ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, წვიმიან ამინდში, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა შემტევი, ორთავდამსხმელიანი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. პირველი მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ ზივზივაძემ ბურთი ძელს გაარტყა. მეტოქე პრესინგს მიმართავდა, ტემპის დაგდებას და კონტრიერიშებზე მოქმედებას ცდილობდა. შემდეგ ბუდუმ ბურთი მეკარეს ხელიდან გამოსტაცა, გაიტანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და გააფრთხილა. 38-ე წუთზე პირისპირ გასულ კაკაბაძეს მეკარე მორისმა არ გაატანინა, ცოტა ხანში კი ზივზივაძემ ჩვენი გუნდი
დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი სრულად დომინირებდა, მოწინააღმდეგეს ყველა კომპონენტში ჯაბნიდა და ზეწოლა მეორე ტაიმში გააგრძელა. სტუმრებს პირველი შანსი მიეცათ და მეკარე მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. მერე მიქაუტაძის წაქცევისთვის მსაჯმა საჯარიმო არ დანიშნა და სწრაფი კონტრიერიშისას როდრიგესმა გოლი გაგვიტანა, თუმცა არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, საჯარიმო დანიშნა, ბოლო იმედის ჯარიმის გამო ვიზავის მცველი შანო გააძევა, ხოლო საჯარიმოდან ბურთი შენგელიამ ხარიხას გაარტყა. 63-ე წუთზე კი ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. მერე შეცვლაზე შესული კვეკვესკირის, დავითაშვილის და წიტაიშვილის დარტყმული ბურთები ასცდა მიზანს და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ლუქსემბურგი 2:0
გოლები: 1:0 ზივზივაძე (40), 2:0 ზივზივაძე (63)
გაძევება: შანო (56, ლუქსემბურგი)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 72), ქოჩორაშვილი (კანკავა 87), ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 77), კიტეიშვილი, ზივზივაძე (ქვილითაია 86), მიქაუტაძე (დავითაშვილი 77)

მკითხველის კომენტარები / 81 /
უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს ფინალურ თამაშშიც!
ვახო...
21 მარტი 2024 22:59
2
აჰააა, ხომ შეგძლებიათ, ბებრებიან ახალგაზრდებიანად.
გილოცავთ, ნახევარი საქმე გაკეთებულია. დაიმახსოვრეთ ბიჭებო, ყველა თამაში ასე ჯიგრით უნდა ითამაშოთ, ამხანაგურიც კი, აბა მერე ნახე თუ არ მოვა წარმატება.
დიდება, დიდება, დიდება
საქართველოს!!!
ლევანი
21 მარტი 2024 23:10
5
გილოცავთ და ღმერთმა ინებოს ფინალიც მოლოცვით დავასრულოთ! წარმატებები ბიჭებს! ბუდუუუ შე უძალიანმაგრესოო!
ალექს
21 მარტი 2024 23:06
5
ცოტა ლოგიკა ხომ უნდა დააყოლო ნათქვამს,ყველაფერი შეიძლება დააბრალო მიქაუტაძეს მარა უჯიგრო თამაში მეტისმეტია, ფაქტიურად იმ წაგებულ ბურთზე არ ეთამაშა ბოლომდე რა შედეგიც დაფიქსირდებოდა ბოლოს ტაბლოზე წარმოდგენაც არ მინდა
ნოე
21 მარტი 2024 23:21
2
ჩაკვეტაძე იყო დღეს საუკეთესო. როგორც ართმევაზე ისე შეტევების ორგანიზებაში, აშკარად დაეტყო ბრიტანული ფეხბურთის კლასი და უკვე სხვა სიმაღლეზეა. ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას და ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას.
ფეხბურთი
22 მარტი 2024 01:05
1
კომენტატორების ბღავილი გაუქმებულ გოლზე და წითელზე იყო ამაზრზენი.. მოკლედ მადლობა ვარს და მსაჯს გვიშველა მგონი თორე რა იქნებოდა რავი.. მოკლედ კატასტროფაა და არა საფეხბურტო არამედ მენტალური თვალსაზრისით.. ხალხო რასაც უყურეთ მოგეწონათ???
ვახო
21 მარტი 2024 23:25
29
უკვე 50 წელზე მეტია,რაც ითქვა:ყველა იბრძვიხ გამარჯვებისათვის და მხოლოდ ბრაზილიელები ფიქრობენ,ხარისხზე.ლუქსემბურგი,ც ჯგუფის ნახევარფინალისტი,ჩვენი რანგის ნაკრებების უკან ჩამოტოვებით გახდა.ნურც ია=მას დავივიწყებთ,რომ აქამდე,მათთან ნათამაშებ 4 თამაშში,2 მოგება და 1 წაგება გვქონდა.მათ ყოველთვის მაღლიდან დავყურებდით,მაგრამ გამოდის,რომ არც ადრე გვქონია,მათთან განსაკუთრებული უპირატესობა.ჩვენი ნაკრები არც ადრე გამოირჩეოდა თამაშის დიდი სილამაზით,მაგრამ ჩვენი ნაკრებია და მსოფლიოს ყველა ნაკრებს მირჩევნია.მომწონს ბევრი ნაკრების თამაში,მაგრამ მხოლოდ საქართველოს ნაკრები მიყვარს.ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონსო,ნაქვამია.ლამაზია?-არ არის ლამაზი,მაგრამ მისი შვილია!ისედაც,პლეი ოფებში,ჯერ გამარჯვებაა მთავარი და უკვე მერე,სანახაობა.80-იანი წლების დინამოც,პრაგმატულად თამაშობდა ევროტურნირებზე და ამითი აღწევდა წარმატებებს,თორემ მანამდე,ძალიან მძიმე დამარცხებებიც ჰქონდა,სანამ გამოცდილებას დააგროვებდნენ.ყველაფერს თავისი დრო აქვს.აგერ რაგბიში,ჩვენი ნაკრები,ყოველთვის მორკინალების ხარჯზე აღწევდა,წარმატებებს,როცა რაგბი ევროპაზე სისტემატური გამარჯვებები დავიწყეთ,უკვე სანახაობრივი რაგბის სურვილიც გაგვიჩნდა და მილტონ ჰეიგი,ქართული რაგბის ზელანდიურ სტილთან დაახლოების დავალებით დანიშნეს.მანაც იმუშავა და ასაკობრივ ნაკრებებში,სწორედ ზელანდიურთან მიახლოებული რაგბის თამაშის დანეგვა დაიწყეს,ბიჭებიც გამოჩნდნენ,რომლებმაც ნაკრებში ადგილი,უკვე ლევან მაისაშვილის ხელში დაიმკვიდრეს და ნაკრებმაც უკვე შეცვლილი თამაშით გამარჯვებების მოპოვება დაიწყო.უკვე ამბიციაც გაგვიჩნდა,რომ შეცვლილი სტლით,ყველა ნაკრებთან შეგვეძლო თანაბრად თამაში.რეალურად ასეც იყო,მაგრამ მსოფლიოს თასზხე,აღმოჩნდა რომ ძალები სწორად ვერ გავთვალეთ და წარუმატებლად ვითამაშეთ.ეს გამოცდილებაც მისაღები იყო.დარწმუნებული ვარ,მომავალ მსოფლიოზე,უფრო უკეთეს ნაკრებად წარდგება და სანახაობრივ რაგბისაც შემოგვთავაზებს.ასევეა ეს ნაკრებიც.ჯერ ძალას იკრებს,თანდათან ავსებს ხვრელებს და უკვე ბ ჯგუფშიც გადავიდა.თუ ბერნებთანაც გავიმარჯვეთ,ეს საქმეს დააჩქარებს,უფრო ვირწმუნებთ,საკუთარ ძალებს,მაგრამ თუ ვერა,მაშინ უფრო შორი გზის გავლით დაგჭირდება მიზნისაკენ სვლა.წუხელ ჩაკვე ხომ დიდებულად თამაშობდა?უკვე სამი კაცი გვყავს,ვისზე დაყრდნობაც თამამად შეიძლება.კიდევ რამდენიმე პოზიციაზე,საკმაოდ კარგი ბიჭები გვყავს და რამდენიმე პოზიციაზეც,პერსპექტიული ბიჭები მოდიან,რომლებიც გამოცდილების დაგროვებასთან ერთად,იმ ხვრელებს თანდათან ამოავსებენ.ყველაფერს დრო უნდა,მუშაობა და მოთმინება.აი როცა ნაკრები სრულად დაკომპლექტდება და ყველა რგოლში საიმედოდ ითამაშებს,მერე უკვე ლამაზად თამაშის პრეტენზიაც შეიძლება გამოვთქვათ.ისე,ფრაგმენტები,წუხანდელ თამაშშიც გვქონდა და კვარაც ხომ დაგვიბრუნდება.
სოსო
22 მარტი 2024 08:49
1
არიქა, არ გაუშვათ ეგ ვარის სასტავი, ფინალიც ხომ თბილისშია...
დდდ
21 მარტი 2024 23:09
1
გილოცავთ სრულიად საქართველოს. წარმატებები ფინალურ მატჩში.
სიმართლე უნდა ითქვას
21 მარტი 2024 23:00
2
ახლა ბერძნების ჯერია!!!!! და ბოლოს კლავიატურის ვირთხების ჯერიც დადგება!!!:))))))))))))))) დიდება საქართველოს!!!!!!!! მადლობა ბიჭებო!!!!!!!!!!!! თქვენს გვერდით ვართ!!!!!!!!!!!
Pepelu
22 მარტი 2024 00:04
5
ვკითხულობ კომენტარებს და ამდენი მცოდნეები საიდან?! გაიხარეთ დღევანდელი დღით და ხვალინდელს დაველოდოთ. დღეს ბიჭებს გულით თამაშიშთვის მადლობა იცოდნენ რო ეს გაგვაერთიანებდა ერს. დაველოდოთ მომდევნოს და ისწვ გავერთიანდეთ ნუ ვჭამთ ერთმანეთს
ნოდო
21 მარტი 2024 23:49
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული