"საბერძნეთთან მატჩს მოსკოვში ვუყურე, მთელი რუსეთი საქართველოსკენ იყო, რაც ამ ქვეყანაში ვნახე... ჯიქია ახლა ნანობს, რომ..." - ინტერვიუ ზაზა ჯანაშიასთან

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ metaratings-თან ინტერვიუში, საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრების ამ წარმატებას მოსკოვში ვუყყურე. ქართულმა დიასპორამ მიმიწვია, რომლებიც ფეხბურთში ძალიან კარგად არიან გარკვეულნი.

მატჩის დროს ისეთი ემოციები იყო, კინაღამ ერთმანეთი დავხოცეთ. უკვე სამი თვეა მოსკოვში ვარ. ცოტა ხნის წინ ვეტერანებში სათამაშოდ მიმიწვიეს. აქ ცოტახანს კიდევ დავრჩები. 

ქართველებმა წვეულება და წარმატების აღნიშვნა კარგად იციან. უბრალოდ, მიზეზი მოგვეცით! საბერძნეთთან თამაშის შემდეგ მიხეილ აშვეთიას დავურეკე, გამარჯვება საქართველოს დედაქალაქში ყველა ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა იზეიმა.

იქიდან
ბიჭებმა მკითხეს, როგორ უყურებდა მოსკოვში ხალხი ჩვენს მატჩს. მე მათ ვუთხარი, რომ იმ საღამოს მთელი მოსკოვი და მთელი რუსეთი საქართველოსკენ იყო.

ვნახე თუ არა "ტელეგრამის" არხებზე რუსების მიერ საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები? - დიახ, ჩვენ ვიგრძენით ეს მხარდაჭერა!

რაც ვნახე რუსეთში, მშვენიერი იყო! აქ ყველამ თქვა: "მოდი, საქართველო, შენ ჩვენთან უფრო ახლოს ხარ, ვიდრე საბერძნეთი".

ის ქართველებიც კი, რომლებიც მატჩს ჩემთან ერთად უყურებდნენ, ისხდნენ და გაოგნებული იყვნენ რუსი ხალხის მხარდაჭერით. მაგარი იყო! ცხოვრებაში არაფრის მეშინოდა, მაგრამ მატჩის დროს ძალიან მეშინოდა და ვკანკალებდი. მოედანზე ისე არ ვნერვიულობდი, როგორც საბერძნეთთან თამაშის დროს. მაგრამ ეს ემოციებია.

ვესაუბრე თუ არა მატჩის შემდეგ კალაძეს? - არ მილაპარაკია. ის თბილისის მერია, კახა ხალხთან ურთიერთობს, მის მცხოვრებლებს კალაძე ძალიან უყვართ. ის დიდ საქმეს აკეთებს ფეხბურთის და ზოგადად, სპორტისთვის. მისნაირი საქართველოში კიდევ ორი-სამი ადამიანი გვჭირდება.

თბილისელები მისით ძალიან კმაყოფილნი არიან, კახი ბევრს აკეთებს დედაქალაქისთვის. მისი არჩევის შემდეგ ქალაქი კიდევ უფრო გალამაზდა. კახა კარგი მერია!

რატომ არ დარჩა ფეხბურთში და წავიდა პოლიტიკაში? - ის კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მაინც შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს პოლიტიკაშიც.

ეს ბევრს ამბობს. კალაძე ახლა კარგ კომპანიაშია და ქალაქს უფრო ალამაზებს. ვფიქრობ, ის კარგად არის თავის ადგილზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ყოფილი ფეხბურთელები მუშაობენ, პრობლემას ვერ ვხედავ. დიახ, ჩვენი ჩემპიონატი სუსტი დონისაა, მაგრამ ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ყველაფერი ნორმალური გახდება.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის შეფასება? - ვფიქრობ, გასვლა შეგვიძლია! ბიჭები ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ უფრო გაუმჯობესდებიან.

როცა ფეხბურთელებს გამარჯვების გემო ესმით, ისინი კიდევ უფრო კარგნი ხდებიან. დიახ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამიტომ დიდი შედეგებისკენ ვისწრაფვით. საქართველო უკვე საფეხბურთო ქვეყანაა. იმედი მაქვს, რომ ტურნირზე ჩვენი გუნდისთვის ყველაფერი კარგად იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში ქვეყნის მოსახლეობის 50% გერმანიაში იქნება. მე თვითონ ვაპირებ წასვლას, ასი პროცენტით. ჩვენთვის პრობლემა არ არის ევროპაში წასვლა - ვიყიდოთ ბილეთი და გავფრინდეთ, ან ჩავსხდეთ მანქანაში და ავტომობილით გადავაადგილდეთ. ჩემი ზუგდიდელი მეგობრები ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ნეაპოლში მანქანით წავიდნენ.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. თუ ევროზე წარმატებით ვითამაშებთ, მაშინ უფრო და უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ჩვენს ფეხბურთელებს. ჩვენ გვაქვს საფეხბურთო ქვეყანა, მაგრამ ბევრი კარგი ფეხბურთელი დაიკარგა. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სკაუტები ადგილობრივ ფეხბურთს მიაქცევენ ყურადღებას.

ნანობს თუ არა ჯიქია, რომ 2016 წელს რუსეთი აირჩია და არა საქართველო? - დიახ, ვფიქრობ, რომ ნანობს, მაგრამ ეს მისი ბრალი არ არის და რა იცოდა, რომ რუსეთის ნაკრებს ასეთ შეზღუდვებს დაუწესებდნენ.

მაშინ ვერ ინანებდა, ახლა კი ნანობს, რომ ევროზე არ ითამაშა. მას კარგად ვიცნობ, კარგი ფეხბურთელია. მართალი გითხრათ, ახლაც, როცა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უფლება მოვიპოვეთ, ჯიქიას დონის ფეხბურთელი გვაკლია", - თქვა ჯანაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 154 /
კი აბა რა, პირდაპირ აფანატებს კალაძეზე მთელი თბილისი. განსაკუთრებით უნიკალური სატრანსპორტო პოლიტიკის გამო
მამო
05 აპრილი 2024 14:53
11
კალაძე! ძალიანაც კარგი პიროვნებაა, ვისაც არ მოგწონთ, აი დარდი?
ლიკა
05 აპრილი 2024 15:14
16
ქენჩი
05 აპრილი 2024 14:05
0
ქვევით ერთმა მომწერა რომ 27 წელი თუ ცოვრობდი პეტერბურგში ან იტყუებოდიო და ასე შემდეგ მინდა გავცე პასუხი. რუსეთში გადავიდნენ ჩემი მშობლები 90 წელს. ვარ ფშაველი. მაშინ ვიყავი 7 წლის, იქ დავამთავრე ქართული სკოლა, მერე უნივერსიტეტი ინტეენატურა ორდინატურა და ასპირანტურა, თან ვმუდაობდი და ამასობაში მიილია 27 წელი. მე ქვევით არ დამიწერია ვეზიზღებითო. სულ ფეხებზე ვკიდივართ რუსებს. ჩვენ ქართველები ვინც ჩემს გარშემო იყო, ყოველთვის ყველგან ჩვენ სამშობლოს ვიცავდით კბილებით დიპლომატიური ენით გინდა თუ მუშტი კრივით. არასოდეს უფალი მოწამეააა რომ რამეში სამშობლოს წინააგმდეგ ეავსულიყავით. ომი რომ დაიწყო 2008 წელს წამოვედით საომრად 15 ქართული მაგრამ ომიც დამთავრდა იმ მომენტში. არ გეგონოთ თავს ვიქებდე ან ვტრაბახობდდ. უბრალოდ იმ მეგობარმა დაწერა არასწორად და გავნერვიულდი. რუსეთს თავისი ინტერესი აქვსო. რუსეთს არ უნდა ქონდეს ინტერესი სხვისი ქვეყნის დაპყრობა. და ჩვენ საქართველოს არაფერი დაუშავებია რუსეთისთვის. ერთი მტკაველი მიწა არ გვინდა მაგათი. რაც შეეხება რუსსს ხალხს , არიან მართლა ძალიან ცოტა რომელიც ცემს პატივს საქართველოს, მაგრამ როგორც კი ეხება საქმე რუსეთს და პუტინს და პროპაგანდას, იმ წამსვე მოდის აგრესია, და არ აინტერესებს ვინ ცარ და საიდან ხარ. იმ ბიემა რომ დაწერა ქვევით, ისევ და ისე იტყუილება და არ იცის რას წარმოადგენს რუსი ხალხი. მე კი ვვხოვრობდი იმიტომ რომ ჩემნაირი ბევრი იყო ვინც სკლოა უნივერსიტეტი რუსეთში დაამთავრა მაგრამ ქართველობაში ხელი არ შეუშლია. აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ გვაძლევენ რატომ???? იმიტომ რომ დამპყრობელი ერია უსამართლო ერია მასააა და მთლიანი სახელმწიფო. მე როგორც რიგითი ქართველი და ფშაველი წარმოშვებით, გერმანიაში ვიცცოვრებდი ლენინგრადში თუ ბანგლადეში ვრჩები ქართული და ყოველთვის თავს გავწირავ სამშობლოს გამო. მაგრამ არიან ლენინგრადში სამწუხაროდ ისეთი ქართველებიც რომლებმაც ქართული არ იციან და სამშობლო სულ ფეხებზე კიდიათ. გაუმარჯოს ჩვენ საყვარელ სამშობლოს
beqa
05 აპრილი 2024 11:51
1
აი, სწორედ ასეთი იზო ხაზი შერგერება შენს "ნააზრევს" !!!
ანუ, დაქართველომ ფაიწყო ომი ?!
ანუ, საქარათველოში ქართული მიწის, ქართული სოფლები, ქართული მოსახლეობის დაცული იყო, სიმშვიდე იყო ...
და ომი ამერიკის წაქეზებით საქართველომ დაიწყო ?!
იქაურ მცხოვრები, იქაურ
ქართველების აზრით დაინტერესებულხარ როდისმე ?!
ჩვენ, ქართველები რა მდგომარეობაში ვიყავით, მოგიკითხავს ?!
ერთი -ორი ვითარებას მორგებული და რუსებთან "პალაჟენია ფალაგებული" და/ან გაყიდული ქართველის ნათქვამს იმეორებ, თუ მარათლა რუსული პროპაგანდის გჯერათ , ასეთ უნამუსო კომენტარს რომ წერ ?!
როგორ ბედავთ ?!
მართლა ქართველი ხარ ?!

---------------- - ს
19 მაისი 2024 13:41
0
2008 წლის ომზე სააკაშვილს მოსთხოვე პასუხი, და იმას, ვისი დავალებითაც წამოიწყო ეს ომი, როცა ოსებთან და აფხაზებთანაც თითქმის შერიგებული ვიყავით და ერთმანეთთან ეკონომიკური კავშირებიც გვქონდა, რუსული ჯარი კი გასული იყო საქართველოს ტერიტორიიდან, ეს ომი კი იმიტომ სჭირდებოდათ რომ ეძახათ რუსეთი ოკუპანტიაო, იქნებ მიხვდე, ვის ინტერესში იყო ეს ყველაფერი და ყველაფერს რუსებს ნუ აბრალებთ
---------
05 აპრილი 2024 12:04
34
წადი ჭამე რა! აქ არ ჭირდებით არავის არც შენ და არც ეგ შენი ჯიქია. რუსია თუ მეგრელი, როგორც თვითონ ამბობს, ეგდოს და ყლაპოს ნერწყვები ეხლა.სულ გვკიდია ვის ქომაგობდით თქვენ და თქვენი რუსები
:)))))))))))
05 აპრილი 2024 11:43
7
კიდევ ერთი გარუსებული.
ამას ალბათ გორის, თბილისის, ფოთის და სენაკის დაბობმვასაც ულოცავდენენ და უხაროდა. 2 გრამი ტვინი არ აქვს თავში.
gzp
05 აპრილი 2024 11:31
7
რატომ არ შეიძლება, რომ ამ ფორუმზე პრორუსული ბოტები გავაჩუმოთ?
არც ისე ბევრი ბოტია აქ. დაახლოებით 8 სხვადასხვა მოწყობილობიდან (PC, Phone, Tablet) წერს აქ 3 თუ 4 ბოტი.
რეალობა
05 აპრილი 2024 11:28
6
სუს-ის რომელ განყოფილებაში ზიხარ ბარემ ეს ინფორმაციაც მოგვაწოდე
????????
05 აპრილი 2024 12:10
11
ერთი მილიონი რუსი არის ჩამოსული საქართველოში. გააჩერეთ ნებისმიერი რუსი და ჰკითხეთ, რას ფიქრობს ის რუსეთის აგრესიული საოკუპაციო ომების შესახებ და სხვისი ტერიტორიების მითვისების შესახებ, და მოისმენთ მისგან რუსული პროპაგანდის სიცრუეს. ყველა რუსი არის რუსეთის სამხედრო დანაშაულებათა მორალური სპონსორი.
რეალობა
05 აპრილი 2024 11:08
6
რაკეტებს რომ დაუმიზნებ და განადგურებას დაუპირებ პასუხს გაგცემს აბა რას იზამს. შენ რას იზამდი შე სოყლევ, საკადრის პასუხს არ გასცემდი ამისთანას?
mecineba
05 აპრილი 2024 11:20
22
ძვირფასო ჟურნალისტებო და საიტის ადმინისტრატორებო!
დაბლოკეთ ბოტების კომენტარები. ისინი პროპაგანდისტულ სიცრუეს ავრცელებენ, და მათ რუსეთი ფულს უხდის.
რეალობა
05 აპრილი 2024 11:00
7
ჯერ ის თქვი, სად წერია სიცრუე, და თუ სიცრუე წერია, ტვინი გაანძრიე და შენი "მართალი" პასუხი გაეცი, პასუხს რომ ვერ სცემთ და დაბლოკვის განკარგულებებს გასცემთ, ჩვენთან სიტყვის და აზრის თავისუფლებაა და ვისაც რა აზრი აქვს, იმას წერს, მიეჩვიეთ განსხვავებული აზრის მოსმენას, ნუ პანიკიორობთ
:::::::
05 აპრილი 2024 11:10
21
როგორც კოლონიას ისე გვგულშემატკივრობდნენ თუ როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას აფხაზეთით და სამაჩაბლოს ჩათვლით? დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ))
ზურიკო
05 აპრილი 2024 10:57
3
რამდენი, რუსი თქვენნაირ "ურა პატრიოტებს" ჯობია, ამას ვადასტურებ იმითაც, რო უამრავი რუსი მეგობარი მყავს, რომლებთანაც დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს! თქვენ მარტო "პუტინის გადასახედიდან" უყურებთ, რო ყველა რუსი მტერია, აი აქ, ყველა მაგრად ვცდებით! საქართველოს დღესდღეობით ნაც ხროვაზე დიდი მტერი არ ყავს, რადგანაც მაგათი საცეცები ჩემს ოჯახსაც შეეხო, სხვათაშორის პირველი დახმარების ხელი ზუსტადაც ჩემმა რუსმა მეგობრებმა გამომიწოდეს და გადაარჩინეს ჩემი ოჯახი ყველანაირად და ამ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებ! ისე, რო ერთ ქვაბში ნუ ვყრით პუტინის რეჯიმს და უბრალო რუს ერსს. როგორც ზვიად გამსახურდია იტყოდა: არის რუსეთის რეჟიმი და არის რუსი ერი, ესენი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთო! ამ კომენტარის წაკითხვის მერე როგორც წესი დამესევიან: გაავებული, გაგიჟებული, ჭკუიდან გადასული უმეტესობა ნაცების, რომლებიც აჭრილები არიან მარტო რუს ერზე, ეხლაც ნებავთ ქვეყნის არევა "არა არსებულ რუსულ კანონზე" რომელიც იდენტურია, ამარიკულ ფარას კანონთან.
ვითომ პატრიოტებს!
05 აპრილი 2024 10:42
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული