აბა ულა - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და ევრო 2024-ზე მიემგზავრება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, მიქაუტაძის ნაცვლად დისკვალიფიკაციამოხდილი კვარაცხელია დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ, პოიეტმა, ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

მოლოდინისამებრ, დებიუტი დაძაბული გამოვიდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კვარაცხელია ორჯერ წააქციეს და ბოლდოკმა ყვითელი ბარათი მიიღო. შემდეგ ციმიკასმა ხვიჩას იდაყვი სახეში ჩაარტყა, რაც მსაჯმა მარჩინიაკმა ვერ შეამჩნია. ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ზივზივაძის ხელით შეჩერებისთვის
არბიტრმა ხაციდიაკოსი გააფრთხილა. შემდეგ ყვითელი ბარათი მარჩინიაკმა ბუდუს უჩვენა. მერე ხვიჩა იერიშისას მავროპანოსმა წააქცია და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, საჯარიმოდან ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი კი მეკარე ვლახოდიმოსმა მოიგერია. ბოლოს შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ჩვენი სათადარიგო მეკარე ლორია და ბერძნების ერთ-ერთი მწვრთნელი გააძევა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარას“ გარღვევას კარის წინ ჩაწოდება მოჰყვა, მაგრამ სტუმრებმა ბურთის გამოტანა მოახერხეს. მატჩი ისევ პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა. სანიოლმა ზივზივაძე მიქაუტაძით შეცვალა. ცოტა ხანში შენგელიამ ტრავმა მიიღო, რომელიც საკაცით გაიყვანეს და მის ნაცვლად მოედანზე წიტაიშვილი შევიდა. როტამ კვარაცხელია კომპენსირებულ დროში მოცელა, ყვითელი ბარათით დაისაჯა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

პირველ ექსტრა ტაიმში ელადელებმა შემოგვიტიეს. ბაკასეტასის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია, მავროპანოსმა ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე კვეკვესკირით და დავითაშვილით შეცვალა. ბურთი მიქაუტაძემ ჩაჭრა, ზურიკოს გადააწოდა, რომელსაც გატანა მეკარემ არ დაანება.

მეორე ექსტრა ტაიმში ტრავმირებული კვარაცხელია ქვილითაიამ შეცვალა. წიტაიშვილის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა, მიქაუტაძის დარტყმამ მიზანს ვერ უწია. 120-წუთიანი ბრძოლა უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა.

გილოცავთ - საქართველოს ნაკრებს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს!

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:0 (პენ 4:2)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 86), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), კვარაცხელია (ქვილითაია 109), ზივზივაძე (მიქაუტაძე 75)

მკითხველის კომენტარები / 95 /
გილოცავთ!!!!!!!!!!!!!
ტოტო
27 მარტი 2024 00:55
0
გაუმარჯოს ბედნიერ, ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!!! ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს,ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი კულმინაცია,რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა!!! უფალი იყოს ჩვენი მფარველი!!!
DD
27 მარტი 2024 00:50
3
თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო,მამარდაშვილს ასობი მადლობა
თავადი
27 მარტი 2024 00:50
0
არის!!! უდიდესი მადლობა ჩვენს ბიჭებს! დამსახურებული გამარჯვებაა ყველაფერთან ერთად. ყოველთვის ვამბობდი - ჩვენი ფეხბურთელები იმსახურებენ უკეთესს, გუნდებსაც, ევროპაზე და მსოფლიოზე თამაშსაც. მთავარია ირწმუნონ! და ახლა იმედია ასეც იქნება! გილიცავთ❤️❤️❤️
არტ
27 მარტი 2024 00:47
1
გილოცავთ!!! ათწლეულების ოცნება აგვისრულდა, უამრავი ტკივილის, იმედგაცრუების, წარმატებების შემდეგ რაც გადავიტანეთ ბავშვობის წლებიდან მოყოლებული დღემდე. ეს მთელი ქვეყნის წარმატებაა და არა მხოლოდ სპორტული. სულ წინ იარე ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
ნიკა
27 მარტი 2024 00:42
1
მტერმა ფეხქვეშ ვერ გაგთელა,
გულო ბრძოლით ნათენებო,
იდღეგრძელე საქართველო,
გაგიმარჯოთ ქართველებო!
გილოცავთ ძმებო!ვისაც არ გჯეროდათ,ახლა ხომ ხედავთ,რას ნიშნავს,რამხელა ბედნიერებაა, ეს გამარჯვება ,ქვეყნისათვის.დიდება საქართველოს და გამარჯვება არ დაგვლეოდეს.თამაშზე ახლა ვერაფერს ვიტყვი.ემოციებს ცოტა გაციება თუ არ დავაცადე.უბრალოდ მადლობა ბიჭებს,გმირული ბრძოლისათვის.უკლებლივ ყველას და მადლობა სტადიონზე მისულებს,შესანიშნავი გულშემატკივრობისათვის.მათ გარეშე,ალბათ ვერ გავუძლებდით.დღეს ჩვენ,ერთი გუნდი ვიყავით,დღეს საქართველო ერთიანი იყო და ამან შეგვაძლებინა,გამარჯვება.ოთარ კიტეიშვილს კვლავ მივულოცავ ამ უბედნიერეს დაბადების დღეს.
სოსო
27 მარტი 2024 00:39
1
გილოცავთ! წმინდად ხასიათით ვაჯობეთ. ამ გამარჯვებით ჩვენი ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად განვითარების საფუძველი ჩაეყარა. და არა მარტო ფეხბურთის. ფეხბურთი მეტია ვიდრე მხოლოდ ფეხბურთი. ამიტომ ვერ ჰგუობენ ფეხბურთში ჩვენს მიერ მიღწეულ ნებისმიერ საერთაშორისო წარმატებას. არ უნდა იყოს ესე, მაგრამ მოგწონს არ მოგწონს, სადღეისოდ ფეხბურთს პოლიტიკისგან არ მიჯნავენ.
გიორგი
27 მარტი 2024 00:38
2
ვულოცავ მთელ საქართველოს
ზზზზ
27 მარტი 2024 00:38
0
გილოცავთ, მინიმუმ 5 წლის სიცოცხლე მივაფშვენი ამ 130 წუთს, მარა არ ვნანობ საერთოდ…
ზოლა
27 მარტი 2024 00:32
1
ვაი გულშემატკივარს!!! კიდევ კარგი რო არ წავაგეთ. ეხლა სკდებით გულზე.
ჩვენ საქართველო ვართ!!!!
ნოდ
27 მარტი 2024 00:28
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული