საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის პირველი ტაიმი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, მიქაუტაძის ნაცვლად დისკვალიფიკაციამოხდილი კვარაცხელია დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ, პოიეტმა, ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

მოლოდინისამებრ, დებიუტი დაძაბული გამოვიდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კვარაცხელია ორჯერ წააქციეს და ბოლდოკმა ყვითელი ბარათი მიიღო. შემდეგ ციმიკასმა ხვიჩას იდაყვი სახეში ჩაარტყა, რაც მსაჯმა მარჩინიაკმა ვერ შეამჩნია. ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ზივზივაძის ხელით შეჩერებისთვის არბიტრმა ხაციდიაკოსი
გააფრთხილა. შემდეგ ყვითელი ბარათი მარჩინიაკმა ბუდუს უჩვენა. მერე ხვიჩა იერიშისას მავროპანოსმა წააქცია და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, საჯარიმოდან ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი კი მეკარე ვლახოდიმოსმა მოიგერია. ბოლოს შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ჩვენი სათადარიგო მეკარე ლორია და ბერძნების ერთ-ერთი მწვრთნელი გააძევა.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - საბერძნეთი
გოლები:

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 17 /
აკი ვერ გაფრინდებოდით? გილოცავთ პავშვივით მეტირება…..))) გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ ❤️
G.LA
26 მარტი 2024 23:48
1
აი ასე ჰეითერებიდან დაწყებული ნაღდი გულშემატკივრებიდან დასრულებული გავეეედიიით!!!!!
Pepelu
26 მარტი 2024 23:47
0
დიდება უფალს.
მინდია
26 მარტი 2024 23:46
0
კვეკესკირს ნეტავ პენალტი არ დაარტყმევინონ.
ღმერთო გადმოგვხედე ქართველებს. ნერვები აღარ მყოფნის უკვე.
G.LA
26 მარტი 2024 23:37
3
ვისა ვისა? )
დავით 67
27 მარტი 2024 01:59
1
ვეღარ უყურებ უკვე მალე ინფაქტი დამემაერთება
gigi
26 მარტი 2024 22:35
1
Kakabadze otara araa pexburteli,tipi yvelanairad cdilobs burti gaatanios berdznebs,vili ras uyurebss???
L.J .
26 მარტი 2024 22:34
7
2-1-ს ვიგებთ დამატებით დროში.წინ საქართველო!!!!!
Qomagi.
26 მარტი 2024 22:14
2
მწვრთნელმა უნდა მოიგოს ეს თამაში
გია
26 მარტი 2024 22:02
1
ციმიკასი გასაგდები იყო ვარი რისთვისააა , ბუდუსავით კი არ მოარტყა იდაყვი ბრმად , არამედ გამიზნულად ... კაშია ღელავს უნდა დაწყნარდეს ...
bejo
26 მარტი 2024 22:01
1
Mtavaria magat provokaciebi daikidon,pirveli taimis shemdeg gaprtxilebuli mcvelebis pontshi karg meore taims da gamarjvebas velodebi!!!midit bichebo,lomebo!!!
L.J .
26 მარტი 2024 21:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული