სანიოლი: არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს

AutoSharing Option
მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომლებსაც განვიცდი - ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალის მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ფანტასტიკურად დაიხარჯა.

„წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა და უთქვამს კიდევაც, რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ზუსტად ამას ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დრო, თვეები, წლები.

მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომლებსაც განვიცდი. სიმართლე
გითხრათ, არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის.

ბევრი ვივარჯიშეთ პენალტებზე. როდესაც პენალტები გიწევს, ამის გათვალისწინება აუცილებელია. არასდროს იცი, ვინ დაასრულებს თამაშს, შესაბამისად, ვის შეარჩევ ხუთეულად. ამიტომ ინდივიდუალურად ვისაუბრეთ ყველა მოთამაშესთან და გავიგეთ, ვინ რამდენად მზად იყო პენალტების დასარტყმელად. ქოჩორაშვილმა თვითონ თქვა, რომ პირველი დაარტყამდა პენალტს. სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, ის ფანტასტიკური პიროვნებაა. ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ნაკრებში, რაც ქოჩორაშვილი გამოჩნდა ნაკრებში. დღეს ყველა ფანტასტიკურად დაიხარჯა“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მკითხველის კომენტარები / 44 /
ბატონ ვილი სანიოლს ჯერ მარტო იმისთვის ეკუთვნის მადლობა, რომ დემორალიზებული ნაკრები რაღაც ერთი თვით ადრე ჩაიბარა ოფიციალური ტურნირის დაწყებამდე და რა შედეგიც დადო მაშინ ყველამ ვნახეთ, დღეს კი ყველა ქართველის 30 წლიან ოცნებას შეასხა ფრთები. თუ ხედავთ ამ ორმა თამაშმა კიდევ ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი გამოავლინა ქოჩორაშვილის სახით.
ჟორა გაბრიჭიძე
27 მარტი 2024 09:17
0
დღეს ქოჩორა იყო MVP ევროზეც გამოიჩენს თავს და კარგ გუნდშიც გადავა
რიკი
27 მარტი 2024 06:08
0
ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს რათქმაუნდა უნდა წარუძღვეს ვილი სანიოლი, სადაც პორტუგალია გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ ბრძოლა შეიძლება მეორე ადგილისთვის ჩეხეთთან და თურქეთთან!
ლაშა
27 მარტი 2024 08:42
2
4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის ჯგუფიდან, ასე რომ შანსები სერიოზულია.
ალექს
27 მარტი 2024 09:23
1
რაღაცნაირად გულში ჩამყვა,ბედნიერი ქვეყნების რიგში ძალიან უკან ჩაგვწერეს,ხოდა მივმართავ მკვლევარებს,ახლა შეამოწმეთ და ნახავთ,რომ ყველაზე ბედნიერი ქვეყანა საქართველოა.

ორი რამის გამო იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება:1) ოდესმე უნდა გამოგვსლოდა ერს რაღაც და 2) არავის რო არ ეთქვა "ფანები ხო იყვნენ ბიძი,მერე".

არის კიდევ ერთი მიზეზი,ამ ყველაფერმა მუხტი და სტიმული უნდა მისცეს ახალგაზრდებს,უფრო მეტი თავდადება,მეტი შრომა და ნიჭიერება. როგორც პირველ მერცხალში ამბობს იასონა,არც ისე შორს არის ის დღე,როცა ჩვენი ბიჭები გაიზრდებიან და შესაძლოა ბრაზილიაც ვათრიოთ ძუკნა ქალივით. აგერ ნახავთ ეს თუ არ მოხდება,მუხტი იყო საჭირო და ის მიიღო ახალგაზრდობამ. მოკლედ,ყველას გილოცავთ,განსაკუთრებით იმ პატარა ბიჭებს,რომლებიც ვარჯიშობენ და ოცნებობენ,შრომით ყველაფერს შეძლებთ.
იასონას უდარი
27 მარტი 2024 09:07
1
გილოცავთ თითოეულ ქართველს. ეს არ არის უბრალოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ეს იყო დღე რომელმაც ყველა გააერთიანა. ეს არის შემდგომი წარმატებების საფუძველი. მოტივაცია მომავალი თაობისათვის რადგან, თამასა უკვე სხვა ნიშნულზეა. ჩემპიონატზე გასვლა მომავალი თაობებისათვის უკვე არა ოცნება, არამედ პროგრამა მინიმუმი იქნება, რადგან ეს უკვე ნახეს რომ შესაძლებელია. ჯგუფშიც არ ვართ უშანსოდ. ეს დიდი შანსია ასევე ჩვენი ბიჭების უკეთეს კლუბებში თამაშის გასაგრძელებლად რადგან, ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშეებს უკვე სხვა თვალით უყურებენ. მოტივაცია და ამბიცია უფრო უფრო შორს გასვლის სრულიად დარწმუნებული ვარ რომ აქვთ ჩვენს ბიჭებს, ტურნირზე მონაწილეობა უდიდეს გამოცდილებას შესძენს თითოეულ მათგანს. ხოლო ამ ყველაფრის შემყურე მომავალ თაობებს შრომისა და თავდადებისათვის უდიდესი მოტივაცია ექნებათ. ახლა კი ზეიმის დროა და კიდევ მრავალი წარმატება ჩვენს ნაკრებს და თითოეულ ქართველს.
სიმართლე უნდა ითქვას
28 მარტი 2024 07:43
0
ვილი სერიოზული კაცი ხარ. მაგარი ფსიქოლოგი და ძლიერი მენეჯერი. ბიჭებს მაქსიმუმი დაადებიმე და მადლობა შენ ამისთვის.
Lm
27 მარტი 2024 06:10
2
გილოცავთ!

ქოჩორა ცალკე სტატიას იმსახურებს!
ქოჩორა
27 მარტი 2024 10:56
1
გენაცვალეთ ბიჭებო ბრავო თვენ შემოგევლეთ სუყველას. მამარდაზე დაცვაზე და ქოჩორაზე აღარაფერს ვამბობ ფანტასტიკა ბრავო.
kesha
27 მარტი 2024 09:28
1
Ყოჩაღ ვილი!!!
გიორგი - 11
27 მარტი 2024 07:18
3
ვილი სანიოლი არც ფაბიო კაპელოა და არც გვარდიოლა!! მაგრამ ამ კაცმა ზუსტად იცოდა რას აკეთებდა და ეს სიმშვიდე ფეხბურთელებსაც გადაედოთ!! შეიძლება სანაკრებო სიაში სხვა ხალხიც უნდა ყოფილიყო, შეიძლება უფრო მეტი დაცვა ან უფრო მეტი შეტევა გვჭირდებოდა, თუმცა თავის ტაქტიკაში სრულად და დარწმუნებით იყო ჩამოყალიბებული!!!!! საბედნიეროდ ამ ჩანაფიქრმა გაამართლა!!!!! და საქართველო ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირდა!!!!!!!!!!!!!!!
Pepelu
27 მარტი 2024 10:44
0
გილოცავთ ყველას! დღეიდან უნდა დავიწყოთ მომზადება! 18 ივნისს თურქეთს ვეთამაშებით და შეიძლება მოგებაზე ფიქრი(ბევრად ძლიერები არ არიან ვიდრე ბერძნები), 22 ივნისს ჩეხეთს ვეთამაშებით და უეჭველი უნდა მოვიგოთ(ვნახე და დიდი არაფერი გუნდია)! მესამე მატჩში-პორტუგალიასთან უკვე განაღდებული უნდა გვქონდეს ყველაფერი. საკვანძო იქნება თურქეთთან თამაში! თუ მოვიგებთ უეჭველი გავალთ ჯგუფიდან!
R.M.
27 მარტი 2024 09:53
2
ჩემი დაბადების დღეა უეჭველი მაჩუქებენ მოგებას :))))
გიორგი
27 მარტი 2024 13:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული