"ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ტაიმი დარჩა, გამორთეთ ტელეფონები, სამშაბათს საქმე გაქვთ გასაკეთებელი" - სანიოლმა ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გასახდელში ფეხბურთელებს მიმართა.

"ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ტაიმი დარჩა, დღეს, კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ. ხუთ დღეში მეორე ნახევარი გველის. რასაც ამ წუთიდან სამშაბათამდე გააკეთებთ, ყველაფერს ექნება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა. თუ კარგად ვერ გამოიძინებთ, სწორად არ იკვებებით, ვარჯიშზე არ დაიხარჯებით, ეს გავლენას მოახდენს სამშაბის თამაშზე. თქვენგან ზუსტად იმავეს ველოდები, რასაც ორშაბათიდან აკეთებთ. ისევ ისე კონცენტრირდით თქვენს საქმეზე. გამორთეთ ტელეფონები, რათა დაიცვათ
საკუთარი თავი გარემოსგან. ყველა ბედნიერია, აღელვებულია, ეს ბუნებრივია, ქვეყანამ უნდა იგრძნოს ეს. მაგრამ თქვენ, ფეხბურთელებს, სამშაბათს საქმე გაქვთ გასაკეთებელი.

დღეს, გულშემატკივარი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ მსოფლიო თასის მოგებაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვეხმარება. ერთადერთი რამ, რაც დაგვეხმარება, არის თქვენი მიდგომა, მუშაობა და კონცენტრაცია სამშაბათზე", - უთხრა სანიოლმა ბიჭებს.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ფინალში საქართველო საბერძნეთს დაუპირისპირდება, შეხვედრა 26 მარტს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ვიდეო: ეროვნული ნაკრები

altცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-საბერძნეთის ბილეთების გაყიდვა და რა ეღირება

altრა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩიდან? [PHOTOS]

alt"სად არის ისა?" - თოფურიასა და მამარდაშვილის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
არა მგონია რომ საჭირო ყოფილიყო ახლა ამ დიალოგის გასაჯაროება!!! თუ მოიგებენ (ღმერთმა ქნას) მერე კი ბატონო
rigiti
22 მარტი 2024 21:58
7
mera
ისე შეგახსენებ-ამ გუნდში ჯერ კიდევ არიან მაკედონიის ბულკები,ბელორუსთან მოგების მერე 4-5 კილო რო მოიმატებს ზუსტად 4კვირაში,გოჭებივით რო დარბოდა ზოგი.
ასე რომ ზუსტადაც საჭიროა გამოფხიზლება
Levani
22 მარტი 2024 20:34
1
არა მგონია ის ,რაც ამ კაცმა თქვა,ასახსნელი იყოს ამ ბიჭებისთვის.პირიქით,სანიოლს თითოეული მათგანი იქით აუხსნის,თუ რას ნიშნავს მათთვის და საქართველოსთვის ბერძნებთან თამაში.ვფიქრობ,სანიოლზე ასჯერ მეტად უნდათ მათ ევროპაზე გასვლა და ქვეყნისთვის,ხალხისტვის უდიდესი სიხარულის მინიჭება.
mera
22 მარტი 2024 20:09
25
ბრავო ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ ყურადღებით და თავდადებით საქმე ბოლომდე მისაყვანია თქვენს იმედზე ვართ და თქვენი გვჯერავს გმერთი თქვენსკენ ფინალში
გიო9
22 მარტი 2024 19:48
0
ესაა პროფესიონალური და ევროპული მიდგომა საქმის მიმართ. ზეიმი და ტაშ ფანდური 27-ში მანამდე ომია მოსაგები მოედანზე.
ქომაგი
22 მარტი 2024 17:06
0
ეს კაცი უკეთესი ფსოქოლოგი ყოფილა, ვიდრე მწვრთნელი
დავით 67
22 მარტი 2024 16:58
2
ბრავო !!!!
გიორგი
22 მარტი 2024 16:38
0
ნაპოლეონის სიტყვები გამახსენდა ეგვიპტის პირამიდებთან.DDDDDDD
Yoko Ono
22 მარტი 2024 15:43
1
კუტუზოვი ხარ რა
kombato
22 მარტი 2024 19:38
0
დავით აღმაშენებელი დიდგორის ველზე?
მემატიანე
22 მარტი 2024 16:22
1
ყოჩაღ ვილი
Levani
22 მარტი 2024 15:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული