ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, წვიმიან ამინდში, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი, ორთავდამსხმელიანი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. პირველი მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ძელს გაარტყა. მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ტემპის დაგდებას და კონტრიერიშებზე მოქმედებას ცდილობდა. შემდეგ ბუდუმ ბურთი მეკარეს ხელიდან გამოსტაცა, გაიტანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გააფრთხილა. 38-ე წუთზე პირისპირ გასულ კაკაბაძეს მეკარე მორისმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ზივზივაძემ ჩვენი გუნდი
დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი სრულად დომინირებდა, მოწინააღმდეგეს ყველა კომპონენტში ჯაბნიდა და ზეწოლა მეორე ტაიმში გააგრძელა. სტუმრებს პირველი შანსი მიეცათ და მეკარე მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. მერე მიქაუტაძის წაქცევისთვის მსაჯმა საჯარიმო არ დანიშნა და სწრაფი კონტრიერიშისას როდრიგესმა გოლი გაგვიტანა, თუმცა არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, საჯარიმო დანიშნა, ბოლო იმედის ჯარიმის გამო ვიზავის მცველი შანო გააძევა, ხოლო საჯარიმოდან ბურთი შენგელიამ ხარიხას გაარტყა. 63-ე წუთზე კი ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. მერე შეცვლაზე შესული კვეკვესკირის, დავითაშვილის და წიტაიშვილის დარტყმული ბურთები ასცდა მიზანს და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ლუქსემბურგი 2:0
გოლები: 1:0 ზივზივაძე (40), 2:0 ზივზივაძე (63)
გაძევება: შანო (56, ლუქსემბურგი)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 72), ქოჩორაშვილი (კანკავა 87), ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 77), კიტეიშვილი, ზივზივაძე (ქვილითაია 86), მიქაუტაძე (დავითაშვილი 77)

მკითხველის კომენტარები / 81 /
მადლობა ბიჭებს მოგებისთვის და ხალხის გახარებისთვის.ბუდუს კი მინდა ვთხოვო, კიდევ მრავალი გოლი გაიტანოს და აღნიშვნა უფრო კორექტული გახადოს.
ენა
23 მარტი 2024 08:13
0
მადლობა ბიჭებს მოგებისთვის და ხალხის გახარებისთვის.ბუდუს კი მინდა ვთხოვო, კიდევ მრავალი გოლი გაიტანოს და აღნიშვნა უფრო კორექტული გახადოს.
ენა
23 მარტი 2024 08:12
0
დღეს ვუსმენ მთელი დღეა ბერძნულ არხებზე რეებს ლაპარაკობენ ჩვენზე, ძალიან არასერიოზულად გვიყურებენ და 100% მოგებას ფიქრობენ და ამიტომ უნდა დავსაჯოთ აუცილებლად!! კვარაზეც აგდებულად ლაპარაკობენ არაფერი ეგ არ არისო და იბრიქებიან,ციმიკასით და მავროპანოსით წაიღეს ტვინი, აქ თუ ვერ გავიმარჯვეთ რა გვესაქმება ევროპაზეო, ამიტომ უნდა მოვუგოთ და ჩავაგდებიოთ ენა!!!!!! ერთი არის რო როგორ უყვართ თავიანთი ფეხბურთელები და მწვრთნელი, მაგრად აფასებენ ისინი და ჩვენც ვიდგეთ ერთად და დავაფასოთ ერთმანეთი!!!!!! უნდა მოვიგოთ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ტოტო
22 მარტი 2024 20:21
0
ვახოს-----კარგად წაიკითხე ჩემი კომენტარი, ვინმეს შეურაცხყოფა სადმე წერია? მერე შენი კომენტარი წაიკითხე კარგად და დასკვნა გამოიტანე, რისი ღირსი ხარ.
mamuka09ze
22 მარტი 2024 12:27
2
რა შუაშია შეურაწყოფა? სირაქლემის პოზა ლიტერატურული გამონათქვამია და ჩემი მოგონილი არაა.. გაუგებარს რას ვიძახი პოზიცია რომ კარგად არის საქმე დამღუპველია.. არ არის..შესაცვლელია რაღაც პირადად ვერ ხვდები? 5-0 გუშინ უყურე? კი ხვიჩა დიდი ძალაა დაგვეხმარება მარა ტუ რამე არ შეიცვალა არ ვიცი რა მაგ დონის სპეციალისტი არ ვარ მარა ამ მიდგომით ბერძნებტან ვერ გავქაჩავთ.. ჩაკვეტაძის ახლობლებს ბოდიში მარა 1 ქუსლიტ პასის გარდა ეს იყო კარგი თამაში? პირიქით ბუდუს მადლობა თავისი მაქსიმუმი დადო ბიჭმა და შედეგიც.. არ ვუთხრათ კაკაბაძეს რომ პრინციპში გადაგდები იყო? ტუ ვუთხრათ კარგია ასე გააგრძელე. მოკლედ არავის წყენა არ მინდა მარა მოვრჩეთ ამ ქართულ თვისებას უკიდურესობებში ვარდნას და თავს ნუ მოვიტყუებთ
ვახო
22 მარტი 2024 12:51
3
კომენტარები გადავიკითხე და ვიხალისე ამდენი სირაქლემა თუ არსებობდა არ მეგონა. კარგად ვითამაშეთ არა ბიჭებო და გოგოებო?? ჩაკვეტაძესაც მაგრად უთამაშია?? ბრმები თუ არ ხართ რეალობას რატო გაურბიხართ.. ნახეთ ბერძნების თამაში??? ისე ამ სადღეგრძელოების მოყვარულებს და საცოდავად პატრიოტებს თავი უნდა დავანებოთ. გუნდი უნდა მაქსიმალურად მობილიზდეს.. სპეციალისტებმა იმუშავონ .. თორე 26 რიცხვი ძალიან მტკივნეულად დამთავრდება ჩვენთვის..
ვახო
22 მარტი 2024 11:57
8
ყვითლები დათვალეეეეეეეეეეთ!!!!
კანკავაც
dato
22 მარტი 2024 10:46
3
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს და ქვეყანას გამარჯვებას. ძალიან იოლად და უპრობლემოდ მოვიგეთ. არ ჩათვლილ გოლზე ჩაჭერა და გაგვიმართლას ძახილი, უბრალოდ იმაზე მიუთითებს რომ წესები არ ვიცით. მსაჯს ყოჩაღ კი არა მაგ მომენტში დააგვიანა, საერთოდ არ უნდა დაჭირვებოდა ვარი და ისე უნდა დაენიშნა ჯარიმა, შესაბამისად ეგ მომენტიც არ იქნებოდა და ჩასაფრებული გულშემატკივარიც აი გაგვიმართლაო ვეღარ იტყოდა. რეალურად გუნდმა 2-0 წაიყვანა, საქმე მოამთავრა და აღარ იყო საჭირო ისეთი ინტენსივობით თამაში, რადგან ლუქსემბურგი იყო მეტოქე და არა და სხვა და მანდ ძალების დაზოგვა მოსულა. ცალკე საკითხია ზოგიერთი ფეხბურთელი არადისციპლინარული თამაში და უაზრო ჯარიმები, ამაზე ცალკე სასაუბროა მათთან, რადგან შეიძლება ძვირად დაჯდეს სხვა დროს და ზოგადად ნაკრებს დისციპლინის პრობლემა აქვს და ხშირად ვიღებთ არასაჭირო ბარათებს. მთავარი თამაში არის წინ, ეს ის საბერძნეთი არაა რაც ადრე იყო, ამიტომ მოედნის ფაქტორით და მუხტით უნდა დავძლიოთ ეს ბარიერი და პირველად ისტორიაში გავიდეთ ევროპაზე. წარმატებები ბიჭებს.
ევროპაზე სრული სვლით
22 მარტი 2024 10:41
2
საბერძნეთს დიდი ანგარიშით მოვუგებთ.
ქ. გ.
22 მარტი 2024 10:39
8
გილოცავთ ფინალში გასვლას. რაც შეეხება თამაშს წინ არაგვიშავდა, დაცვაში ორჯერ შემოგვიტიეს და ცენტრალურ ზონაში როგორ გაისეირნეს ვნახეთ, ისიც ვნახეთ საბერძნეთი როგორ კომბინაციურ და ამასთან ერთად კონტრშეტევებზე აწყობილ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ სწრაფი მცველები გვჭირდება ჰაერივით, ჩემი აზრით კვირკველიას ნაცვლად საზონოვმა და დვალის ნაცვლად ლოჩოშვილმა, ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილის ნაცვლად კანკავამ უნდა დაიწყოს. კვარაც გვეყოლება დაცვიდან კონტრშეტევებზე უნდა ვითამაშოთ, ვიბრძოლოთ და გულშემატკივართან ერთად შედეგიც იქნება.
ნიკა
22 მარტი 2024 10:27
4
საზონოვი და ლოჩოშვილი არიან სწრაფი მცველები? ეგენი გასულ საუკუნეშიც ვერ ჩაითვლებოდნენ სწრაფად, ხუმრობ ალბათ?
ახწ
22 მარტი 2024 14:14
2
გეთანხმები . ბერძნებთან ასეთი დაცვით შევრცხვებით
გია
22 მარტი 2024 11:00
2
ლიუქსემბურგს მსაჯებით და უტვინო, ბრმა ბურთაობით 'მოვუგეთ', ძალიან შევრცხვებით ბერძნებთან.
ვანდა ჯიქია
22 მარტი 2024 10:24
22
ფეხბურთი ნამეტანი რთული თამაშია შენთვის. ბადმინტონს უყურე.
ჰაჰაჰა
22 მარტი 2024 11:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული