Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს

AutoSharing Option
ფაქტია, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მთელი რუსული სპორტული მედია ფართოდ აშუქებს და ულოცავს. მათ მილოცვას "გაზპრომ-მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი შეუერთდა, რომელიც როგორც ეტყობა, ფეხბურთში, რბილად რომ ვთქვათ, მთლად კარგად ვერ ერკვევა.

"მეგობრებო, საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე! ასეთი წარმატება ქართულ ფეხბურთს საბჭოთა დროის შემდეგ არ ჰქონია. და არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც წარსულში თავს ქართველად მიიჩნევდა, ახლა სიხარულს და სიამაყეს არ განიცდის.

საბჭოთა დროს საქართველოს ნაკრები მთელ ქვეყანაში ქუხდა, რადგან მათი ფეხბურთი მთელი საბჭოთა კავშირისთვის
დიდი სკოლა იყო. მთელ ქვეყანას უყვარდა გაბელია, ყიფიანი, შენგელია, ჩივაძე, ხურცილავა და ათობით სხვა ლეგენდა. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაცემასთან ერთად, ქართული ფეხბურთიც დაინგრა. მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელები გვახსენებდნენ, რომ ბევრი რამის უნარი გააჩნიათ. და აი, ათწლეულების მერე მიზანმიმართულმა მუშაობამ ნაყოფი გამოიღო. შედეგი სახეზეა - ნაკრები ევროზე გავიდა.

გამარჯვების მატჩის გმირი გადაჭარბების გარეშე ხვიჩა კვარაცხელიაა. მიათრევდა თამაშს, ბერძნების ყვითელ ბარათებზე პროვოცირებას ეწეოდა, თავი გასწირა, ტრავმა მიიღო, მაგრამ გუნდი მაინც მიიყვანა გადამწყვეტ პენალტებამდე. ახლა საქართველო სპორტულ სტატუსს მხოლოდ ფეხბურთში როდი იბრუნებს. ნახეთ რაგბი. 16 გამარჯვება ხუმრობა არაა. გასულ კვირაში ევროპის თასი ზედიზედ მეშვიდედ მოიგეს.

რა ვთქვა, ბიჭებო, აჩვენეთ იქ ყველას, რა არის ქართული ფეხბურთი, სპორტი და გამარჯვების განწყობა. საქართველოს გაუმარჯოს!" (Сакартвелос гаумарджос!) , - წერს თინა კანდელაკი თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 58 /
ქვეყნის მოღალატის წყალიც არ გვჭირდება,მიხედე რუსებს შე მონა შენა.ვოვას მონა და რისეთის როსკიპო!!!!!
თემო
03 აპრილი 2024 12:43
0
დადებითი რუსეთთან მიმართებაში,ამ საქმიდან იქნებ ის მაინც გამოვიდეს,რომ ქართველების წარმატებამ,ჩვენს ჯიბრზე(რომელიც სულ მუდამ ჰქონდათ)ომის ინტერესები გაუქროთ და სპორტისაკენ გადაიხარონ.
ილია
29 მარტი 2024 11:39
0
ახლო მაიწი თინა, უნდა აგეტოტო.
შაქრო პაპა
28 მარტი 2024 19:42
2
წადი შენი მანქურთი დედაც ვატირე!
555
28 მარტი 2024 17:35
5
"ჩვენი" თინა ვერც ფეხბურთში ერკვევა და საერთოდ არაფრის აზრზე არაა, ამას ერთი ადგილით თანამდებობების შოვნა შეუძლია მარტო.
მატჩტვ-ს დირექტორი რო გახდა ფეხბურთები გააქრო ნტვ+ დან ჰოკეი და ტანვარჯიშით გადაავსო. როცა ხალხმა პროტესტი გამოხატეს, მან ისტორიული სიტყვა თქვა. ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართო(რუსებზე ამბობს) ჩვენ მსოფლიოს 1/6 ვართო, ეტყობა საბჭოთა კავშირიდან ახსოვდა. მაგრამ ის ვეღარ გაიანგარიშა რომ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა ის 1/6. უკარაინის და ყაზახეთის პლიუს კიდევ 12 ქვეყნის ჩამოშორების შემდეგ რომ ის 1/6 გაქრა და 1/8-ზე დაბლა ჩამოვიდა ამდენის აზრზეც არ იყო.
თინა კანდელაკი შეუერთდა, რომელიც როგორც ეტყობა, ფეხბურთში, კარგად ვერ ერკვევა.
28 მარტი 2024 17:19
2
რედაქცია, არ გიტყდებათ და არ გრცხვენიათ ამას რომ აპიარებთ აქ?!! მეტი სხვა არაფერი გაქვთ გასაშუქებლად?? კარგით რა!!
ბესო
28 მარტი 2024 15:59
4
წატი შენი........
q
28 მარტი 2024 14:07
5
თქვენი არმოწონებები სულ მკიდია! ადამიანმა მოგილოცათ, თან ძალიან ღრმა ცოდნაც გამოავლინა, ახსენა რომ კავშირის დროს ქუხდა ქართული ფეხბურთი, რა თქვა არასწორი?! დღეს ბევრს ჰგონია სულ ასეთი მაჩანჩალები ვიყავით და აზერები ან ყაზახური გუნდები იყვნენ ჩვენზე წინ არადა დინამო თბილისი სულ მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და მესამე გუნდი იყო მთელს კავშირში საერთო შედეგებით! როცა აზერები ხან გავარდებოდნენ ხან ამოვიდოდნენ ჩემპიონობა კი არც უოცნებიათ! ევროთასები კი მაშინ მარტო ჩვენ და დინამო კიევმა მოვიგეთ! ახლა კი ერთა თასის ცე კლასის გუნდებში გამარჯვებაა ყველაზე დიდი შედეგი და თუ ვინმეს ეს უხარია და გვილოცავს, რატო უნდა ვლანძღოთ?! ოკუპანტი ყველა მეზობელი გვყავს და გერმანიამ რამდენი ქართველიც შეიწირა იმდენი აფხაზეთში არ დახოცილა, მაგრამ რამდენი ქართველი ქომაგობს ბუნდეს გუნდს ნეტა?! მოკლედ პროპაგანდას აყოლილი თაობა ფორმაშია!
ლაშა
28 მარტი 2024 14:01
35
შენც 'კარგი" ნაგავი ხარ!
555
28 მარტი 2024 17:37
2
ასე, პუტინიც ულოცავს ქართველ ხალხს...
-------
ისე, გერმანელებზე "ძაან მაგარი" რამე დაწერე და პუტინისტკას მოლოცვაზე ამდენი თავგამიდებაც, ძაან "გონივრულია"!
მერე რა, თუ მომლოცველები ქართველების მკვლელები, ეთნოწმენდის მომწყობები , საქართველოს ოკუპანტები
და/ან მათი თავგამოდებული გულშემატკივრები არიან !
გეყოფა! ძაან ნუ გამოიდებ თავს !
აი, "ლოგიკა" !
28 მარტი 2024 14:20
6
შნორაკალუცუნ, ცავატანემ! პუტინუ პრივეტ პერედაი!
რეზო
28 მარტი 2024 12:43
5
თათარო!
.
28 მარტი 2024 12:29
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული