საქართველო - საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

AutoSharing Option
"დაწყებიდან 5 საათსა და 35 წუთში საქართველო - საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია!" - იტყობინება ეროვნული გუნდის გვერდი.

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალი "დინამო არენაზე" 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყება, ისევ ანშლაგი იქნება, იმედია, გულშემატკივრების მხარდაჭერით საქართველოს ნაკრები ისევ მოიპოვებს გამარჯვებას და ისტორიაში პირველად გავა ევროპირველობაზე.

მკითხველის კომენტარები / 47 /
26 მდე მაქვს დრო ვარჯიშისთვის. ჭოკით უნდა გადავახტე ღობეს. აბა ისე ვერ შევდივარდა
იბრუხი
22:17 23-03-2024
0
არ იყიდოთ გადამყიდველებისგან ბილეთები არააააა და დაერხევათ კიდევაც.გაიგეთ ხალხო ეს რა.
გეგი
22:14 23-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული