სანიოლი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

AutoSharing Option
საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოსამზადებლად და ძალების აღსადგენად საკმაო დრო გვქონდა, ყველა ფეხბურთელი მზადაა. ბოლო ვარჯიში დაგვრჩა, სადაც ტაქტიკურ დეტალებს გავივლით. მოწინააღმდეგეზე საუბარი არ მიყვარს, რადგან თავად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

როცა გავიგეთ, რომ შესაძლო მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, ვიცოდით, რთული მატჩი იქნებოდა. ჯერ ერთი, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და მეორე - ფინალია. გამარჯვებულის მენტალიტეტი გულისხმობს, თუ რას გააკეთებ თავად მოგებისთვის. გამარჯვებისთვის საკმარისი მხოლოდ ოცნება არაა. მოგების მენტალიტეტი ნიშნავს,
ყოველდღე გააკეთო რაღაც ამ მიზნისთვის. ჩემი ფეხბურთელები უფრო მეტად არიან მზად წარმატებისთვის!..

ცვლილებები თავდაპირველად გარკვეულ დისბალანსს იწვევს, რაც წინა მატჩის ბოლო ნახევარ საათში მოხდა. ბიჭები 120 წუთის სათამაშოდაც მზად არიან, თუ ამის საჭიროება იქნება.

ჩაკვეტაძე და ქოჩორაშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ, თუმცა აქ განსაკუთრებული არაფერია. ფიზიკურად მზად ვართ და ვვარჯიშობთ პენალტების შესრულებაზეც. 26 ფეხბურთელი გვყავს და სამი განაცხადს მიღმა დარჩება. მთავარი ისაა, რომ თამაში ყველას სურს, ყველა მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

როდესაც ხედავ, რომ შენი გუნდი დასახულ გეგმას კარგად ასრულებს, ბუნებრივია, გახარებული ვარ. ხანდახან ემოციურად, შესაძლოა, ყველაფერი ვერ განვსაზღვროთ... ჩვენ გვაქვს შესაბამისი გეგმა ფინალისთვის, გამარჯვების იდეალური რეცეპტი კი არ არსებობს."

მკითხველის კომენტარები / 33 /
თამაში წაუვიდეს კვარას და მაგის შემჩერებელი არავინაა. მითუმეტეს თავდამსხმელის უკან თუ იმოძრავებს და არ მიაჯაჭვებს მარცხენა ფლანგზე. მარცხნივ ჩაკვეტაძე შუაში კვარა. მთავარია ხასიათი რა, აი წამი როცა გუნდი იგრძნობს ძალას რომ შეუძლიათ დაშალონ ბერძნები მარტივ მამრავლებად. მგონია ერთით მეტს გავიტანთ და გავალთ
რაბუ
25 მარტი 2024 17:49
3
3:1 მოვიგებთ, საუკეთესო ფეხბურთელი კიტეიშვილი გახდება))).
rable
25 მარტი 2024 19:48
1
წარმატებები ვილი სანიოლ! და აბა შენ იცი თუ გაგვიყვან ევროპაზე გმირი იქნები!!
ტოტო
25 მარტი 2024 17:38
2
სტადიონის ადმინისტრაციას და რაც მთავარია გუკშემატკივრებს, ბარაბნიან გულშემატკივრებს მივმართავ თხოვნით : ძალიან გთხოვთ ხ ო რ უ მ ი დაუკარით ხვალ!!! თქვა ერთმა კაცმა და სწორია, ეგ რიტმი მოგვაგებინებს! დამიჯერეთ, დაუკარით ვინმემ დოლზე, ბარაბანზე. მუსიკას არ ვგულისხმობ, რიტმს, დასარტყამ რიტმს!!! საბრძოლო რიტმია და ბიჭებს მაგრად მოეხმარება, დამიჯერეთზ საოცარ ატმოსფეროს შექმნის!!! თქვენი იმედი მაქვს, რომ ერთი კაცი მაინც გამოეხმაურება ამ ფოსტს
25 მარტი 2024 21:07
2
ხორუმი, დოუნანა, საქართველოს იავნანაც ხოდზე მოიყანს ბიჭებს
suxumchanin
25 მარტი 2024 22:52
5
ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა
ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა
მშობლიურ მთების ძახილი1
ეჰეე ჰეეე

ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა
ტანზე ავისხით აბჯარი
წელზე შევიბით მახვილი!
ეჰეე ჰეეე

მოვდივართ კაცი ქუდზედა
მოვდივართ კაცი ქუდზედა!
ვინც თავი დაიშუროსო
ეჰეე ჰეეე

ვინც თავი დაიშუროსო
და ვინც მტერს ზურგი უჩვენოს
ლეჩაქი დაიხუროსო!
ეჰეე ჰეეე

თამაშის დაწყებამდე ეს სიმღერა გაუშვით, დამუხტეთ ბიჭები უფრო ძლიერად
სტადიონის დირექტორს
25 მარტი 2024 18:52
2
ყველაფრისთვის მზად ხარ?ოკ,ეგ გამოჩნდება ვილი ჯიგარო თამაშის დროს.პრინციპში,რა უნდა თქვას,მზად არ ვართო? თავს იგულიანებს და ასეც უნდა იყოს. თუმცა ცუდი სტატისტიკა გვაქვს ბრძნებთან და ცუდი გვაქვს გადამწყვეტ თამაშებში,არასოდეს არ გამოგვდიოდა,რადგან მენტალიტეტი არ გვაქვს ეგეთი. ბევრი ნაკრებისთვის მოგვიგია,ხორვატიას მოვუგეთ,თუმცა არაფერში არ გვადგებოდა ეგ თამაში,ასე იყო შოტლანდია და ასე იყო შვედეთიც. ნუ გიბრალტარებს და ესტონეთებს არ ვათვლი,საფეხბურთო გუნდებზე ვსაუბრობ და არა სამოყვარულო გუნდებზე. რატომ ვამბობ ამას,იმიტო რო ციდან უეცარი ვარდნა არ განიცადოთ და ხომ ვიცი,დაიწყება მინდორის გადახვნის მოთხოვნა. არანაირი ლოგიკური კრიტერიუმი არ არის იმის,რომ საბერძნეთს მოვუგებთ და არც იქ მისული ფანების მჯერა,როცა უპირატესობა უნდა იყოს. დროშის წაღება ეზარებათ ან თუ მიაქვთ სკამებზე აფენენ,ჰიმნის მღერა ეზარებათ და ტაშიც დაკვრა,ასევე თუ თამაში ცუდად მიდის,მაშინვე სახლში გარბიან ან უფრო უარესი,ტაშის დასაკვრელადაც არ ჩერდებიან და მადლობის გადასახდელად. რას ვიზავთ,ნამდვილი ფანების უმეტესობა სახლებში ან ქუჩაში უყურებს ამ თამაშს,ჯიგრული პონტის ხალხი და საჯარო მოხელეები იქ იქნებიან,სელფებს გადაიღებენ,თუმცა ნაკრებს მაგით რა? ისეთი ატმოსფერო უნდა იყოს მოედანზე,რომ ბერძნებს ეგონოთ მიწა გვეცლება ფეხებიდანო,თუმცა არ მჯერა მაგის. ყველაფერი მიუთიტებს რომ ჩვენ ვერ უნდა გავიდეთ ევროპაზე,თუმცა ფანებს შეუძლიათ ამის შეცვლა. მით უფრო,მაკედონიასთან არ შეშვების მერე,არავის ათქმევინოთ,ახლა რო იყავით მერე რა მაგითო.
იასონას უდარი
25 მარტი 2024 18:53
3
13 maisi monagoni iqneba.tu moviget
Pele
25 მარტი 2024 19:24
3
დაწყნარდით დამშვიდდით ბაბაიებო !ყველას გვინდა გამარჯვება და ნამეტანსაც ნუ მოველით, იმას რომ ამ მატჩის მოგებით საქართველო გაცისკროვნდება, ან საქართველო გაიმარჯვებს, ბურთი მრგვალია და რომ წავაგოთ ე.ი. სამშობლო დაგვიმარცხეს ?არაა ეს ასე, პატრიოტიზმი კარგია მაგრამ უცილობელი წარმატების მოლოდინში წარუმატებლობისას მარტო გლუკოზის აბები ვერ გვიშველის!არადა ვაღიაროთ რომ მეტოქეს ბევრად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და ჩვენი გამარჯვება ერთ ცად გაელვებას ემსგავსება, ექნება კი მას გაგრძელება შემდგომ ? ეეხ ჩემო ბაბაიებო ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები ვართ, უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს !
ბაბაია
25 მარტი 2024 22:11
3
33 წელი ელოდა ნაპოლი ჩემპიონობას და გახდა ჩემპიონი კვარაცხელიაზ დიდი დამსახყრებით. 33 წელია ველით ევროზე ან მსოფლიოზე თამაშს და ისევ კვარაცხელია იყოჩაღებს ასე მგონია
David
26 მარტი 2024 03:43
2
ისტორიას გამარჯვებულები წერენ.აუცილებლად უნდა მოიგოთ ბიჭებო, მთელი ქვეყანა თქვენთანაა.
გიგა
25 მარტი 2024 19:35
1
რომ იძახიან ხანდახან "რომ არა ხარიხა გოლი გავიდოდაო" როგორ გავიდოდა გოლი როცა რომ არა ხარიხა კარები საერთოდ ვერ დამაგრდებოდა
იუმორის მამა
25 მარტი 2024 17:32
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული