"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ "ჩემპიონატთან" ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

"საბერძნეთთან მატჩი ჩემი ქვეყნისთვის ისტორიულია. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამომ" თასების თასი მოიგო, მაგრამ ის მაშინ გუნდი იყო და ახლა საქმე ნაკრებთან გვაქვს. წინ გვაქვს საუკუნის მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

საშინაო კედლები ძალიან დაგვეხმარება. ნახევარ მილიონამდე ადამიანს სურდა ბილეთების ყიდვა, მაგრამ სამწუხაროდ, სტადიონი მხოლოდ 55 000-ს იტევს. მსგავსი რამ ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა.

როგორც ჩვენ, ასევე საბერძნეთს,
კარგი გუნდი გვყავს. ყაზახეთთან ჩვენი მეტოქის თამაშს ვუყურე და ძალიან კარგი დაცვა ჰყავთ. გულშემატკივარი ჩვენი მე-12 მოთამაშე იქნება. ჩემი აზრით, საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან სახლში ვთამაშობთ", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 18 /

დემეტრაძეეე....თასების თასი ტიტულია.
50 000 -ში ნაკრების თამაშები იგულისხმა.
ძალიან უნდა გაგვიმართლოს,რომ გავიდეთ.
პავლოვიჩი
25 მარტი 2024 13:52
4
შე უტვინო დემეტრაძე, რაა პირველად ისტორიაში, 55 ათასი? დინამო-ივერპულის მატჩისას 75-ათასიან სტადიონზე, 100-ათასი მაყურებელი ესწრებოდა. თუმცა სად შენ და სად ისტორია, თქვენ მხოლოდ დღევანდელობით, ერთი დღით ცხოვრობთ.
მაცი ხვიტია
25 მარტი 2024 13:35
15
ნახევარ მილიონ კაცს უნდოდა ბილეთის ყიდვა, ასეთი რამ არ ყოფილიაო. (რამდენად ეგრეა ეგ რთული გადასამოწმებელია)

წაკითუხლის შინაარსიდან აზრის გამოტამაში სამართლიანად ვართ ევროპაში ბოლო ადგილზე.
სხვა რამ თქვა
25 მარტი 2024 14:16
6
მაკედონია სათვალავში აღარაა?
zviadi
25 მარტი 2024 13:00
3
შენ უპრობლემოდ იჯდები შენი ძმაკაცის გვერდით. იმათ ვიკითხოთ, ვინც გადამყიდველები არა ვართ და შვილები ვერ მიგვყავს სტადიონზე. დიდ ეკრანზე თქვენ უყურეთ წვიმაში და სიცივეში
:)))))))))))
25 მარტი 2024 12:32
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული