ნეაპოლში განგაშია - "კვარამ" შეიძლება "ატალანტასთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
ნეაპოლურმა პრესამ საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შეშფოთებული არიან, რომელიც 109-ე წუთზე შეცვალეს.

calciomercato წერს, რომ "ნაპოლიში" კვარაცხელიას დაშავების გამო განგაშია, რადგან მარცხენა საზარდულის პრობლემა შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა ხვალ დილით ნეაპოლში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, მოახერხებს თუ არა 30 მარტს "ატალანტასთან" სერია A-ს 30-ე ტურის საშინაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.

tuttonapoli აღნიშნავს, რომ "კვარას" ბერძენი მცველები დაუსრულებლივ ეუხეშებოდნენ და შესაძლოა, უბრალოდ კუნთის გადაღლილობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აქ ზოგიერთმა აღნიშნა,ეს კვარას საუკეთესო მატჩი არ იყოვო.ერთ თამაშში,სამ მეტოქე აჰკიდა ყვითელი ბარათი და 22 წუთზე,აშკარად გამოჩნდა,რომ სრულიად მიზანმიმართულად,მოქნევით ჩაარტყეს სახეში იდაყვი.მსაჯმა ჯარიმაც კი არ დანიშნა,თუმცა ვარი ვალდებული იყო ენახა ეს ეპიზოდი,წითელ ბარათზე.სრულიად აშკარად,მიზანმიმართული მოძრაობა გააკეთა მცველმა და დამიზნებით დაარტყა.გვერდითი მსაჯიც იქვე იდგა და რეაგირების გარეშე დატოვა,ეპიზოდი.ამ გაფრთხილებებიდან,ერთი ბარძაყის არეში მიღებული ძლიერი დარტყმაც იყო და შესაძლოა სწორედ ის გახდა,მატჩის ბოლოს, ხვიჩას კუნთის დაზიანების გამო შეცვლის მიზეზი.ცოტაა?ეს მატჩი,ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებელი ტურნირის ფინალი იყო ასეთი დონის,დაძაბულობის მატჩში,მეტოქის დაცვის ასე შეზღუდვა,ნამდვილად არ არის ცოტა.მოედნის ცენტრში,ბერძნებმა უპირატესობა მოიპოვეს და წინა ხაზზე მწვავე პასებით მომარაგება გაგვიჭირდა,თორემ ...გუნდების ფიზიკურ მომზადებაში სხვაობა,მაინც მოქმედებდა თამაშის მიმდინარეობაზე.ჩაკვე და კიტე ერთად შეცვალა სანიოლმა და სახეზეც ეტყობოდათ,როგორ ბოლო წვეთამდე იყვნენ ენერგიისაგან დაცლილები.საბერძნეთი, რეიტინგში ჩვენზე მგონი 27 ადგილით წინაა და ეს წინყოფნა,მათთვის არავის უჩუქებია,თავისი თამაშით აქვთ მოპოვებული.ესეც კიდევ უფრო ფასეულს ხდის,ჩვენს გამარჯვებას და ბიჭების თავდადებას.
პ.ს.ეს გამარჯვება,ისეთ მუხტს და თავდაჯერებას მისცემს,საქართველოს ნაკრებს,რომ დარწმუნებული ვარ,ევროპის ჩემპიონატზე,საგრძნობლად უკეთესი გუნდი გვეყოლება.ჩვენი ფეხბურთელებით,უფრო ძლიერი კლუბებიც დაინტერესდებიან და ესეც ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.ეს რამდენად გვეყოფა,რეიტინგში ჩვენზე საგრძნობლად წინ მყოფ ჩვენ მეტოქეებთან არ ვიცი,მაგრამ იქაც ბოლომდე რომ დავიხარჯებით,ამაში დარწმუნებული ვარ.
დღეს,დღევანდელი ვიზეიმოთ,ხვალისა კი,ხვალემ იცოდეს.
სოსო
10:11 27-03-2024
1
რას ჰქვია ისე ვერ ითამაშა კვარამ? ყველაზე მაგრად ითამაშა! კვარა მუდამ აკავებდა სამ მცველს და ბერძნები ისე ვეღარ გვიტევდნენ 110 წუთი, სამი მარტო ყვითელი აღებინა!!! რომ არა კვარა, ბერძნების შეტევა უფრო მაისური იქნებოდა და არ ვიცი, გავუძლებდით, თუ არა.. აკი, კვარა გავიდა და შემოგვიტიეს და კინაღამ გავიტანეს! უბრალოდ, მატჩის ბოოლო იყო და ბერძნებსაც აღარ ჰქონდათ ძალა შერჩენილი... გაუმარჯოს ჩვემს სამშობლოს საქართველოს!!!
მამუკა კვარაცხელია
14:38 27-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული