სანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

AutoSharing Option
დღეს, 22 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმ ფეხბურთელებს დაასახელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. ვხედავთ, რომ მწვრთნელები ჯერჯერობით გაფართოებულ შემადგენლობას ირჩევენ, საიდანაც 26-კაციან განაცხადს დააკომოპლექტებენ...

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის აქამდე აუხდენელი მიზანი შესრულებულია და დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვართ. ამისთვის ენერგია არავის დაგვიზოგავს, არაერთი ტკივილიანი საღამო გვქონია, გვინერვიულია, მაგრამ ოპტიმიზმი არასდროს დაგვიკარგავს. რა იყო მთავარი, რამაც საბერძნეთის ნაკრებთან ფინალი მოგვაგებინა? - ყველა ბოლომდე დაიხარჯა; იმ განცდამ და წნეხმა, რომ თუ არა ახლა, მაშინ როდისღა, ჩვენი ფეხბურთელები, მწვრთნელები
თუ გულშემატკივრები უფრო მოტივირებული და ძლიერი გახადა.

ვილი სანიოლი გაგვიკრიტიკებია, მაგრამ არა როგორც ჩასაფრებულის პოზიციიდან, მიზანი ყოველთვის უკეთესი გუნდის ხელშეწყობა იყო. ფაქტია ის, რასაც აქამდეც ვწერდით - ფრანგი მთავარი მწვრთნელის საქმიანობა ყოველდღიურად უმჯობესდებოდა; ის სწავლობდა საკუთარ შეცდომებზეც, ჩაგდებულ სანაკრებო პაუზას ყოველთვის უკეთესი მოსდევდა. ვილის აქვს სპორტული იღბალიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია...

ეს დიდი გამარჯვება გუნდმა შექმნა - შემართებით, ერთმანეთის შეცდომების დაზღვევით, გამოკვეთილი ვარსკვლავებითა და "ახალი მებრძოლებით"...

ევროპის ჩემპიონატამდე სულ უფრო ცოტა დროა, 14 ივნისი მალე მოვა და ერთგვარად საგანგებო რეჟიმში გვიწევს მუშაობა - გაცნობთ მეტოქეებს (თურქეთი, ჩეხეთი, პორტუგალია), მეტს გესაუბრებით ჩვენს ლეგიონერებზე. საქართველოს ნაკრები, როგორც ევრო 2024-ის მონაწილე, ამხანაგურ შეხვედრას აუცილებლად ჩაატარებს (ახლა მონტენეგროს შესახებ ვიცით). დღეს შემოგთავაზებთ სტატიას, რომელზედაც დაწერა ბავშვობის შემდეგაც კი გვიოცნებია - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე. საკადრო საკითხებზე დავას არ ვაპირებთ, უბრალოდ ვიმსჯელებთ სანიოლის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე (ამავე ლოგიკით, სასტარტო შემდგენლობის შერჩევა გადამწყვეტ მატჩებში გაგვიმარტივდა). მთავარია, ყველა ჯანმრთელად იყოს!..

კოვიდინფექციისას სამატჩო განაცხადი 26-კაციანი გახდა, შემდეგ კვლავ ტრადიციულ 23-ს დაუბრუნდა (შეხვედრაში 5 ცვლილება კი ძალაში დარჩა). ევროპირველობაზე ნაკრებებს 26 ფეხბურთელის წაყვანის უფლება ექნებათ. ეს მწვრთნელებს, პირველ ეტაპზე, საქმეს გაუადვილებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასაძლევად აუცილებლად იბრძოლებს. ტურნირი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარიერის უკეთეს გუნდებში გაგრძელების გზაზე დიდი გამოწვევაა და იმედი გვაქვს, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების იდეალურ ბალანსს შემოგვთავაზებს. ამ ბიჭებს ეს ძალიან სჭირდებათ. ჩვენი სავარაუდო განაცხადი სწორედ მოსალოდნელ რაოდენობაზე (26) განვიხილოთ.

მეკარეები (3 ფეხბურთელი)

გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი - სადაც ცვლილებებს გამოვრიცხავთ, ეს მეკარეებია. გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია; ვფიქრობთ, ჯგუფურ ეტაპზე გარკვეული დრო (ამას მწვრთნელები მიმართავენ) გიორგი ლორიასაც მიეცემა, რაც მისი ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის ერთგვარად დაფასება იქნება;

Sportall.Ge

ცენტრალური მცველები (5)

სავარაუდოა, რომ საქართველოს ნაკრების განაცხადში 5 ისეთი ფეხბურთელი იქნება, რომლებსაც ცენტრალურ მცველად თამაში შეუძლიათ. არ დაგვავიწყდეს, რომ აქედან 3 ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

საბა კვირკველია, გურამ კაშია, ლაშა დვალი, საბა საზონოვი, ლუკა ლოჩოშვილი ან გიორგი გველესიანი - როცა ახლა ტრავმირებული "კოპენჰაგენის" მცველი დავით ხოჭოლავა ფორმაში იყო, სანიოლის ნაკრების შეუცვლელი წევრი გახლდათ. დარჩენილ დროში მას სასურველ კონდიციებში დაბრუნება გაუჭირდება და ევროზე თამაშის დიდი შანსი არ ექნება. საბა საზონოვი "ტორინოში" ბევრს დროს ვერ იღებს, მაგრამ გვჯერა, ფრანგი სპეციალისტის სიაში ადგილს დაიკავებს.

Sportall.Ge

ფლანგები (6)

საქართველოს ნაკრების თამაშში ფლანგის ფეხბურთელებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან მათ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაში სჭირდებათ. გვგონია, რომ აქ მაქსიმალურად საკადრო მრავალფეროვნება და კონკურენცია უნდა ვნახოთ.

ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ირაკლი აზაროვი - შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ფლანგებზე სამი ალტერნატივა მეტისმეტია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აზაროვის პერსპექტივის ფეხბურთელს ევროპირველობაზე დრო უნდა მიეცეს და ირაკლიმაც მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, მწვრთნელის დავალებები ზუსტად გაითავისოს; ლევან შენგელიას დროულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!.. ამავდროულად, საბა ლობჟანიძის სტილისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელზე, რომელსაც საჭირო დროს შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე გამოიყენებ, უარის თქმა რთული იქნება.

Sportall.Ge

აქვე შეგახსენებთ, სანამ ნახევარდაცვასა და შეტევაზე გადავალთ, 26 ადგილიდან 14 დაკავებულია.

ნახევარდაცვა (8)

გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი, ზურიკო დავითაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ჯაბა კანკავა, ლუკა გაგნიძე ან გაბრიელ სიგუა - კანკავას ნაკრებში დაბრუნება და შემდეგ მისი, ფაქტობრივად, უთამაშებლობა, დასკვნების გამოტანას გვირთულებს. ახალგაზრდების მნიშვნელობაზე თუ ვსაუბრობთ, ასეთები 21-წლამდელთა ნაკრებიდან გაგნიძე და სიგუა არიან.

შეტევა (4)

ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია - თუკი სანიოლი გუნდში ოთხი შემტევის ყოფნას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, ეს ოთხეული ხელშეუხებელი უნდა იყოს.

მოუთმენლად ველით ევრო 2024-ის დაწყებას!..

altცნობილია, რა იქნება ბილეთების ფასი ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე და როგორ შეგეძლებათ მისი ყიდვა

altევრო 2024-ის განრიგი - როდის და რომელ ქალაქებში გამართავს საქართველოს ნაკრები მატჩებს

მკითხველის კომენტარები / 102 /
ღმერთმა არ ქნას მამარდაშვილმა ტრავმა არ მიიღოს და სხვა შემთხვევაში როგორ მიეცემა სათამაშო დრო ლორიას?პორტუგალიასთან 5:0 ს წავიყვანთ თამაშს და შევუშვებთ?მაგარი ანალიზია რა!?
ლექსო
14:28 06-06-2024
1
არაბიძე გამოუშვი !
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული