აბა ულა - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და ევრო 2024-ზე მიემგზავრება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, მიქაუტაძის ნაცვლად დისკვალიფიკაციამოხდილი კვარაცხელია დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ, პოიეტმა, ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

მოლოდინისამებრ, დებიუტი დაძაბული გამოვიდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კვარაცხელია ორჯერ წააქციეს და ბოლდოკმა ყვითელი ბარათი მიიღო. შემდეგ ციმიკასმა ხვიჩას იდაყვი სახეში ჩაარტყა, რაც მსაჯმა მარჩინიაკმა ვერ შეამჩნია. ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ზივზივაძის ხელით შეჩერებისთვის
არბიტრმა ხაციდიაკოსი გააფრთხილა. შემდეგ ყვითელი ბარათი მარჩინიაკმა ბუდუს უჩვენა. მერე ხვიჩა იერიშისას მავროპანოსმა წააქცია და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, საჯარიმოდან ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი კი მეკარე ვლახოდიმოსმა მოიგერია. ბოლოს შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ჩვენი სათადარიგო მეკარე ლორია და ბერძნების ერთ-ერთი მწვრთნელი გააძევა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარას“ გარღვევას კარის წინ ჩაწოდება მოჰყვა, მაგრამ სტუმრებმა ბურთის გამოტანა მოახერხეს. მატჩი ისევ პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა. სანიოლმა ზივზივაძე მიქაუტაძით შეცვალა. ცოტა ხანში შენგელიამ ტრავმა მიიღო, რომელიც საკაცით გაიყვანეს და მის ნაცვლად მოედანზე წიტაიშვილი შევიდა. როტამ კვარაცხელია კომპენსირებულ დროში მოცელა, ყვითელი ბარათით დაისაჯა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

პირველ ექსტრა ტაიმში ელადელებმა შემოგვიტიეს. ბაკასეტასის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია, მავროპანოსმა ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე კვეკვესკირით და დავითაშვილით შეცვალა. ბურთი მიქაუტაძემ ჩაჭრა, ზურიკოს გადააწოდა, რომელსაც გატანა მეკარემ არ დაანება.

მეორე ექსტრა ტაიმში ტრავმირებული კვარაცხელია ქვილითაიამ შეცვალა. წიტაიშვილის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა, მიქაუტაძის დარტყმამ მიზანს ვერ უწია. 120-წუთიანი ბრძოლა უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა.

გილოცავთ - საქართველოს ნაკრებს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს!

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:0 (პენ 4:2)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 86), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), კვარაცხელია (ქვილითაია 109), ზივზივაძე (მიქაუტაძე 75)

მკითხველის კომენტარები / 95 /
გილოცავთ ყველას, ვულოცავ საქართველოს. ბიჭებმა ძვლები დადეს მინდორზე. თამაში ბერძნების მხარეს იყო მაგრამ მაინცადამაინც წინ არაფერი გამოდიოდა, რაც დაცვის ბრწყინვალე თამაშით იყო გამოწვეული. კარგი იყო ქოჩორაშვილი მართლაც. კარგი იყო ასევე წიტაიშვილი. ყველა კარგი იყო . პენლებში კი მამარდაშვილი ნამდვილი გმირი გახდა. ეს გამარჯვება მაგონებს 13 მაისის გამარჯვებას. მაშინაც ასეთი რეზონანსული დღე იყო. მრავალი ასეთი დღეები გვქონოდეს.
გია
27 მარტი 2024 00:25
1
გილოცავთ გილოცავთ გილოცავთ!
მოვესწარი ხალხო, მოვესწარიიიიი
მართლა არ მეგონა, მე თუ ამას მოვესწრებოდი.
გილოცააააავთ!
დიდება დიდება დიდება
საქართველოოოოოოს!
ლევანი
27 მარტი 2024 00:23
1
გილოცავთ ყველას ამ უდიდეს გამარჯვებას! ერთს დავამატებ, კვარას მართალია დღეს არ ჰქონია საუკეთესო თამაში, მაგრამ როგორც კი სტადიონიდან გავიდა, ჩვენებს ბურთის ატანა უჭირდათ, ანუ კვარას გასვლით ბერძნებს მოეხსნათ დაცვაში დაძაბულობა.
იკა
27 მარტი 2024 00:23
1
ვაიმე, ჯერ კიდე არ მჯერა. ნუთუ ჩემი ბავშვობის ოხნება ასრულდა
გ.ხ.
27 მარტი 2024 00:22
0
30 celicadi velodi amixda ocnebaa da kidev ar mjera
Lasha
27 მარტი 2024 00:22
1


გულითადად გილოცავთ და ბევრი წარმატებები ვუსურვოთ ქართულ ფეხბურთს. დიდი მადლობა ბიჭებს .ეკუთვნით ჩვენი სიყვარული და კარგი პრემიები. ორჯერ დავლიე ორ-ორი 50-იანი კაპტოპრილი.[წნევამ ამიწია 185-მდე]. ახლა უკვე კარგად ვარ, არ ინერვიულოთ. დიდი მადლობა. ყოჩაღ პატარა საქართველოს.!!!!








ფიგუ
27 მარტი 2024 00:21
2
ეს ყველაფერში პოლიტიკას რატომ აქსოვებს ჟურნალისტები?? რა შუაშია ევროკავშირი?
ჟორა
27 მარტი 2024 00:20
21
300 არაგველმა 300 სპარტანელი დაამარცხა.საქართველოს გაუმარჯოს ძმებო და დებო
დათო
27 მარტი 2024 00:18
2
გილოცავთ ყველას. მადლობა ბიჭებო ❤️
მადლობა სანიოლს. მადლობა გულშემატკივრებს და განსაკუთრებით ქომაგებს. ❤️ ამდენი წლების ოცნება აგვიხდა ქართველებს.
G.LA
27 მარტი 2024 00:12
0
გილოცავთ ყველას ! თუ ვინმე ხართ აქ :)))
გ.ხ.
27 მარტი 2024 00:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული