კაკაბაძე: მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა

AutoSharing Option
საბერძნეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა:

"ვამაყობ, რომ ამ ნაკრების წევრი ვარ. 4 წლის წინ მიზანი ვერ ავისრულეთ, ახლა კი ამისთვის ყველანი მზად ვართ და შესაბამისი მენტალიტეტი გვაქვს... მახარებს ის განწყობა, რაც გულშემატკივრებში სუფევს. ასეთი განცდა მაქვს, მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა.

მთავარია, ძალების აღდგენა მოვასწროთ და მოწინააღმდეგეზე სრული ინფორმაცია გვქონდეს. დიდი ხანია, რაც ნაკრებში ვარ და დღევანდელი შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესოა... ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის!"

altსანიოლი: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მთელმა ქვეყანამ!

alt"საბერძნეთზე

უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა

alt"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ..." - რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

altგადაიწერება ევროპის ჩემპიონატის ისტორია? - ჩვენ ეს არ გვინდა და ყველაფერი საქართველოს ნაკრებზეა დამოკიდებული...

altერთი დღე მატჩამდე! როგორი გუნდია საბერძნეთის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონობის 20 წელს აღნიშნავს

მკითხველის კომენტარები / 24 /
ამის ძირითადში დაყენებას კალაძე ლობირებს, იქნებ საკუთარ კარში გატანილი გოლებით მაჯობოს და მეტსახელი „ავტოგოლაც“ წამართვასო.
vai vai
26 მარტი 2024 13:45
5
აბა ბიჭო, კიდევ ხელფასებს გვეტყვიან, ვინ რამდენს ქაფავს, მეტი დარდი არა აქვთ.)))
ეგრე გააგიჟე რომ ყველაფერი ჩაგვიკაკლონ დაბალ ფენას
26 მარტი 2024 12:28
2
სანიოლმა თავისი ამპლუის ფეხბურთელი შეარჩია პრესკონფერენციისთის, თვითონაც მაგ ადგილას თამაშობდა მგონი. აბა გუნდის ლიდერებს ვინ მოიფიქრებდა ან კაპიტანს. მადლობა ვთქვათ რომ ალთუნაშვილი(არაფერს ვერჩი) არ დაისვა გვერდით.)))
SOSO-ს
26 მარტი 2024 12:24
2
მიმართეთ პრესცენტრს )))))))))))))))
jozef-ს
26 მარტი 2024 12:19
0
მოდი ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე.... ვის რაში სჭირდება ეს ზღვარგადასული ბაქი-ბუქი,სჯობია უფრო თავშეკავებული და აკადემიური იყოთ ფეხბურთელები შეფასებებში,კიდევ უფრო [ჩემთვის ყოველ შემთხვევაში] გამაღიზიანებელია კაკაბაძის მწვრთნელის გვერდით ყოფნა პრესკომფერენციაზე.კაცი,რომელმაც ლამის კაცნაკრლური დაგვტოვა ლუქსენბურქთან, თავისი გაუაზრებელი ვარდნით მოედნის ცენტრში და რომ არა მსაჯების კეთილგანწყობა, დიდი ალბათობით დღეს ფინალსაც ვერ ვითამაშებდით- რა პრინციპით შეარჩია სანიოლმა თუ შეურჩიეს-საინტერესოა რატომ არ იახლა გუნდის რომელიმე უპირობო ლიდერი-კვარა,მამარდა, თუნდაც მიქაუტაძე ან ზივზივაძე. როგორც ვიცი მწრთნელები პრესკომფერენციაზე,როგორც წესი იახლებენ ან საკვანძო ფეხბურთელს ან გუნდის კაპიტანს-კაკაბა არც ერთია და არც მეორე....პრინციპში მთავარია დღეს საქართველომ მოიგოს და კაკაბაძის "ბრძნული" აზრები ვიღას გაახსენდება...
SOSO
26 მარტი 2024 10:15
3
ჯიგარ! გრამატიკაში 2-იანი გყავდა? პრესკონფერენცია დ არა პრესკომფერენცია. როცა ასეთ მაგარ აზრებს აფრქვევ, უცხოური სიტყვები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იხმარო...
ფეოლა
26 მარტი 2024 12:59
3
ბილეთები როგორ განაწილდა, რა რაოდენობა წავიდა, პირობითად, ბერძენი გულშემატკივრებისთვის, რა რაოდენობა დარჩა ქართველ მაყურებელს, რა რაოდენობა გადანაწილდა tkt.ge-ზე, რამდენი წაიღეს სპონსორებმა, სახელმწიფო უწყებებმა და ა.შ. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულ სპონსორებთან, თუ უწყებებთან დაკავშირებულ პირებთან რამდენი წავიდა, ესეც უნდა იყოს საჯარო და ღია ინფორმაცია.
jozef
26 მარტი 2024 09:51
1
კაკაბაძის ფასი არის ნული, მაგრამ მაინც ათამაშებენ, უდიდესი ფეხბურთელი ქვილითაია გამოიძახეს,რომლის კარგი თამაში არ მახსოვს.ვერ დავიჯერებ რომ ამას მწვრთნელი აკეთებს.მას არავინ არაფერს არ ეკითხება.ფედერაცია ჩვეულებრივი მაფიაა. დანარჩენ ფეხბურთელებს მივმართავ, დაანებეთ ეგოისტობას თავი და შეიძლება მოიგოთ, თუ არა და განწირულები ხართ.თუ კვირკველიამ კარგად ვერ ითამაშა ეს შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საბა აბა შენ იცი შენზე ბევრი რამეა დამოკიდებული.
გიორგი
26 მარტი 2024 09:39
3
ბრმა რო იყო მაინც გოჩოლეიშვილი უნდა დააყენო
მეგრელი
25 მარტი 2024 23:00
3
არაფერი პირადული, მაგრამ ოთარი ის ფეხბურთელია, ვის ჩანაცვლებასაც სულმოუთქმელად ველოდები, ძალზე არასტაბილურია, მომენტებში აუსნელ გადაწყვეტილებებს ღებულობს.... კიდევ დავაფიქსირებ, გვყავს სულ 4-5 ფეხბურთელი ევროპირველობაზე სათამაშო დონეს რომ რამდენადმე ესადაგება, დასკვნა: მოგებას მთელი ქვეყანა სულმოუთქმელად ველოდებით და ცაზე ვარსკვლავებიც ჩვენს სასიკეთოდ უნდა გალაგდეს, მარტო მსაჯის კეთილგანწყობა არ გვიშველის..... გამარჯვება საქართველო!
გუსანი
25 მარტი 2024 20:45
3
ამას ლუქსემბურგთან მატჩის მერე მწვრთნელი რომ პრეს-კონფერენციაზე იახლებს, იმ მწვრთნელს თავისი საქმის არაფერი გაეგება, ან არავინ არაფერს ეკითხება. სამარცხვინო მატჩი ჰქონდა და თუ ძირითადში იქნება, წავაგებთ უეჭველად. ბერძნებთან ბოლო თამაშში რაც ქნა, იგივეს გააკეთებს ხვალაც. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება დააყენო პოლონეთის ჭ კლასის გუნდის არცთუ ძირითადი ფეხბურთელი, როცა გყავს ახალგაზრდა მცველი შახტარიდან, რომელიც ბარსასთან მატჩში ორივე გუნდიდან საუკეთესოდ დასახელდა. თუ ევროპაზე გინდათ გასვლა, ნაგავი უნდა მოიცილოთ, სხვაგვარად ვერ გახვალთ. მე მახსოვს კაკაბაძის დებიუტი, გოჩოლეიშვილზე არაფრით იყო ნაკლები, მაგრამ როგორც ჩანს, პათოლოგიურად ზარმაცია, რადგან იმ მომენტიდან ერთი გოჯითაც არ წაწეულა წინ. დღევანდელ ფებურთში სიზარმაცე და გამარჯვება ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია.
ქომაგი
25 მარტი 2024 19:53
3
გოჩოლეიშვილს ნაკრებში არ მისდის თამაში, რადგან მარჯვენა ფლანგის მცველია და მარცხენა ფლანგზე ათამაშებენ, კაკაბაძე რომ არ ამოვარდეს შემადგენლობიდან. ექსპერიმენტს რაც შეეხება, კაკაბაძის დაყენებაა სწორედ ექსპერიმენტიც, ექსტრიმიც და უბედურებაც!
L.J .-ს
25 მარტი 2024 23:26
1
Gocholeishvils nakrebshi ar misdis tamashi,exla araa eksperimentis dro,mesmis kakabadzes shecdomebi aqvs,margam gamocdilia...xval imedia kariaris tamashss dadebs!!!
L.J .
25 მარტი 2024 21:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული