გუსტავო პოიეტი: ჩემი ფეხბურთელები განადგურებული არიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა:

"უპირველეს ყოვლისა, საქართველოს და ვილი სანიოლს გამარჯვებას ვულოცავ. თამაშის დასრულებისას მისი ნახვა ვერ მოვახერხე და მილოცვას გადავცემ.

რთული შეხვედრა იყო. ბიჭები განადგურებული არიან. მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ გაუმართლათ. როდესაც ბოლომდე იხარჯები და მარცხდები, ეს ძალიან მტკივნეულია.

ბოლო ორ მატჩში გოლი არ გავუშვით და მაინც ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. მცველებმა პირველ ტაიმში სამი ყვითელი ბარათი მიიღეს, მავროპანოსი, ხაციდიაკისი და მანდალოსი დაშავდნენ. ოთხი შეცვლა ტრავმების გამო განვახორციელე. ამანაც იმოქმედა. პენალტების სერია
კი იღბალზეა დამოკიდებული.

ახლა ჩემს მომავალზე საუბარი უადგილოა. ამ გუნდის მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. უნდა დავმშვიდდეთ და მომავალზე ვიფიქროთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა თქმა უნდა მძიმეა და ვუთანაგრძნობ,მაგრამ ეს გამარჯვება,ჩვენ უფრო მეტად გვჭირდებოდა და მეტადაც გვსურდა.მეტმა თავგანწირვამ და ერთად დგომამ მოგვიტანა,ეს გამარჯვება.ზივზივაძემ,5 თვეა,შოკოლადი არ მიჭამიაო!ბერძნებმა კი,მწვრთნელის მითითების მიუხედავად,ქალაქში გაისეირნეს.ამან შექმნა,სხვაობა.დარწმუნებულნი იყვნენ,რომ ფიზიკურ მომზადებაში უპირატესობა,ამ თამაშშიც გაამარჯვებინებდათ,მაგრამ თვითდამშვიდება ძვირად დაუჯდათ.მათზე რა ვთქვა,მეც არ მეგონა,რომ დამატებულ ტაიმებში,ვინმეს გატოკების თავი შერჩებოდა,ჩვენ კი,ბოლო წუთებზე,კინაღამ გოლი გავუტანეთ და მაღალი პრესინგიც კი გამოვიყენეთ,მცირე ხნით.ბიჭებმა იცოდნენ,რომ სახლში,მეორედ ფინალის წაგების უფლება არ ჰქონდათ და არც წააგეს.მოკვდებოდნენ და არ წააგებდნენ.ასეთი გამარჯვებები ქმნის, ძლიერ მენტალიტეტს.
სოსო
10:26 27-03-2024
3
კი მეცოდებით, მარა ჩვენს შორის ერთ-ერთი უნდა განადგურებულიყო და ისევ თქვენი განადგურება ჯობდა.
მწარე
10:19 27-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული