაინდამაინც პლეიოფში და ფინალში უნდა ჩაანაცვლოს საზანოვით? აზაროვი კიდე დაცვაში არი ნოლი, ისევე როგორც გოჩოლეიშვილი, ნაკრების წინა მარცხები ნახე სადაც ათამაშა სანიოლმა ათრიეს ორივე. განსაკუთრებით გოჩოლეიშვილი, რაც მიუთითებს რომ არიან განწყობის ფეხბურთელები და მათზე დაყრდნობა სარისკოა. კი ბატონო შეიძლება გაიბრწყინონ მაგრამ სტაბილურიბას უნდა მიაღწიონ იმისთვის რომ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდნენ. კაკაბაძე ბევრად კონცენტრირებულია და ნაკლებ შეცდომას უშვებს. რომელი ფეხბურთელი დააყენა უთამაშებელი?
semi
22 მარტი 2024 12:19
4
საზონოვი დააყენე ორივეს ჯობია თუ არადა ვერ გადარჩება თქვენი სასტავი ნამუსი იქონიეთ ბიჭო
სიმართლე
22 მარტი 2024 12:17
2
ევროპაზე გასვლა და იქ ახალგაზდებზე შანსის მიცემა აუცილებელია. კლუბში მთელი სეზონის კარგად თამაშს ევროპაზე სამი თამაშით უფრო უკეთესი შანსი გაუჩნდებათ ფეხბურთელებს უკეთესს გუნდებში გადასვლის მითუმეტეს ახალგაზდები მალე აღიდგენენ ძალებს და იმ სამ თამაშს იმ 9-10 დღეში ჩაატაებენ ფიზიკურად ნორმალურად მაგრამ ეს ფედერაციის ბოსები და სანიოლი ვერ ეშვება კანკავა კაშია კვირკველია ქვილითაია ლორიას
ტოტტი
22 მარტი 2024 08:32
4
ბრავო სანიოლ ბრავო!!!!!!!!
ტოტო
22 მარტი 2024 11:04
8
ეს რა თქვა?
სანიოლი: "დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ"...
დააკვირდები თუ ასწავლი ძალები სწრაფად როგორ აღიდგინონ?
ან ვინც იცის იმას ასწავლებინე მაინც!
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
22 მარტი 2024 12:45
6
ანუ შენი აზრით სანიოლმა უნდა ასწავლოს როგორ აღიდგინონ ფორმა ? მაგისთვის არსებობენ ფიზ.მომზადების მწვრთნელები და რეაბილიტოლოგები, ვინც საბედნიეროდ გვყვავს გუნდში და აი ეგენი ზრუნავენ მათ ფორმის აღდგენაზე, რასაც მერე ვილიც უყურებს, აი იმ მონაცემებით გულზე რომ აქვთ დამაგრებული ვარჯიშის დროს და კომპიუტერში ისახება, თან მოახსენებ კიდეც. ასე რომ არაფერი უთქვამს საოცარი.
Jaba
22 მარტი 2024 20:12
0
ყველაფერი გაირკვა უკვე,საბერძნეთმა პირველი ტაიმი 4-0 მოიგო,რაც ძალიან ცუდია ჩვენთვის.
მირო
22 მარტი 2024 00:36
5
საბერძნეთის თამაშის ლინკი იქნება ვინმემ იცოდეს ვერ ვიპოვნე ვერსად..
123
22 მარტი 2024 00:04
1
სილკ უნივერსალზეა
ვანჩოპე
22 მარტი 2024 00:15
0
https://liveball.uno/match/1143772
c
22 მარტი 2024 00:11
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული