სანიოლი: არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს

AutoSharing Option
მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომლებსაც განვიცდი - ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალის მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ფანტასტიკურად დაიხარჯა.

„წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა და უთქვამს კიდევაც, რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ზუსტად ამას ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დრო, თვეები, წლები.

მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომლებსაც განვიცდი. სიმართლე
გითხრათ, არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის.

ბევრი ვივარჯიშეთ პენალტებზე. როდესაც პენალტები გიწევს, ამის გათვალისწინება აუცილებელია. არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს, შესაბამისად, ვის შეარჩევ ხუთეულად. ამიტომ ინდივიდუალურად ვისაუბრეთ ყველა მოთამაშესთან და გავიგეთ, ვინ რამდენად მზად იყო პენალტების დასარტყმელად. ქოჩორაშვილმა თვითონ თქვა, რომ პირველი დაარტყამდა პენალტს. სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, ის ფანტასტიკური პიროვნებაა. ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ნაკრებში, რაც ქოჩორაშვილი გამოჩნდა ნაკრებში. დღეს ყველა ფანტასტიკურად დაიხარჯა“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მკითხველის კომენტარები / 44 /
ვაახ რამე მოგწონთ საერთოდ? არაფრის აღქმის უნარი არ გაქვთ? ძლივს პირველად გავედით ევროპაზე ძლივს რაღაც სიხარულმა თუნდაც ცოტა ხნით გააერთიანა ხალხი და დაავიწყა ნაცი და ქოცი... ხო შეიძლება შევირგოთ და ცოტა ხანი მაინც არ ვიყოთ ესეთი დაუნახავები... მადლობა ყველას ვინც ეს სიხარული მოგვანიჭა და თუნდაც მცირედი მაინც გაიღო გულით ამ გამარჯვებისთვის
Vakho
28 მარტი 2024 22:59
0
არ უნდა იყო დაუნახავი, და მით უფრო დაუნახავობით ტავი არ უნდა მოგქონდეს. გუნდი აღმოჩნდა მზად ამოცანის შესრულებისთვის და მთავარი მწვრთნელის მუშაობის გარეშე ეს არ მოხდებოდა, თუ არა ბერძნების მწვრთნელს ჰკიტხეთ ეხლა ამის შესახებ. მარტო ბიჭების მონდომებით დიდი არაფერი გამოვიდოდა, რადგან კარგად უნდა ახსოვდეს გულშემატკივარს მთავარი სისუსტე, რა ადვილად აიჭრებოდნენ ხოლმე და ნებდებოდნენ მეტოქეს წაგებაზე! კარგი იყო მწვრთნელის დავალებები თუ ცუუდი, ბიჭები მზად აღმოჩნდნენ მისი შესრულებისთვის, და ამან შედეგი მოიტანა, ევროზე ვართ! ესაა ეხლა შეფასების კრიტერიუმი. გერმანიაში უკვე სხვა რეალობა დადგება მაგრამ ეს სხვა საუბარის თემაა.
გიორგი
27 მარტი 2024 18:16
19
სანიოლი არის სუსტი მწვრთნელი. არავითარი ახალი არ უსწავლებია ბიჭებისთვის, ელემენტარულად უჭირთ აუტის მოწოდება, ჯარიმის ან კუთხურის გათამეშება, არავითარი დამუშავებული კომბინაცია. დასაწყისიდანვე იყო შეცდომა ხვიჩას გადმოწევა ცენტრში, კაკაბაძის და კაშიას დაყენება ძირითადში, თავიდანვე ფიქრი ფრეზე და ამიტომაც მეორე ნომრად თამაში. გავიმარჯვეთ მხოლოდ ბიჭების მონდომებით, თავდადებით და იღბლის წყალობით. გასაშვებია სანიოლი. საზონოვი, აზაროვი, წიტაიშვილი, გოჩოლეიშვილი - ძირითადში. შემცვლელებად კაშია, კვერკველია, დვალი, ლოჩოშვილი, კაკაბაძე. ახალმა მწვრთნელმა უნდა გამოიძახოს არაბიძე, გამოცადოს გველესიანიც ამხანაგურებში. სანამ ბიჭები არ მივლენ ქოჩორაშვილის ფიზიკამდე, არავინ უნდა ათამაშოს ძირითადში. ხვიჩა არ უნდა ჩამოდიოდეს უკან, თუ გვინდა რომ იყოს პროდუქტიული შეტევაში. ფედერაცია დიდი ხნის გასაშვებია!
k.k.
27 მარტი 2024 17:40
21
ნეტა შენ ფეხბურთი გესმოდეს
ნეტა
29 მარტი 2024 14:33
1
მადლობა ვილი.......
საბურთალო
27 მარტი 2024 17:14
4
ყოჩაღ სანიოლს. მადლობა ვილი. ესპანეთის განადგურების შემდრგ მეც მათ შორის ვოყავი ვონც მისი წასვლის მომხრე იყო. ორივე ხელებს მაღლა ვწევ და ვეუბნები მადლობა ვილი. ასე შემართული ჩვენი ნაკრები არ მახსოვს, ასეთი რწმენით ჩვენი ნაკრები არ მახსოვს. დიდწილად ზუსტად რწმენა განაპირობა ჩვენი გამარჯვება. ამ გამარჯვებაზე ვოცნებობდი 30 წელზე მეტი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი სიხარულისაგან და ვეღარ ვჩერდებოდი. მადლობა ბიჭებს, მადლობა გულშემატკივრებს და გამორჩეულად ქომაგებს. მჯერა უშანსოდ არც ჯგუფში ვიქნებით ასეთი რწმენით და თავდადებით ყველაფერი შეიძლება. წარმატება საქართველოს.
G.LA
27 მარტი 2024 16:41
4
ჩემი აზრით სანიოლის და ზოგადად სამწვრთნელო შტაბის მუშაობა პლიოფის თამაშებში უნდა შეფასდეს 10.0-ით. ორივე თამაშში არჩეულმა სრულიად სხვადასხვა ტაქტიკამ იდეალურად გაამართლა. თუ ლუქსემბურგი ჩვენი დონის გუნდი იყო(50-50-ზე), საბერძნეთი ჩვენზე საგრძნობლად ძლიერი გუნდია(70-30-ზე). რომ არა არჩეული ტაქტიკა ფეხბურთელების თავდადება ალბათ საკმარისი არ იქნებოდა. თანაც, თავიდანვე იძახდა - პენალტებისთვის ვემზადებითო, ლამაზად თამაშს არ ვაპირებთ, შედეგზე ვითამაშებთო. 100 % შეასრულა ყველაფერი.
გულშემატკივარი
27 მარტი 2024 15:46
5
ჩემი აზრით სანიოლის და ზოგადად სამწვრთნელო შტაბის მუშაობა პლიოფის თამაშებში უნდა შეფასდეს 10.0-ით. ორივე თამაშში არჩეულმა სრულიად სხვადასხვა ტაქტიკამ იდეალურად გაამართლა. თუ ლუქსემბურგი ჩვენი დონის გუნდი იყო(50-50-ზე), საბერძნეთი ჩვენზე საგრძნობლად ძლიერი გუნდია(70-30-ზე). რომ არა არჩეული ტაქტიკა ფეხბურთელების თავდადება ალბათ საკმარისი არ იქნებოდა. თანაც, თავიდანვე იძახდა - პენალტებისთვის ვემზადებითო, ლამაზად თამაშს არ ვაპირებთ, შედეგზე ვითამაშებთო. 100 % შეასრულა ყველაფერი.
გულშემატკივარი
27 მარტი 2024 15:43
5
ვულკანი, რო კარგა ხანი ემზადება ამოსახეთქად, და როცა უკვე დაუდგება დრო, იწყებს თუხთუს და აჰა ამოხეთქა ლავამ, წალეკა ყველაფერი, აი ეს მომენტი იყო გუშინ მთელ საქართველოში! გულშემატკივრების ემოცია, ზუსტად ერთი-ერთში იყო ანალოგი ვულკანის! აღარ ვიძახი ფეხბურთელებზე! ქომაგებს და ფეხბურთელებს უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის!!!!!!!!!!!!!
ლაშა
27 მარტი 2024 15:06
1
მაინც რამხელა მნიშვნელობა აქვს თამაშისას მოედნის ცენტრის კონტროლს. გუშინდელ მატჩში ეს ფანტასტიურად გააკეთეს ქოჩორაშვილმა და კიტეიშვილმა, ჩაკვეტაძესაც კარგად ამოქონდა ბურთი შეტევაში. საოცარია, ქოჩორაშვილი ამდენი ხანი რატომ არ იყო ნაკრებში, აბურჯანია/კვეკვესკირის ამარა ვიყავით ორი შესარჩევი.
მთელმა გუნდა ითამაშა კი არა, იომა, იბრძოლა და შედეგი დადო!
გილოცავთ სრულიად საქართველოს!
ირაკლი
27 მარტი 2024 14:41
1
ქოჩოორაშვილი,ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი და სამომავლოდ ჩვენი იმედი იყო,მაგრამ ტრავმების წყებამ,რამდენიმე წელიწადი,ფაქტობრივად ფეხბურთს ჩამოაშორა.სადღაც ესპანეთის მესამე-მეოპთხე ლიგიდან დაიწყო ფორმის აღდგენა და იქაც,კვლავ იმტვრეოდა.შარშან,საკმაოდ სტაბილურად დაიწყო თამაში,სერიოზული ტრავმა,თითქოს აღარ ჰქონია და დღეს უკვე სეგუნდა დივიზიონში თამაშობს,სტაბილურად.ახლაც ჰქონდა ტრავმა,გამოტოვა თამაშები,მერე კი,როცა დაბრუნდა,გააძევეს და დისკვალიფიკაციის გამო,კიდევ ერთი თამაში გამოტოვა.ვფიქრობდი,ფორმაში ჩადგომას,ვერ მოასწრებსო,მაგრამ ხომ ვნახეთ,როგორ ითამაშა.ღმერთმა ნუ ქნას და თუ კვლავ რაიმე ტრავმა არ მიიღო,მომავალ სეზონში,ან მისი კლუბი ამოვა ლა ლიგაში,ან კიდევ,თვითონ ქოჩორას წაიყვანს,ლა ლიგის რომელიმე კლუბი.
სოსო
27 მარტი 2024 17:53
0
აბურჯანიაც კარგი იყო,თანაც ძალიან კარგი,მაგრამ შემდეგ ძალიან მოუკლო.
Master
27 მარტი 2024 15:17
3
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ გამარჯვებას! მადლობა ყველა ქომაგს მაგარი ქომაგობისთვის! მადლობა სათითაოდ ყველა ფეხბურთელებს, ბოლომდე გმირულად ბრძოლისთვის! ბოლოს: ერთი ვინმემ, ამიხსენით ლორია რატომ გააძევა მსაჯმა? არ გაატაროთ.
კახა
27 მარტი 2024 13:59
0
რა გითხრათ,კახა?თვითონ ლორიაც გაკვირვებული იყო და ვერაფერს ხვდებოდა.შეიძლება ვინმეში აერია,ან ყველაზე მაღალი იყო და თვალში მოხვდა.კიდევ იქნება ინტერვიუები,გიორგი ლორია ხომ,საერთოდაც თბილისშია,ვინმე ნახავთ და სიმართლეს გავიგებთ.მეც მაინტერესებს.ისე,მისი გაძევება გვერჩია,მინდვრის ფეხბურთელის გაძევებას.მამარდას არავინ შეცვლიდა,მაინც.
სოსო
27 მარტი 2024 18:04
0
ჩემი აზრით ქვილითაიაში აერია, სხვა ლოგიკა არ არსებობს. მანამდე ქვილითაია შევარდა მოედანზე და დაეტაკა ბერძნებს
semi
27 მარტი 2024 15:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული